ანამნეზი და გასინჯვა

ძირითადი დიაგნოსტიკური ფაქტორები

ხშირი

რისკ-ფაქტორების არსებობა

რისკფაქტორებია: არამუნიციპალური წყალი, ახლახანს მილების შეკეთება, მოწევა, ჯაკუზების გამოყენება და წყლის გამაციებელთან ახლოს ცხოვრება.

ცნობილია,როგორც ლეგიონელას გაცნობა

ნიშნავს პოტენციური ეპიდაფეთქებას.

ცხელება

შეიძლება გამოვლინდეს პულსისა და ტემპერატურის დისოციაცია.[42]

თავის ტკივილი

შეიძლება გამოიხატოს დომინანტური სიმპტომი.[42]

ხიხინი

მხოლოდ ლეგიონერების დაავადება (არა პონტიაკის ცხელება).[42]

სხვა დიაგნოსტიკური ფაქტორები

ხშირი

პროდუქტიული ხველა

ტიპური სიმპტომია.

ქოშინი

ტიპური სიმპტომია.

გულისრევა/ღებინება

შესაძლოა იყოს წარმოდგენილი.

მუცლის ტკივილი

შესაძლოა იყოს წარმოდგენილი.

ჰიპოქსია

შეიძლება გამოვლინდეს პნევმონიის ტიპური ნიშნები.

ტაქიკარდია

შეიძლება გამოვლინდეს პნევმონიის ტიპური ნიშნები.

რისკფაქტორები

ძლიერი

არამუნიციპალური წყალი

მულტივარიაბელური ანალიზი: შანსების თანაფარდობა, 2.26; 95% სარწმუნოობის ინტერვალი, 1.17 - 4.37.[18]

წმენდის პროცესი, რომელიც ტარდება წყლის გამწმენდ მცენარეებზე, კლავს ლეგიონელას.

მილების შეკეთება

მულტივარიაბელური ანალიზი: შანსების თანაფარდობა, 2.39; 95% სარწმუნოობის ინტერვალი, 1.10- 5.18.[18]

წყლის დინების შეფერხება იწვევს დინების შეჩერებას, ცვლის წყლის ტემპერატურას და ხელს უწყობს ჰაერისა და შესაძლოა ლეგიონელას შესვლას.

მოწევა

მულტივარიაბელური ანალიზი: შანსების თანაფარდობა, 3.48; 95% სარწმუნოობის ინტერვალი, 2.09- 5.79.[18][19]

სიგარეტის მოწევას უარყოფითი ეფექტი აქვს ფილტვის ადგილობრივ დაცვით მექანიზმებზე.

ჯაკუზის გამოყენება

ჯაკუზის ტიპის აბაზანები შესაძლოა იყოს ლეგიონელების წყარო. მიუხედავად იმისა, რომ ჯაკუზის ტიპის სპა-ით მოსარგებლენი არ შეიძენენ ლეგიონელურ ინფექციას, დაბინძურებული სპა მნიშვნელოვანდ ზრდის დაავადების რისკს. რისკს ასევე ზრდის ხანგრძლივი აბაზანები.[24][25]

წყლის გამაციებელ დაწესებულებასთან ახლოს ცხოვრება

გამაგრილებელი კოშკები ხშირადაა ლეგიონელების წყარო. მიუხედავად იმისა, რომ ექსპოზირებული ადამიანების უმრავლესობას არ განუვითარდება დაავადება, დაბინძურებული კოშკები ზრდის გადაცემის რისკს.[26]

სუსტი

ციტოტოქსიური ქიმიოთერაპია

მულტივარიაბელური ანალიზი: შანსების თანაფარდობა, 5.2; 95% სარწმუნოობის ინტერვალი, 1.5-17.9.[20]

ერთ-ერთ კვლევაში სიმსივნის ნეკროზის ფაქტორი ალფას ინჰიბიტორები, როგორიცაა ინფლიქსიმაბი, ადალიმუმაბი და ეთანერცეპტი დაკავშირებულია ლეგიონელოზთან.[21] ლეგიონელას ჯამური ყოველწლიური ინციდენტობა იმ პირებში, რომლებიც იღებდნენ TNF- ალფა ინჰიბიტორს შეადგენდა 46.7 (95% CI, 0.0-125.7) 100 000 ადამიანზე წელიწადში.

იმუნოსუპრესია განაპირობებს განწყობას ლეგიონელური პნევმონიის შეძენისადმი ჰოსპიტალში.

ფილტვის ტრანსპლანტაციის მიმღები.

ლეგიონერების დაავადებით ავად გახდა ორ პაციენტი, რომლებსაც ცოტა ხნის წინ ჩაუტარდათ ფილტვის ტრანსპლანტაცია ერთი და იგივე დონორისაგან. გადანერგილი ფილტვები იყო ინფექციის ყველაზე სავარაუდო წყარო, რადგან დონორი დაიხრჩო მტკნარი წყლის მდინარეში და საავადმყოფოს წყლის ხარისხის ტესტები ნორმალურ ფარგლებში იყო. სამ დამატებით რეციპიენტს, რომლებმაც მიიღეს გული, ღვიძლი და მარჯვენა თირკმელი ერთი და იგივე დონორისგან, არ განუვითარდათ გართულებები, რომლებიც მიუთითებენ ლეგიონელოზზე.[22]

კორტიკოსტეროიდები

მულტივარიაბელური ანალიზი: შანსების თანაფარდობა, 4.6; 95% სარწმუნოობის ინტერვალი, 1.5-14.1.[20]

იმუნოსუპრესია განაპირობებს განწყობას ლეგიონელური პნევმონიის შეძენისადმი.[23]

წყლის ელექტრული გამაცხელებელი

მულტივარიაბელური ანალიზი: შანსების თანაფარდობა, 1.97; 95% სარწმუნოობის ინტერვალი, 1.10-3.52.[18]

ელექტრული გამაცხელებლები, ბუნებრივ აირზე მომუშავე წყლის გამაცხელებლებთან შედარებით, სავარაუდოდ განაპირობებს ინფექციის განვითარების რისკის არსებობას წყლის შედარებით დაბალი ტემპერატურის გამო. დაბალი ტემპერატურა უფრო ხელსაყრელია ლეგიონელას ზრდისა და გამრავლებისთვის.

მუშაობა კვირაში >40 საათი

მულტივარიაბელური ანალიზი: შანსების თანაფარდობა, 2.13; 95% სარწმუნოობის ინტერვალი, 1.12-4.07.[18]

მოგზაურობა შეიძლება ასოცირდებოდეს ლეგიონერების დაავადებასთან.

ახლო წარსულში მოგზაურობა

მულტივარიაბელური ანალიზი: შანსების თანაფარდობა, 1.03; 95% სარწმუნოობის ინტერვალი, 1.03-2.74.[18][19]

მოგზაურობისას ადამიანებს შეიძლება აღენიშნოთ ექსპოზიცია ინფექციურ აეროზოლებზე, განსაკუთრებით ისეთ სასტუმროებში ცხოვრებისას, სადაც ცუდად მართული დეკორატიული შადრევნები, მოძველებული წყალგაყვანილობის სისტემები დაბინძურებული გათბობის/გაგრილების მოწყობილობებით. აშშ-ში ლეგიონერების დაავადების ყველა რეგისტრირებული შემთხვევის დაახლოებით 10% გვხვდება ადამიანებში, რომლებმაც იმოგზაურეს სიმპტომების დაწყებამდე 10 დღით ადრე.[10]

შაქრიანი დიაბეტი

ქრონიკული დაავადება, რომელიც შეიძლება ასოცირებული იყოს იმუნოსუპრესიასთან და იწვევდეს ხშირ ჰოსპიტალიზაციას, შეიძლება გახდეს ლეგიონერების დაავადების მაპროვოცირებელი ფაქტორი.[19]

პროფესიონალი მძღოლი

მძღოლებს უწევთ სხვადასხვა წყლებთან ექსპოზიცია და კონტაქტი მოგზაურებთან, რომლებიც წარმოადგენენ მაღალი რისკის ჯგუფს.[19]

ონკანის წყლით ნებულაიზერის, ჰაერის დამანოტიებელის, ვენტილატორის მილის ან ლავაჟის ხელსაწყოების ავსება

იშვიათად გვხვდება მსგავსი მიზეზით განპირობებული ეპიდაფეთქებები.[27]

დეკორატიულ შადრევანთან სიახლოვე

იშვიათად გვხვდება მსგავსი მიზეზით განპირობებული ეპიდაფეთქება.[28]

Legionella pneumophila-ით დაბინძურებული ყინულის მოხმარება

ლეგიონელას დაბინძურებული ყინულის მოხმარებამ, შეიძლება გაზარდოს ინფიცირების რისკი მიკრო ასპირაციის შესაძლებლობის გამო.[29]

წყალში მშობიარობა

ახალშობილის მიერ დაბინძურებული წყლის ასპირაცია შეიძლება გახდეს ინფექციის მიზეზი.[30] წყალში მშობიარობასთან დაკავშირებული ლეგიონელას ინფექციები იშვიათია, მაგრამ სერიოზული.[31]

დაბინძურებულ კომპოსტთან ექსპოზიცია

სასუქში ლეგიონელას არსებობამ შესაძლოა განაპირობოს მისი გავრცელება ჰაერში პაკეტების გახსნის შედეგად.[32]

წვიმის წყალზე ექსპოზიცია

წვიმის წყალთან ექსპოზიცია დაკავშირებულია ლეგიონელასთან.[33]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას