ძირითადი მიზნებია ლეგიონელაპნევმონიის მკურნალობით ინფექციის აღმოფხვრა და გართულებების მართვა. ემპირიული ანტიბიოტიკოთერაპია,რომელიც მიმართულია ლეგიონელას სახეობებზე, უნდა იყოს ჩართული საზოგადოების მიერ შეძენილი და საავადმყოფოში შეძენილი მძიმე პნევმონიის საწყის მენეჯმენტში, სანამ არ დადგება კონკრეტული მიკრობიოლოგიური დიაგნოზი[4]Phin N, Parry-Ford F, Harrison T, et al. Epidemiology and clinical management of Legionnaires' disease. Lancet Infect Dis. 2014 Oct;14(10):1011-21.
https://www.doi.org/10.1016/S1473-3099(14)70713-3
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/24970283?tool=bestpractice.com
გამოჯანმრთელება ყველაზე სავარაუდოა, თუ ადრეულ ეტაპზე დაინიშნება შესაბამისი ანტიბიოტიკები.[59]Chahin A, Opal SM. Severe pneumonia caused by Legionella pneumophila: differential diagnosis and therapeutic considerations. Infect Dis Clin North Am. 2017 Mar;31(1):111-21.
https://www.doi.org/10.1016/j.idc.2016.10.009
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/28159171?tool=bestpractice.com
პაციენტს უნდა დავაკვირდეთ გართულებების დასადგენად, როგორიცაა სუნთქვის უკმარისობა, პარაპნევმონიური ეფუზია, ფილტვის აბსცესი და ემპიემა. თუ პაციენტის მდგომარეობა გაუარესდება, საჭიროა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადაყვანა (ICU).
პონტიაკის ცხელება (არაპნევმონური ლეგიონელოზი), როგორც წესი, სპონტანურად 3-5 დღეში ალაგდება და ანტიმიკრობულ პრეპარატებს არ აქვს არანაირი როლი.[10]Centers for Disease Control and Prevention. CDC Yellow Book 2024: health information for international travel. Section 5: travel-associated infections & diseases (bacterial) - legionnaires' disease & pontiac fever. May 2023 [internet publication].
https://wwwnc.cdc.gov/travel/yellowbook/2024/infections-diseases/legionnaires-disease-and-pontiac-fever
ანტიბიოტიკოთერაპია
უჯრედშიდა მოქმედების ანტიბიოტიკია საჭირო ლეგიონელას წინააღდეგ, რადგანაც ის ცოცხლობს და მრავლდება უჯრედში.[60]Benin AL, Benson RF, Besser RE. Trends in Legionnaires disease, 1980-1998: declining mortality and new patterns of diagnosis. Clin Infect Dis. 2002 Nov 1;35(9):1039-46.
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/12384836?tool=bestpractice.com
[61]Heath CH, Grove DI, Looke DFM. Delay in appropriate therapy of Legionella pneumonia associated with increased mortality. Eur J Clin Microbiol Infect Dis. 1996 Apr;15(4):286-90.
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/8781878?tool=bestpractice.com
ამერიკის ინფექციური დაავადებების საზოგადოების / ამერიკის გულმკერდის საზოგადოების (IDSA/ATS) მიერ რეკომედებულია ატიპური ბაქტერიის (ლეგიონელას ჩაათვლით) წინააღმდეგ მოქმედი ანტიბიოტიკის გამოყენება ყველა პაციენტში არაჰოსპიტალური პნევმონიის დიაგნოზის დროს სანამ გამომწვევი პათოგენი გახდება ცნობილი[54]Metlay JP, Waterer GW, Long AC, et al. Diagnosis and treatment of adults with community-acquired pneumonia. An official clinical practice guideline of the American Thoracic Society and Infectious Diseases Society of America. Am J Respir Crit Care Med. 2019 Oct 1;200(7):e45-67.
https://www.ncbi.nlm.nih.gov/pmc/articles/PMC6812437
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/31573350?tool=bestpractice.com
[62]Arnold F, Summersgill JT, Lajoie AS, et al. A worldwide perspective of atypical pathogens in community-acquired pneumonia. Am J Respir Crit Care Med. 2007 May 15;175(10):1086-93.
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/17332485?tool=bestpractice.com
თუმცა, ამ მიდგომის შესახებ საერთაშორისო კონსენსუსი არ არსებობს. ბრიტანეთის გულმკერდის საზოგადოება (BTS) და ბრიტანეთის ჯანმრთელობისა და კლინიკური დახელოვნების ნაციონალური ინსტიტუტი (NICE) რეკომენდაციას უწევს პრეპარატების გამოყენებას, რომლებიც მიმართულია ატიპიურ პათოგენების წინააღმდეგ, ზომიერი და მძიმე CAP-ის მქონე პაციენტებისთვის ან როდესაც ლეგიონელას ინფექცია ეჭვმიტანილია კლინიკური და/ან ეპიდემიოლოგიური მახასიათებლების საფუძველზე.[63]Mills GD, Oehley MR, Arrol B. Effectiveness of beta lactam antibiotics compared with antibiotics active against atypical pathogens in non-severe community acquired pneumonia: meta-analysis. BMJ. 2005 Feb 26;330(7489):456.
http://www.bmj.com/cgi/content/full/330/7489/456
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/15684024?tool=bestpractice.com
[64]Shefet D, Robenshtok E, Paul M, et al. Empirical atypical coverage for inpatients with community-acquired pneumonia: systematic review of randomized controlled trials. Arch Intern Med. 2005 Sep 26;165(17):1992-2000.
http://archinte.ama-assn.org/cgi/content/full/165/17/1992
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/16186469?tool=bestpractice.com
[65]British Thoracic Society. 2015 - annotated BTS guideline for the mangement of CAP in adults (2009) summary of recommendations. Jan 2015 [internet publication].
https://www.brit-thoracic.org.uk/quality-improvement/guidelines/pneumonia-adults
[66]National Institute for Health and Care Excellence. Pneumonia (community-acquired): antimicrobial prescribing. Sep 2019 [internet publication].
https://www.nice.org.uk/guidance/ng138
პაციენტს უნდა ვუმკურნალოთ ფთორქინოლონით, როგორიცაა ლევოფლოქსაცინი, ან უფრო ახალი მაკროლიდით, როგორიცაა აზითრომიცინი ან კლარითრომიცინი.[67]Mykietiuk A, Carratala J, Fernandez-Sabe N, et al. Clinical outcomes for hospitalized patients with Legionella pneumonia in the antigenuria era: the influence of levofloxacin therapy. Clin Infect Dis. 2005 Mar 15;40(6):794-9.
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/15736010?tool=bestpractice.com
ერითრომიცინი გამოიყენებოდა ადრეული ეპიდაფეთქებების დროს და ბეტალაქტამურ ანტიბიოტიკებზე (მაგ. პენიცილინები) უკეთ მოქმედებდა, თუმცა ამჟამად ყველაზე ეფექტურია ახალი მაკროლიდები და ლევოფლოქსაცინი.[68]Edelstein PH, Shinzato T, Doyle E, et al. In vitro activity of gemifloxacin (SB-265805, LB20304a) against Legionella pneumophila and its pharmacokinetics in guinea pigs with L. pneumophila pneumonia. Antimicrob Agents Chemother. 2001 Aug;45(8):2204-9.
http://aac.asm.org/cgi/content/full/45/8/2204
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/11451675?tool=bestpractice.com
ობსერვაციული კვლევებით დადგინდა, რომ ლევოფლოქსაცინით ნამკურნალებ პაციენტებს უკეთესი გამოსავალი აქვთ, ვიდრე ერითრომიცინის ან კლარითრომიცინის გამოყენების შემთხვევაში, თუმცა სხვა კვლევებით შედეგები ორაზროვანია.[69]Blazquez-Garrido RM, Espinosa-Parra FJ, Alemany-Frances L, et al. Antimicrobial chemotherapy for Legionnaires disease: levofloxacin versus macrolides. Clin Infect Dis. 2005 Mar 15;40(6):800-6.
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/15736011?tool=bestpractice.com
[70]Sabria M, Pedro-Botet ML, Gomez J, et al. Fluoroquinolones vs macrolides in the treatment of Legionnaires disease. Chest. 2005 Sep;128(3):1401-5.
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/16162735?tool=bestpractice.com
[71]Griffin AT, Peyrani P, Wiemken T, et al. Macrolides versus quinolones in Legionella pneumonia: results from the Community-Acquired Pneumonia Organization international study. Int J Tuberc Lung Dis. 2010 Apr;14(4):495-9.
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/20202309?tool=bestpractice.com
ბრიტანეთის გულმკერდის საზოგადოების (BTS) გაიდლაინების მიხედვით საზოგადოებაში შეძენილი პნევმონიისთვის (CAP) 2015 წელს უპირატესობა ენიჭება ფტორქინოლონების გამოყენებას.[65]British Thoracic Society. 2015 - annotated BTS guideline for the mangement of CAP in adults (2009) summary of recommendations. Jan 2015 [internet publication].
https://www.brit-thoracic.org.uk/quality-improvement/guidelines/pneumonia-adults
თუ ცნობილია, რომ პაციენტს აქვს ალერგია აღნიშნულ მედიკამენტებზე ან ისინი ხელმიუწვდომელია, უნდა ვცადოთ ტეტრაციკლინები.
სისტემურმა ფტორქინოლონურმა ანტიბიოტიკებმა შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული, უნარშემზღუდველ და პოტენციურად ხანგრძლივი ან შეუქცევადი გვერდითი მოვლენები. ეს მოიცავს (მაგრამ არ შემოიფარგლება ): ტენდინოპათია/მყესების გაწყვეტა, გაგლეჯა, გახევა; პერიფერიული ნეიროპათია; ართროპათია/ართრალგია; აორტის ანევრიზმა და დისექცია; გულის სარქვლის რეგურგიტაცია; დისგლიკემია; და ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ ეფექტები, მათ შორის კრუნჩხვები, დეპრესია, ფსიქოზი და სუიციდური აზრები და ქცევა;[72]Rusu A, Munteanu AC, Arbănași EM, et al. Overview of side-effects of antibacterial fluoroquinolones: new drugs versus old drugs, a step forward in the safety profile? Pharmaceutics. 2023 Mar 1;15(3):804.
https://www.mdpi.com/1999-4923/15/3/804
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/36986665?tool=bestpractice.com
დანიშნულების შეზღუდვები ვრცელდება ფტორქინოლონების გამოყენებაზე და ეს შეზღუდვები შეიძლება განსხვავდებოდეს ქვეყნებს შორის. ზოგადად, ფტორქინოლონები უნდა შეიზღუდოს, გამოყენებული იქნას მხოლოდ სერიოზული, სიცოცხლისათვის საშიში ბაქტერიული ინფექციებისას. ზოგიერთმა მარეგულირებელმა სააგენტომ შეიძლება ასევე გირჩიოს მათი გამოყენება მხოლოდ იმ სიტუაციებში, როდესაც სხვა ანტიბიოტიკები, რომლებიც ჩვეულებრივ რეკომენდებულია ინფექციისთვის, შეუსაბამოა (მაგ., რეზისტენტობა, უკუჩვენებები, მკურნალობის წარუმატებლობა, მიუწვდომლობა). ვარგისიანობის/მიზანშეწონილობის, უკუჩვენებებისა და სიფრთხილის ზომების შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ თქვენს ადგილობრივ გაიდლაინებსა და წამლების ფორმულარს.
მკურნალობის დოზა და შეყვანის გზა (პერორალური თუ ინტრავენური) დამოკიდებულია დაავადების სიმძიმეზე, ძირითად რისკ-ფაქტორებზე, ცნობიერების დონისა და კუჭ-ნაწლავის დარღვევების მიხედვით.[4]Phin N, Parry-Ford F, Harrison T, et al. Epidemiology and clinical management of Legionnaires' disease. Lancet Infect Dis. 2014 Oct;14(10):1011-21.
https://www.doi.org/10.1016/S1473-3099(14)70713-3
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/24970283?tool=bestpractice.com
ISDA/ATS-ის გაიდლაინების რეკომენდაციები საზოგადოებაში შეძენილი პნევმონიის მკურნალობის შესახებ შეიძლება გამოვიყენოთ ლეგიონერების დაავადების კონტექსტშიც- როდესაც პაციენტი კლინიკურად სტაბილურია ინტრავენური თერაპია შეიძლება შევცვალოთ პერორული თერაპიით, ხოლო შემდეგ პაციენტი გავწეროთ.[54]Metlay JP, Waterer GW, Long AC, et al. Diagnosis and treatment of adults with community-acquired pneumonia. An official clinical practice guideline of the American Thoracic Society and Infectious Diseases Society of America. Am J Respir Crit Care Med. 2019 Oct 1;200(7):e45-67.
https://www.ncbi.nlm.nih.gov/pmc/articles/PMC6812437
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/31573350?tool=bestpractice.com
არ არის პასუხი საწყის თერაპიაზე ან მძიმედ დაავადებული.
პაციენტებისათვის მუდმივი ცხელებით, პროდუქტიული ხველებით, ჰიპოქსიით, ჰიპერკაპნიით, ფილტვის ფუნქციის გაუარესებით და სეფსისის სისტემური ნიშნებით ჰიპოტენზიით, შეიძლება სასარგებლო იყოს ფთორქინოლონისა და მაკროლიდის კომბინაციური თერაპია.[73]Dournon E, Mayaud CH, Wolff M, et al. Comparison of the activity of three antibiotic regimens in severe LD. J. Antimicrob Chemother. 1990 Oct;26(suppl B):129-39.
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/2258340?tool=bestpractice.com
თუმცა, საჭიროა სიფრთხილის გამოჩენა, რადგანაც აღნიშნულ კომბინაციას მნიშვნელოვანი პოტენციური ტოქსიკურობა ახასიათებს, როგორიცაა QT ინტერვალის გახანგრძლივება და ტორსად დე პოინტეს არითმია.[74]Roig J, Rello J. Legionnaires' disease: a rational approach to therapy. J Antimicrob Chemother. 2003 May;51(5):1119-29.
http://jac.oxfordjournals.org/cgi/content/full/51/5/1119
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/12668578?tool=bestpractice.com
ომბინირებული თერაპია მაკროლიდთან ან ქინოლონთან პლუს რიფამიცინებით (რიფამპინი, რიფამპიცინი) შესწავლილია, მაგრამ არ არის რეკომენდებული, თუნდაც მძიმე შემთხვევებში, ცუდი შედეგების გამო. ეს სავარაუდოდ დაკავშირებულია რიფამიცინით ღვიძლში მაკროლიდის ან ქინოლონის მეტაბოლიზმის ინდუქციასთან.[75]Grau S, Antonio JM, Ribes E, et al. Impact of rifampicin addition to clarithromycin in Legionella pneumophila pneumonia. Int J Antimicrob Agents. 2006 Sep;28(3):249-52.
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/16870401?tool=bestpractice.com