ეპიდემიოლოგია

ლეგიონერების დაავადება გამოვლენილი იქნა 1976 წელს ამერიკაში, ლეგიონის შეხვედრაზე პენსილვანიის შტატში ეპიდაფეთქების დროს (და შესაბამისი სახელი უწოდეს), სადაც 211 ადამიანი დაინფიცირდა და 34 გარდაიცვალა. მას შემდეგ, შემთხვევები დაფიქსირდა მთელ მსოფლიოში. მიუხედავად იმისა, რომ შემთხვევების უმეტესობა სპორადულად იჩენს თავს, შეიძლება მოხდეს კლასტერები და ეპიდემიები, რაც ზოგჯერ მნიშვნელოვან გავლენას ახდენს საზოგადოებრივ ჯანმრთელობაზე.[4] 2015-2019 წლების პერიოდში აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა (CDC) აღრიცხა 65 ლეგიონელას შემთხვევა, რომელიც დაკავშირებულია დამუშავებულ რეკრეაციულ წყალთან, რამაც გამოიწვია 13 სიკვდილი.[5] 2019 წელს CDC-ში დაფიქსირდა ლეგიონერების დაავადების 8890 შემთხვევა, სიხშირით 2,71 ყოველ 100 000 მოსახლეზე.[6] ევროპის ეპიდზედამხედველობის ქსელმა მიიღო 895 შეტყობინება მოგზაურობასთან დაკავშირებული ლეგიონერების დაავადების შესახებ 2021 წელს, რაც 38%-ით მეტი შემთხვევაა 2020 წელთან შედარებით.[7]

შეერთებულ შტატებში, საზოგადოებაში შეძენილი პნევმონიის მქონე პაციენტებს შორის, რომლებსაც ჩაუტარდათ ტესტირება ლეგიონელაზე, 1.5% იყო დადებითი.[8]​ დაფიქსირებული შემთხვევების რაოდენობა გაიზარდა თითქმის 900%-ით 2000-2018 წლების პერიოდში. შეტყობინებების მაჩვენებელი გაიზარდა ევროპაშიც. 2021 წელს ევროკავშირ/ევროპის ეკონომიკური ზონაში (EU/EAA) დაფიქსირდა ლეგიონერების დაავადების შესახებ ყოველწლიური შეტყობინების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დღემდე, 2.4 შემთხვევა 100 000 მოსახლეზე, 2015 წელს 1.3 შემთხვევა 100 000 მოსახლეზე.[7][9]​​​​​​ ​გაურკვეველია, ეს ზრდა გამოწვეულია გაზრდილი ინფორმირებულობით ან ტესტირებით, მოსახლეობის გაზრდილი მგრძნობელობით, გარემოში ლეგიონელას გაზრდით, თუ ფაქტორების ერთობლიობით.[10]

საზოგადოებაში შეძენილი (არაჰოსპიტალური) შეძენილი ლეგიონერების დაავადება, როგორც ჩანს, აშშ-ში ყველაზე გავრცელებულია ზაფხულისა და შემოდგომის თვეებში.[11]​ კვლევებმა ეს დააკავშირა თბილ და ნოტიო ამინდთან და ამ სეზონებში უფრო მაღალ ფარდობით ტენიანობასთან..[4] ლეგიონერების დაავადების შემთხვევების უმეტესობა საზოგადოების შეძენილია (არაჰოსპიტალური). თუმცა, ეპიდაფეთქებები შეიძლება განვითარდეს ჯანდაცვის დაწესებულებებში, როგორიცაა საავადმყოფოები და მოვლის სახლები წყლის მარაგების დაბინძურების გამო. აშშ-ში 2015 წლის ეროვნული ზედამხედველობის მონაცემებმა აჩვენა, რომ ლეგიონერების დაავადების 2800 დადასტურებულ შემთხვევებს შორის 21 იურისდიქციაში (20 შტატი პლუს ნიუ-იორკში), დაახლოებით 20% დაკავშირებული იყო ჯანდაცვის სფეროსთან.[12]​ ვროპაში ჯანდაცვასთან დაკავშირებული ინფექციები იყო იდენტიფიცირებული, როგორც ინფექციის წყარო 2021 წელს ყველა დაფიქსირებული შემთხვევის 5%-ში.[7]

პაციენტების დაახლოებით 70% არის მამრობითი სქესის. გასულ წლებში პიკური ასაკობრივი ჯგუფი იყო მეექვსე ათწლეული (60-70 წ), თუმცა, 2002 წლიდან აშშ-ს დაავადებათა კონტროლის ცენტრმა აღნიშნა შემთხვევების უმეტესობა შუახნის მოზრდილებში (45-64 წ).[11]​ 2019 წელს CDC-ში რეგისტრირებულ შემთხვევების 82% იყო ≥50 წელზე ასაკის ადამიანებში და დაავადებიანობა იზრდებოდა ასაკთან ერთად.[6]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას