კრიტერიუმები

პნევმონიის დიაგნოსტირების შემდეგ ექიმმა უნდა განსაზღვროს მოვლის შესაბამის ადგილი (ამბულატორიული მოვლა, საავადმყოფო ან ინტენსიური მოვლის პალატა) და შესაბამისი ანტიბიოტიკოთერაპია. პაციენტები, რომლებსაც გართულებების დაბალი რისკი აქვთ იმართებიან ამბულატორიულად, რაც ამცირებს არასაჭირო ჰოსპიტალიზაციას და მისგან გამომდინარე ავადობასა და ხარჯებს.[48] თუმცა, CDC 2019 წლის მონაცემები მიუთითებს, რომ ლეგიონერების დაავადების დიაგნოზის მქონე პაციენტების 93%-დან 96%-მდე ჰოსპიტალიზირებულია მკურნალობისთვის.[6]

სიმძიმის შეფასების ინსტრუმენტების გამოყენება, როგორიცაა პნევმონიის სიმძიმის ინდექსი (PSI), CURB-65, მძიმე საზოგადოებაში შეძენილი პნევმონია (CAP) და SMART-COP, აადვილებს გადაწყვეტილების მიღებას და ანტიბიოტიკების შერჩევას.[49][50][51][52]​ პნევმონიის სიმძიმის ინდექსის PSI ქულა ანაწილებს პაციენტებს 5 რისკის კლასში, რომლებიც დაკავშირებულია სიკვდილობის რისკთან, ხოლო CURB-65 ქულა იყენებს 5 ცვლადს სიმძიმის გამოსათვლელად. პაციენტის ჰოსპიტალიზაციასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება დამოკიდებულია საზოგადოებაში შეძენილი პნევმონიის სიმძიმეზე, აგრეთვე, თანამდევ დაავადებებსა და სოციალურ ფაქტორებზეც. დაავადების სიმძიმის და პაციენტის მკურნალობის ადგილის განსაზღვრის დაყოვნებას შესაძლოა გარკვეული გავლენა ჰქონდეს კლინიკურ გამოსავლებსა და ფასებზე.[53] პნევმონიის სიმძიმის ინდექსი უპირატესია CURB-65-თან შედარებით აშშ-ში, ვინაიდან პნევმონიის სიმძიმის ინდექსი ავლენს დაბალი რისკის პაციენტთა უფრო დიდ წილს და აქვს უფრო მაღალი დისკრიმინაციული ძალა სიკვდილობის განსაზღვრის კუთხით.[54] 

გაიდლაინების მიხედვით მძიმე ფორმის CAP -ის მართვა დაკავშირებულია სიკვდილობის დაქვეიტებასთან.[55][56] რისკფატორების მზარდი რაოდენობა ზრდის ინტენსიურ პალატაში გადაყვანის ალბათობას და ვაზოპრესორების და მექანიკური ვენტილაციის საჭიროებას. ალბათ, სიმძიმის განმსაზღვრელი ქულების საუკეთესო გამოყენება არის რისკის ქვეშ მყოფი პაციენტების აღმოჩენა, ვისაც დამატებით გამოკვლევა და მონიტორინგი ესაჭიროება მაშინაც კი, თუ ისინი თავიდან არ მოუთავსებიათ ინტენსიური მოვლის განყოფილებაში.

პნევმონიის სიმძიმის ინდექსი[49]

რეკომენდებულია ამერიკის თორაკალური საზოგადოება/ამერიკის ინფექციური დაავადებების საზოგადოების მიერ, რომელიც შეიქმნა საზოგადოებაში შეძენილი პნევმონიის მქონე 12.1999 პაციენტის კოჰორტის რეტროსპექტული ანალიზის შედეგად და მისი ვალიდაცია მოხდა პროსპექტულად 38.039 პაციენტის ცალკე კოჰორტაში.[49] PSI (პნემონიის სიმძიმის ინდექსის) ქულა განსაზღვრავს სიკვდილობის რისკს 30 დღის განმავლობაში; მაღალი რისკის (III კლასი და ზევით) პაციენტებს მკურნალობენ ჰოსპიტალში, ყველაზე მაღალი რისკის პაციენტებს - ინტენსიური მოვლის განყოფილებაში. პნევმონიის სიმძიმის ინდექსი პაციენტებს ყოფს 5 კატეგორიად ასაკის, თანამხლები დაავადებების, ფიზიკური გასინჯვის და ლაბორატორიული კვლევების შედეგების მიხედვით. პრინციპულ შეზღუდვას წარმოადგენს მაღალი ქულები, რომელიც მინიჭებულია ისეთი ცვლადებისთვის, როგორიცაა ასაკი და თანმხლები დაავადებები.

  • რისკის კლასი I: 0-დან 50 ქულამდე: ამბულატორიული; სიკვდილობა 0,1%

  • რისკის კლასი II: 50-დან 70 ქულამდე: ამბულატორიული; სიკვდილობა 0,6%

  • რისკის კლასი III: 71-დან 90 ქულამდე: ხანმოკლე ჰოსპიტალიზაცია დაკვირვების მიზნით; სიკვდილობა 2,8%

  • რისკის კლასი IV: 91-დან 130 ქულამდე: ჰოსპიტალიზაცია; სიკვდილობა 8,2%

  • რისკის კლასი V: >130 ქულამ: ჰოსპიტალიზაცია; სიკვდილობა 29,2%

PSI შეფასება CAP-ისთვის

დემოგრაფია:

  • მამაკაცი: ქულები = ასაკი წლებში

  • ქალი: ქულები = ასაკი წლებში - 10 წელი

  • ხანდაზმულთა სახლის პაციენტი: +10 ქულა

  • ღვიძლის დაავადება: +20 ქულა

  • ნეოპლასტიკური დაავადება: +30 ქულა

  • გულის შეგუბებითი უკმარისობა: +10 ქულა

  • ცერებროვასკულური დაავადება: +10 ქულა

  • თირკმლის უკმარისობა: +10 ქულა

გასინჯვით მიღებული მონაცემები:

  • შეცვლილი მენტალური სტატუსი: +20 ქულა

  • სუნთქვის სიხშირე ≥30 ამოსუნთქვა/წუთში: +20 ქულა

  • სისხლის სისტოლური წნევა <90 მმ.ვწყ.სვ: +20 ქულა

  • ტემპერატურა <35°C (<95°F) ან ≥40°C (≥104°F): +15 ქულა

  • პულსის სიხშირე ≥125 დარტყმა/წუთში: +10 ქულა

ლაბორატორიული და რადიოგრაფიული კვლევის მონაცემები:

CURB-65 ქულები[50]

ბრიტანეთის გულმკერდის საზოგადოების რეკომენდაციით, CURB-65 ყოფს პაციენტებს ცნობიერების დაბინდვის, >7 მმოლი/დლ (>19.6 მგ/დლ) შარდოვანის დონის, სუნთქვის სიხშირის ≥30 ჩასუნთქვა/წთ, <90/60 მმ.ვწყ.სვ სისხლის წნევის და ≥65 წლის ასაკის მიხედვით. 30-ე დღეზე სიკვდილობა იზრდება რამდენიმე კრიტერიუმის დაკმაყოფილების შემთხვევაში. ამ ქულების შეზღუდვას წარმოადგენს გამოყენებული ცვლადების მცირე რაოდენობა.[57] 

ეს ინსტრუმენტი შესაძლოა დაეხმაროს ექიმს გადაუდებელი სამედიცინო დახმარების განყოფილებაში რისკის მიხედვით პაციენტების დაყოფაში, საკმაოდ ზუსტია გაწერილ პაციენტებში 30-ე დღეზე სიკვდილობის პროგნოზის განსასაზღვრად.[58] 

CURB-65-ის შეფასება CAP-ისთვის

[ CURB-65 პნევმონიის სიმძიმის სკალა Opens in new window ]

პროგნოზული ფაქტორები:

  • კონფუზია: 1 ქულა შარდოვანა >7 მმოლ/ლ (>19,6 მგ/დლ): 1 ქულა

  • შარდოვანა >19.6 მგ/დლ (>7 მმოლ/ლ): 1 ქულა.

  • სუნთქვის სიხშირე ≥30 ჩასუნთქვა/წუთში: 1 ქულა

  • სისხლის წნევა <90 მმ.ვწყ.სვ ან დიასტოლური წნევა <60 მმ.ვწყ.სვ: 1 ქულა

  • ასაკი ≥65 წელი: 1 ქულა

ქულა:

  • 0 - 1 ქულა: დაბალი რისკი; რეკომენდებულია ამბულატორიული მოვლა; 30-ე დღეს სიკვდილობა <3%

  • 2 ქულა: ზომიერი რისკი; რეკომენდებულია ჰოსპიტალიზაცია; 30-ე დღეს სიკვდილობა 9%

  • 3 - 5 ქულა: მაღალი რისკი; რეკომენდებულია მოთავსება ინტენსიური მოვლის განყოფილებაში; 30-ე დღეს სიკვდილობა 15% - 40%.

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას