მიდგომა

ლეგიონერების დაავადება უნდა შემოწმდეს ლაბორატორიული დიაგნოსტიკით, იქნება ეს შარდის ანტიგენის ტესტით, რესპირატორული ნიმუშის პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის (PCR) ტესტირებით, სეროლოგიით ან კულტივირებით სპეციალურ ნიადაგზე. კლინიკური სურათით შესაძლებელია ვიფიქროთ დიაგნოზზე, მაგრამ აღნიშნული არც მგრძნობიარეა და არც სპეციფიკური ლეგიონელას მიმართ.[36] ამიტომ, ყველა პაციენტს პნევმონიით (როგორც საზოგადოებაში შეძენილი, ასევე ჯანდაცვასთან დაკავშირებული) უნდა ჩაუტარდეს ტესტირება  ლეგიონელაზე.[37] ​ლეგიონელური პნევმონია ატიპური პნევმონიაა, რადგანაც ლეგიონელა არ ამოითესება ჩვეულებრივ საკულტივაციო ნიადაგზე მიკრობიოლოგიურ ლაბორატორიაში და არც უნიკალური ნიშნები ან სიმპტომები ახასიათებს.

ანამნეზი

ლეგიონერების დაავადება ვლინდება პნევმონიით, რომელიც ხშირად საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას და შეიძლება ფატალური იყოს შემთხვევების დაახლოებით 10%-ში.[10]​ლეგიონერების დაავადების ტიპური სიმპტომებია: ხველა (ნახველით ან ნახველის გარეშე), სუნთქვის უკმარისობა, ცხელება, მიალგია და ტკივილი გულმკერდში. ასევე, შეიძლება გამოვლინდეს თავის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, დიარეა და მუცლის ტკივილი.

ანამნეზში ახლო წარსულში წყალთან ექსპოზიციამ (მაგ: ცხელი აბაზანა, რეკრეაციული სპა, სახლში ახლო წარსულში სანტექნიკური სამუშაოს ჩატარება) უნდა გაზარდოს ეჭვი ლეგიონელას ინფექციაზე, მაგრამ აღნიშნული არ არის არსებითი. სიმპტომები ჩვეულებრივ იწყება ექსპოზიციიდან 2-დან 10 დღემდე.[10]

ეჭვის ინდექსი განსაკუთრებით მაღალი უნდა იყოს ცნობილი ეპიდემიების დროს. თუმცა, ეპიდემიის დროს, წყაროსთან ექსპოზიციის ქვეშ მყოფი ადამიანების <5%-ს უვითარდება ლეგიონერების დაავადება. ამჟამინდელ და ყოფილ მწეველებს, ფილტვების ძირითადი დაავადების მქონე ადამიანებს და იმუნოსუპრესიის მქონე ადამიანებს უფრო მეტი შანსი აქვთ, ვიდრე ჯანმრთელ ადამიანებს განუვითარდეთ დაავადება ექსპოზიციის შემდეგ.[10]

პონტიაკის ცხელება უფრო მსუბუქია ვიდრე ლეგიონერის დაავადება და ვლინდება ცხელებით, მიალგიით და თავის ტკივილით. შეიძლება ასევე აღინიშნოს ართრალგია, ხველა, ანორექსია და მუცლის ტკივილი. კლინიკური ეჭვი პონტიაკის ცხელებაზე, როგორც წესი, ემყარება მიმდინარე ცნობილი ეპიდემიის არსებობას ან კლასტერის- მსგავსი სიმპტომების მქონე შემთხვევების ჯგუფს. სიმპტომები ვლინდება ინფიცირებული წყლის წყაროს ზემოქმედებიდან 72 საათის განმავლობაში. მას შეუძლია გავლენა მოახდინოს როგორც ჯანმრთელ ადამიანებზე, ასევე მათზე, რომლებსაც აქვთ თანმხლები დაავადებები. პონტიაკის ცხელების ეპიდაფეთქების დროს ექსპოზიციაში მყოფ ადამიანების 95%-მდე უვითარდებათ დაავადების სიმპტომები. თითქმის ყველა პაციენტი სრულად გამოჯანმრთელდება ანტიბიოტიკების ან ჰოსპიტალიზაციის გარეშე. პონტიაკის ცხელება თვითლიმიტირებადი დაავადებაა, რის გამოც ტესტირება ჩვეულებრივ არ ტარდება.[10]

გამოკვლევა

ლეგიონერების დაავადება შეიძლება გამოვლინდეს პნევმონიის ტიპიური ნიშნებით, როგორიცაა ტაქიპნოე, ცხელება, ჰიპოქსია, ხიხინი ან სველი ხიხინი აუსკულტაციისას და მტკივნეულობა გულმკერდში. ლეგიონერების დაავადების ორი კლასიკური ნიშანია: ცხელება, რომელიც არ ემთხვევა ტაქიკარდიას და გამოხატული თავის ტკივილი. პონტიაკის ცხელების დროს ასევე ვლინდება გასინჯვით მიღებული არასპეციფიკური მონაცემები, როგორიცაა ცხელება და ტაქიკარდია.

ანალიზები

პნევმონიაზე ეჭვის არსებობისას პაციენტს უნდა ჩაუტარდეს გულმკერდის რენტგენოგრაფია ან მუცლის ღრუს (აბდომინური) CT, ნახველის შეღებვა გრამის წესით და კულტივირება, შარდის ანტიგენის ტესტი r Legionella pneumophila 1 სეროჯგუფისთვის და სისხლის კულტურები (2 კომპლექტი). ასევე საჭიროა სისხლის საერთო ანალიზი და სრული მეტაბოლური პროფილი.

თუმცა, შარდში ანტიგენის იმუნოფერმენტული ტესტი სწრაფია და აქვს მაღალი სპეციფიკურობა (99%), შარდში ანტიგენის უარყოფითობა რეზულტატი არ გამორიცხავს ლეგიონელას ინფექციის დიაგნოზს, რადგანა ის პირველ რიგში, მხოლოდ 1 სეროჯგუფის იდენტიფიცირებას ახდენს (რომელიც ყველაზე გავრცელებული სეროჯგუფია, რომელიც შეადგენს შემთხვევების 80%-დან 90%-მდე).[10] აღნიშნული ტესტის ჯამური მგრძნობელობა 74%-ია.[38] Lpneumophila 1-ის სეროჯგუფის გამოვლენის მაღალი მგრძნობელობის მიუხედავად, ანალიზის უნარი, გამოავლინოს ალტერნატიული სახეობები და სეროჯგუფები, უფრო დაბალია.

შედეგად, თუ შარდის ანტიგენის ტესტი უარყოფითია, მაგრამ არსებობს მაღალი ეჭვი, ლეგიონელას ინფექციის , როგორიცაა შესაძლო კონტაქტი დაბინძურებულ წყალთან (მაგ. სასტუმროში დასვენება, კრუიზი, ბანაკში ყოფნა ან სხვა განთავსება) წინა 2 კვირის განმავლობაში,შეიძლება ჩატარდეს სხვა ტესტები. ყელის ნაცხი ან ნახველის ნიმუში შეიძლება მიღებულ იქნეს პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციისთვის (PCR; თუმცა ტესტი არ არის FDA-ს მიერ დამტკიცებული აშშ-ში), ქვედა სასუნთქი გზების ნიმუში (ნახველი, ბრონქული სითხე ან პლევრის სითხე) შეიძლება მოთავსდეს ატიპიურ ნიადაგზე. კულტურის ზრდა, ან ლეგიონელას სეროლოგია დამატებით უნდა იქნას გამოკვლეული.[39][40]​​​ აღნიშნული ტესტები სპეციფიკურად უნდა შეუკვეთოთ მიკრობიოლოგიის ლაბორატორიაში, რადგანაც ისინი რუტინულად არ ტარდება. ლეგიონელას კულტივირება და კლინიკური ნიმუშებიდან ლეგიონელას გამოყოფა წარმოადგენს დიაგნოსტიკის ოქროს სტანდარტს, მაგრამ შედეგის მისაღებად 3 დღე ან მეტი სჭირდება, რაც ზღუდავს მის გამოყენებას საწყის ეტაპზე დიაგნოზსტიკაში.[4]​ PCR-ს აქვს უპირატესობა, რომ იძლევა შედეგებს სწრაფად, საათებში და შარდის ანტიგენის ტესტისგან განსხვავებით, შეუძლია ლეგიონელას ყველა სახეობისა და სეროჯგუფის აღმოჩენა. ის ძალიან მგრძნობიარე და სპეციფიკურია. თუმცა, მისი გამოყენება შეიძლება შეზღუდული იყოს იმით, რომ ლეგიონერების დაავადებით დაავადებულთა მნიშვნელოვანი ნაწილი არ გამოიმუშავებს ნახველს. ინდუცირებულმა ნახველმა და ბრონქოსკოპულმა ლავაჟმა შეიძლება გაზარდოს დიაგნოსტიკური ღირებულება ამ სიტუაციაში. ხახის ნაცხი ასევე შეიძლება გაიგზავნოს PCR-ზე, მაგრამ მგრძნობელობა დაბალია.[41]​ სეროლოგია ამჟამად იშვიათად გამოიყენება კლინიკურ პრაქტიკაში; თუმცა, მისი გამოყენება ძირითადად არის- რეტროსპექტული დიაგნოზისთვის ეპიდემიოლოგიურ გამოკვლევებში.. ლეგიონელას ინფექციები, რომლის დროსაც დიაგნოზი დგინდება მხოლოდ სეროლოგიური მეთოდების გამოყენებით, აღარ აკმაყოფილებს ბრიტანეთში საზოგადოებრივი ჯანდაცვის მოქმედების ან ზედამხედველობის მიზნებისთვის შემთხვევის განმარტებებს.[39]

ლეგიონერების დაავადების ყველა დადასტურებული შემთხვევისთვის (დადებითი შარდის ანტიგენის ტესტი ან PCR), ქვედა სასუნთქი გზების ნიმუში დაუყოვნებლივ უნდა გაიგზავნოს კულტურაზე (თუ უკვე არ არის გაკეთებული).[39] ინფიცირებული შტამის იზოლირება საშუალებას იძლევა მოხდეს ეპიდემიოლოგიური ტიპაჟი, რაც უზრუნველყოფს ღირებულ მონაცემებს შემდგომი შემთხვევების კონტროლისა და პრევენციისთვის.[4]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას