კვლევები

1-ად შესაკვეთი გამოკვლევები

FBC

ტესტი
შედეგი
ტესტი

ტარდება ბაზისურად.

შედეგი

ლეიკოციტოზი

სრული მეტაბოლური პანელი

ტესტი
შედეგი
ტესტი

ტარდება ბაზისურად.

შედეგი

შესაძლოა იყოს ნორმალური; შესაძლოა გამოვლინდეს ჰიპონატრემია, მომატებული ასპარტატამინოტრანსფერაზა/ალანინამინოტრანსფერაზა

გულმკერდის რენტგენოგრაფია (რენტგენი)

ტესტი
შედეგი
ტესტი

ლობარული ინფილტრატის შესაფასებლად. თუ ინფილტრატი არ ჩანს, თუმცა კლინიკური ეჭვი მაღალია, საჭიროა ლაბორატორიული კვლევების ჩატარება.[Figure caption and citation for the preceding image starts]: გულმკერდის რენტგენოლოგიური კვლევით ვლინდება Legionella-ს ინფექციები: მარჯვენა ქვედა წილი ინფილტრირებულია, რაც შეესაბამება პნევმონიას (ისარი). ლეგიონელადა დასტურდება შარდში ანტიგენის ტესტით.From the personal collection of Dr Forest W. Arnold; used with permission [Citation ends].com.bmj.content.model.Caption@efa19e0[Figure caption and citation for the preceding image starts]: გულმკერდის რენტგენოგრაფიით (გვერდითი პროექცია) ვლინდება Legionella-ს ინფექცია: ქვედა წილის უკანა სეგმენტი შეესაბამება პნევმონიას; სამკუთხედის მიდამო ნორმის შესაბამისად სუფთაა (შავი). დადასტურდა შარდში ანტიგენის ტესტით.From the personal collection of Dr Forest W. Arnold; used with permission [Citation ends].com.bmj.content.model.Caption@c18c536[Figure caption and citation for the preceding image starts]: გულმკერდის პორტატული წინა/უკანა რენტგენოგრაფია, რომელიც აჩვენებს მარჯვენა ქვედა წილის ინფილტრატს, რაც შეესაბამება ლეგიონერის დაავადებას.დოქტორ ფორესტ ვ. არნოლდის (Dr Forest W. Arnold) პირადი კოლექციიდან; გამოიყენება ნებართვით. [Citation ends].com.bmj.content.model.Caption@4fb535f4

შედეგი

ლეგიონერების დაავადება: წილოვანი ინფილტრატი; პონტიაკის ცხელება: ნორმაშია

მუცლის კომპიუტერული ტომოგრაფია

ტესტი
შედეგი
ტესტი

წილოვანი ინფილტრატის შესაფასებლად. თუ ინფილტრატი არ ჩანს, თუმცა კლინიკური ეჭვი მაღალია, საჭიროა ლაბორატორიული კვლევების ჩატარება.

[Figure caption and citation for the preceding image starts]: მუცლის ღრუს ზედა ნაწილის კტ უმაღლესი ასპექტი კონტრასტით: ჩანს მარჯვენა ფილტვის ქვედა წილის მკვრივი ინფილტრაცია, რაც შეესაბამება ლეგიონერების დაავადებას, რომელიც იწვევს პნევმონიას მარცხნივ მცირე პლევრული გამონაჟონით.დოქტორ ფორესტ ვ. არნოლდის (Dr Forest W. Arnold) პირადი კოლექციიდან; გამოიყენება ნებართვით. [Citation ends].com.bmj.content.model.Caption@fb6a806

შედეგი

ლეგიონერების დაავადება: წილოვანი ინფილტრატი; პონტიაკის ცხელება: ნორმაშია

Legionella pneumophila სეროჯგუფი 1-ის ანტიგენის განსაზღვრა შარდში

ტესტი
შედეგი
ტესტი

უკეთესი ლაბორატორიული შედეგი აქვს კონცენტრირებული შარდის ნიმუშზე ჩატარებულ კვლევას.[43]

მგრძნობელობა 80%; სპეციფიკურობა <99%.[44]

მაღალი მგრძნობელობა Legionella pneumophila-ს სეროჯგუფის 1-ის გამოვლენისთვის, მაგრამ დაბალია ალტერნატიული სახეობებისა და სეროჯგუფების გამოვლენის უნარი.

დაჯამებული მგრძნობელობა 74%.[38]

ტესტი შეიძლება დარჩეს დადებითი კვირების ან თვეების განმავლობაში, ამიტომ არ შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც განკურნების ტესტი.

შედეგი

ლეგიონელას ანტიგენის დადებითი შედეგი

ნახველის შეღებვა გრამის წესით

ტესტი
შედეგი
ტესტი

გრამის წესით შეღებვა შეიძლება გამოვიყენოთ ნახველის ნიმუშის სკრინინგისთვის, მანამდე სანამ კულტურის პასუხი გვექნება.

შედეგი

გრამუარყოფითი კოკობაცილების ვიზუალიზაცია, რომელიც მიუთითებს ლეგიონელას სახეობებზე, ვლინდება ჩვეულებრივ ნეიტროფილების დიდი რაოდენობა, მაგრამ ძალიან მცირე რაოდენობისაა სხვა მიკროორგანიზმები, თუ ისინი საერთოდაც არის.

კულტივირება

ტესტი
შედეგი
ტესტი

ლეგიონელას სახეობების გამოსავლენად კულტივირებისთვის ნიმუშს იღებენ ქვედა სასუნთქი გზების სეკრეტებიდან, პლევრის სითხიდან ან ფილტვიდან, სისხლიდან ან ფილტვგარე ქსოვილიდან ან სითხეებიდან.

საჭიროა სპეციალური გარემო და ცოდნა.

მგრძნობელობა 20% - 95%; სპეციფიკურობა 100%.[42]

შედეგი

დადებითი ზრდა

გასათვალისწინებელი კვლევები

პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია Legionella pneumophila-ზე

ტესტი
შედეგი
ტესტი

PCR შეიძლება გამოყენებულ იქნას ლეგიონელას სახეობის ნუკლეინის მჟავის გამოსავლენად ქვედა სასუნთქი გზების ნიმუშებში (მაგ., ნახველი, ბრონქოალვეოლური ლავაჟი) ხახის ნაცხი ასევე შეიძლება გაიგზავნოს PCR-ზე, მაგრამ მგრძნობელობა დაბალია.[41] ​ PCR-ს აქვს უპირატესობა, რომ იძლევა შედეგებს სწრაფად, საათებში და შარდის ანტიგენის ტესტისგან განსხვავებით, შეუძლია ლეგიონელას ყველა სახეობისა და სეროჯგუფის აღმოჩენა. ეს ხდის მას განსაკუთრებით სასარგებლო ეპიდემიოლოგიური ტიპირებისთვისვის, ასევე დიაგნოსტიკისთვის იმ შემთხვევებში, როდესაც შარდის ანტიგენის ტესტი უარყოფითია, მაგრამ ლეგიონელას ინფექციის კლინიკური ეჭვი კვლავ მაღალია. ის ძალიან მგრძნობიარე და სპეციფიკურია. თუმცა, მისი გამოყენება შეიძლება შეზღუდული იყოს იმით, რომ ლეგიონერების დაავადებით დაავადებულთა მნიშვნელოვანი ნაწილი არ გამოიმუშავებს ნახველს. ინდუცირებულმა ნახველმა და ბრონქოსკოპულმა ლავაჟმა შეიძლება გაზარდოს დიაგნოსტიკური ღირებულება ამ სიტუაციაში.

მგრძნობელობა 20-75%; სპეციფიკურობა 90-95%.[45]

ამჟამად აშშ-ში არ არსებობს FDA-ს მიერ დამტკიცებული Legionella PCR ანალიზები.

შედეგი

დადებითი

Legionella pneumophila-ს სეროლოგია

ტესტი
შედეგი
ტესტი

არჩევითი ლაბორატორიული ტესტი გამოიყენება ეპიდემიოლოგიური კვლევებისათვის. იშვიათად გამოიყენება კლინიკურ პრაქტიკაში. ლეგიონელას ინფექციები, რომლის დროსაც დიაგნოზი დგინდება მხოლოდ სეროლოგიური მეთოდების გამოყენებით, აღარ აკმაყოფილებს ბრიტანეთში საზოგადოებრივი ჯანდაცვის მოქმედების ან ზედამხედველობის მიზნებისთვის შემთხვევის განმარტებებს.[39]

მგრძნობელობა 20% - 70%; სპეციფიკურობა 95% - 99%.[40][46]

ტესტს აქვს უფრო მაღალი დადებითი პროგნოზული მაჩვენებელი თუ დავაწყვილებთ მწვავე და კონვალესცენტურ ტიტრებს.[47]

შედეგი

მწვავედ IgG, IgM, ან IgA ტიტრები ≥256 (სავარაუდო დიაგნოზი) ან ≥1024 (მეტად სავარაუდო დიაგნოზი); IgG, IgM, ან IgA ტიტრებს შორის ოთხმაგი ზრდა მწვავე და კონვალესცენტური პერიოდის შედარებისას

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას