ანამნეზი და გასინჯვა

ძირითადი დიაგნოსტიკური ფაქტორები

ხშირი

შორსწასული ციროზი

ჰეპატო-რენული სინდრომი შეიძლება განუვითარდეს შორსწასული ციროზის მქონე ნებისმიერ პაციენტს ასციტის არსებობისას.

სიყვითლე

ღვიძლის უკმარისობის საერთო ნიშანი. თუ ძლიერი სიყვითლე არ არის, თირკმელების მწვავე დაზიანების სხვა მიზეზები უნდა ვეძებოთ.

ასციტი

ჰეპატო-რენული სინდრომი შეიძლება განუვითარდეს შორსწასული ციროზის მქონე ნებისმიერ პაციენტს ასციტის არსებობისას. თუმცა ჩვეულებრივ ასციტი თან ახლავს, ზოგჯერ შეიძლება არც იყოს.

სხვა დიაგნოსტიკური ფაქტორები

ხშირი

BP ზომიერი შემცირება

სისხლძარღვთა მთლიანი სისტემური წინააღმდეგობის შემცირების გამო.[10]

პერიფერული ედემა

შეიძლება თირკმლის და ღვიძლის უკმარისობის ნიშანი იყოს.

ჰეპატოსპლენომეგალია

ღვიძლის ქრონიკული დაავადების ნიშნები

ობობასებრი ანგიომა

ღვიძლის ქრონიკული დაავადების ნიშნები

იშვიათი

ოლიგურია

ოლიგურია განისაზღვრება, როგორც 400 მლ/დღეში ნაკლები შარდის გამოყოფა მოზრდილებში.

დაჟეჟილობა

ღვიძლის ქრონიკული დაავადების ნიშნები

პეტექიები

ღვიძლის ქრონიკული დაავადების ნიშნები

ხელისგულის ერითემა

ღვიძლის ქრონიკული დაავადების ნიშნები

ნაკაწრები

ღვიძლის ქრონიკული დაავადების ნიშნები

გინეკომასტია

შეიძლება იყოს მამაკაცებში.

ენცეფალოპათია

შეიძლება იყოს ენცეფალოპათია დაბნეულობით, ცნობიერების დონის დაქვეითებით და ასტერიქსით.

ქავილი

შეიძლება თირკმლის და ღვიძლის უკმარისობის ნიშანი იყოს.

დაბნეულობა

შეიძლება თირკმლის და ღვიძლის უკმარისობის ნიშანი იყოს.

ძილიანობა

შეიძლება თირკმლის და ღვიძლის უკმარისობის ნიშანი იყოს.

რისკფაქტორები

ძლიერი

შორსწასული ციროზი

ჰეპატო-რენული სინდრომი შეიძლება განუვითარდეს შორსწასული ციროზის მქონე ნებისმიერ პაციენტს ასციტის არსებობისას.

ასციტი

ჰეპატო-რენული სინდრომი შეიძლება განუვითარდეს შორსწასული ციროზის მქონე ნებისმიერ პაციენტს ასციტის არსებობისას.

ალკოჰოლური ჰეპატიტი

მიუხედავად იმისა, რომ ჰეპატო-რენული სინდრომი ძირითადად გვხვდება შორსწასული ციროზის დროს, ის შეიძლება აგრეთვე განვითარდეს ღვიძლის სხვა ქრონიკული დაავადებების დროსაც, რომლებიც დაკავშირებულია ღვიძლის მძიმე უკმარისობასთან და პორტულ ჰიპერტენზიასთან, როგორიცაა ალკოჰოლური ჰეპატიტი.

ღვიძლის მწვავე უკმარისობა

მიუხედავად იმისა, რომ ჰეპატო-რენული სინდრომი ძირითადად გვხვდება შორსწასული ციროზის დროს, ის შეიძლება აგრეთვე განვითარდეს ღვიძლის სხვა ქრონიკული დაავადებების დროსაც, რომლებიც დაკავშირებულია ღვიძლის მძიმე უკმარისობასთან და პორტულ ჰიპერტენზიასთან, როგორიცაა ღვიძლის მწვავე უკმარისობა.

ჰიპონატრემია

ნატრიუმი 133 მმოლ/ლ (133 მეკვ/ლ) ან ნაკლები არის ჰეპატო-რენული სინდრომის წარმოქმნის დამოუკიდებელი პროგნოზული მნიშვნელობა მულტივარიატულ ანალიზში.[7]

პლაზმის რენინის მაღალი აქტივობა(PRA)

PRA 3.5 ნანოგრამი/მლ მეტიარის ჰეპატო-რენული სინდრომის წარმოქმნის დამოუკიდებელი პროგნოზული მნიშვნელობა მულტივარიატულ ანალიზში.[7]

სპონტანური ბაქტერიული პერიტონიტი

ყველაზე გავრცელებული ტრიგერი ჰეპატო-რენული სინდრომის 1 ტიპის განვითარებისთვის.[3]

პაციენტთა დაახლოებით 10%-ში თირკმლის უკმარისობა შექცევადია ინფექციის ალაგების შემდეგ და არ აკმაყოფილებს ჰეპატორენული სინდრომის კრიტერიუმებს.[10]

სუსტი

დიდი მოცულობის პარაცენტეზი

გამომწვევი ფაქტორი, რომელსაც შეიძლება ადგილი ჰქონდეს ჰეპატო-რენულ სინდრომთან მჭიდრო კორელაციაში. 15%-მდე პაციენტს უვითარდება ჰეპატო-რენული სინდრომი >5 ლ სითხის დრენაჟის შემთხვევააში, პლაზმის შემცვლელის თანმდევი გამოყენების გარეშე.[13]

გასტროინტესტინური სისხლდენა

თირკმლის უკმარისობა აღინიშნება ციროზის და GI სისხლდენის მქონე პაციენტების 10%-ში, და ჰეპატო-რენული სინდრომის გამომწვევ ფაქტორად ითვლება. ამასთან, პაციენტთა მნიშვნელოვან ნაწილს აღენიშნება მწვავე ნილაკოვანი ნეკროზი, რომელიც გამოწვეულია ჰიპოვოლემიური შოკით.[3][13]

მარილის შეზღუდვა

საკვებში მარილის შეზღუდვა (<5 გ/დღე) ზრდის ჰეპატორენული სინდრომის განვითრების რისკს ციროზის მქონე პაციენტებში.[14] ერთ კვლევაში, ღვიძლის ციროზის გამო რეფრაქტერული ასციტის მქონე პაციენტების 37.5%-ს დაბალი ნატრიუმის ან ნატრიუმისგან თავისუფალი დიეტის შემდეგ განუვითარდა HRS.[15]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას