მიდგომა

HRS-ის დიაგნოზი ეფუძნება კლინიკურ კრიტერიუმებს.[2][3][4][5][6](იხილეთ კლასიფიკაციისა და დიაგნოსტიკური კრიტერიუმების სექციები.)

ჰეპატო-რენული სინდრომი შეიძლება განუვითარდეს შორსწასული ციროზის მქონე ნებისმიერ პაციენტს ასციტის არსებობისას. თუმცა ჩვეულებრივ ასციტი თან ახლავს, ზოგჯერ შეიძლება არც იყოს. პაციენტები იშვიათად შემოდიან ოლიგურიის ან ურემიის სიმპტომებით. 1 ტიპის ჰეპატო-რენული სინდრომის ყველაზე ხშირი მიზეზი ევროპაში ალკოჰოლური ჰეპატიტია.

ანამნეზი და კლინიკური გასინჯვა

უნდა გამოირიცხოს თირკმლის უკმარისობის სხვა მიზეზები.[3] პაციენტს უნდა ვკითხოთ, რა მედიკამენტებს იღებს ამჟამად და არის თუ არა მის დანიშნებულებაში რაიმე ცვლილება , როგორიცაა შარდმდენის დოზის გაზრდა ან არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენება. განმეორებითი ღებინების, დიარეის ან კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენის (მაგ., ჰემატემეზისი ან მელენა) ანამნეზი მიუთითებს მოცულობის შემცირებაზე. ცხელება, ხველა ნახველით, დიზურია და მუცლის ტკივილი შეიძლება მიუთითებდეს ინფექციის არსებობაზე. საკვებში მარილის შეზღუდვა (<5 გ/დღე) ზრდის ჰეპატორენული სინდრომის განვითრების რისკს ციროზის მქონე პაციენტებში.[14]

გასინჯვამ შეიძლება აჩვენოს ღვიძლის ქრონიკული დაავადების ნიშნები სიყვითლით, როგორიცაა ობობასებრი ანგიომა, სისხლჩაქცევები, პეტექიები, პალმარული ერითემა და ნაკაწრები. თუ ძლიერი სიყვითლე არ არის, თირკმელების მწვავე დაზიანების სხვა მიზეზები უნდა ვეძებოთ. შეიძლება იყოს ენცეფალოპათია დაბნეულობით, ცნობიერების დონის დაქვეითებით და ასტერიქსით. მამაკაცებში შეიძლება იყოს გინეკომასტია. პაციენტთა უმეტესობას არტერიული წნევის ზომიერი დაქვეითება აქვს. მუცლის გასინჯვით შეიძლება გამოვლინდეს ასციტი და პაციენტს შეიძლება ასევე ჰქონდეს ჰეპატოსპლენომეგალია. მუცლის მტკივნეულობა მიუთითებს ქვემწვავე ბაქტერიულ პერიტონიტზე.

ანალიზები

სისხლი უნდა გაიგზავნოს სისხლის საერთო ანალიზზე, ელექტროლიტების, თირკმლის ფუნქციის (კრეატინინი და შარდოვანა), ღვიძლის ფუნქციის და კოაგულოგრამის ანალიზზე.

შარდის ნატრიუმმა და ოსმოლარობამ შეიძლება ხელი შეუწყოს ჰეპატო-რენული სინდრომის დიაგნოსტიკას, მაგრამ არსებობს მნიშვნელოვანი გაფარვა ჰეპატო-რენული სინდრომის, თირკმლის პრერენულ უკმარისობას და მწვავე მილაკოვან ნეკროზს შორის.[6]

ალტერნატიული მიზეზები, როგორიცაა მიმნდინარე ბაქტერიული ინფექცია, უნდა გამოირიცხოს. სეფსისის გამორიცხვის მიზნით ხორციელდება სეპტიკური კვლევა, რომელიც შედგება სისხლის, შარდის და ასციტური სითხის კულტურისგან, შარდის საერთო ანალიზი და გულმკერდის რენტგენოგრაფია.

თირკმლის ექოსკოპია ასევე ტარდება თირკმლის უკმარისობის ობსტრუქციული მიზეზის გამორიცხვის მიზნით.

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას