კრიტერიუმები
2007 ასციტების საერთაშორისო კლუბი (ICA) ჰეპატორენალური სინდრომის დიაგნოსტიკის კრიტერიუმები (HRS)[3]
ციროზი ასციტებით
შრატის კრეატინინი >133 მიკრომოლი/ლ (>1.5 მგ/დლ)
შრატში კრეატინინის დონე არ უმჯობესედება (133 მიკრომოლ/ლ [1.5 მდ/დლ] ან ნაკლები) შარდმდენების გამოყენების შეწყვეტიდან და ალბუმინით მოცულობის გაზრდიდან სულ მცირე 2 დღის შემდეგ
შოკის არარსებობა
არ ჩატარებულა მიმდინარე ან ბოლოდროინდელი მკურნალობა ნეფროტოქსიკური პრეპარატებით
თირკმლის პარენქიმული დაავადების არარსებობა, რაზეც მიუთითებს პროტეინურია >500 მგ/დღეში, მიკროჰემატურია (>50 ერითროციტი მხედველობის ველში დიდი გადიდებით) და/ან თირკმლის პათოლოგიური ულტრასონოგრაფია.
2015 შესწორებული ICA კრიტერიუმები HRS- თირკმლის მწვავე დაზიანების დიაგნოზისთვის (HRS-AKI)[4]
ციროზი ასციტებით
AKI-ს დიაგნოზი ICA AKI კრიტერიუმების მიხედვით:
შრატში კრეატინინის მომატება ≥26.5 მიკრომოლ/ლ (≥0.3 მგ/დლ)-ით 48 საათში; ან
შრატის კრეატინინის მომატება ≥50%-ით, შედარებით ბაზისურ მაჩვენებელთან, სავარაუდოდ წინა 7 დღის განმავლობაში
არ არის რეაქცია ზედიზედ 2 დღის განმავლობაში დიურეტიკის შეწყვეტის და ალბუმინით პლაზმის მოცულობის გაზრდის შემდეგ
შოკის არარსებობა
არ ჩატარებულა მიმდინარე ან ბოლოდროინდელი მკურნალობა ნეფროტოქსიკური პრეპარატებით
თირკმლის პარენქიმული დაავადების არარსებობა, რაზეც მიუთითებს პროტეინურია >500 მგ/დღეში, მიკროჰემატურია (>50 ერითროციტი მხედველობის ველში დიდი გადიდებით) და/ან თირკმლის პათოლოგიური ულტრასონოგრაფია.
2010 წლის ღვიძლის კვლევის ევროპული ასოციაციის (EASL) სადიაგნოსტიკო კრიტერიუმები[12]
ესენია:
ციროზი ასციტებით
შრატის კრეატინინი >133 მიკრომოლი/ლ (>1.5 მგ/დლ)
შოკის არარსებობა
ჰიპოვოლემიის არარსებობა, რომელიც განისაზღვრება თირკმლის ფუნქციის სტაბილური გაუმჯობესების არარსებობით (კრეატინინი მცირდება <133 მიკრომოლი/ლ [<1.5 მგ/დლ]-მდე) დიურეტიკების მოხსნიდან (თუ დიურეტიკებზეა), და ალბუმინით მოცულობის გაზრდიდან 1 გ/კგ/დღეში მაქსიმუმ 100 გ-მდე დღეში არანაკლებ 2 დღის შემდეგ.
არ ჩატარებულა მიმდინარე ან ბოლოდროინდელი მკურნალობა ნეფროტოქსიკური პრეპარატებით
არ არსებობს თირკმლის პარენქიმული დაზიანების ნიშნები, რომელიც განისაზღვრება პროტეინურიით (<0.5 გ/დღეში), არ არის მიკროჰემატურია (>50 ერითროციტი მხედველობის ველში დიდი გადიდებით) და თირკმლის ნორმალური ულტრასონოგრაფია.
2021 ამერიკული ასოციაციის კრიტერიუმები ღვიძლის დაავადების შესწავლისთვის[2]
RS-AKI-ის დიაგნოზი*
ციროზი ასციტებით
AKI-ს დიაგნოზი ICA- თირკმლის მწვავე დაზიანების კრიტერიუმების მიხედვით (ანუ შრატის კრეატინინის მომატება ≥26.5 მიკრომოლ/ლ [≥0.3 მგ/დლ] 48 საათის განმავლობაში; ან პროცენტული ზრდა შრატში კრეატინინის ≥50% საწყისიდან, რაც ცნობილია, ან სავარაუდოა, რომ მოხდა წინა 7 დღის განმავლობაში)
არანაირი რეაქცია 2დღის შემდეგ დიურეზულების მოხსნის და პლაზმის მოცულობის გაფართოების ალბუმინის ინფუზიებით (1გ/კგ სხეულის მასაზე დღეში)
შოკის არარსებობა
არ არის ნეფროტოქსიკური საშუალებების ამჟამინდელი ან ბოლოდროინდელი გამოყენება (არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, ამინოგლიკოზიდები ან იოდიზებული საკონტრასტო საშუალებები)
არ არის თირკმელების სტრუქტურული დაზიანების ნიშნები, რაც ნაჩვენებია პროტეინურიით (>500მგ დღეში), მიკროჰემატურიით (>50 ერითროციტები მხედველობის ველში დიდი გადიდებით ) და/ან თირკმლის არანორმალური შედეგი ულტრაბგერით.
*ტიპი 1 HRS შეიცვალა HRS-AKI-ით.
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას