სკრინინგი

პარაცეტამოლის პირველად ტოქსიკურობასთან ასოცირებული სიმპტომების სიმწირის, ან მათი არა-სპეციფიკური ხასიათიდან გამომდინარე, პრობლემას წარმოადგენს პარაცეტამოლის გაუთვალისწინებელი ტოქსიკურობა მისი მწვავე ზედოზირების ან მრავალჯერადი სუპრათერაპიული მოხმარების დროს. მიუხედავად ამისა, პარაცეტამოლით გაუთვალისწინებელი ინტოქსიკაციის საერთო რისკი სუიციდის მიზნით მიღებისას დაბალია, ხოლო ზოგიერთი კვლევის მონაცემები საერთოდ კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს განზრახ თვითდაზიანების ანამნეზის მქონე ყველა პაციენტისთვის შრატში პარაცეტამოლის დონის რუტინული განსაზღვრის მიზანშეწონილობას, მაშინ, როდესაც სხვები იხრებიან რეკომენდაციისკენ, რომ აღნიშნული განკურნებადი სიცოცხლისათვის საშიში ზედოზირების ნებისმიერი რისკი ამართლებს პარაცეტამოლის სყოველთაო სკრინინგს ყველა სუიციდის მიზნით "ყლაპვის" შემთხვევაში.[36][37]

ყველა პაციენტი, რომელსაც შემოსვლისას აღენიშნება კომატოზური მდგომარეობა ან ცნობიერების დაქვეითება და სავარაუდოა ზედოზირება, ან ნებისმიერი სხვა სახის თვითდაზიანება, აუცილებლად ექვემდებარება შრატში პარაცეტამოლის შემცველობის დონის განსაზღვრას. ტკივილის გაყუჩების მიზნით მედიკამენტების ხშირი ან მრავალჯერადი მოხმარების ანამნეზის მქონე პაციენტებს ესაჭიროებათ შრატში ტრანსამინაზების (AST ან ALT) დონის განსაზღვრა.

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას