კრიტერიუმები
ტოქსიური დოზირება
ტოქსიურ დოზაში მოიაზრება >75 მგ/კგ-ზე 24-საათიანი პერიოდის განმავლობაში.
მწვავე ტოქსიკური ზედოზირება
მწვავე ტოქსიკური ზედოზირება განისაზღვრება, როგორც >75 მგ/კგ-ზე პარაცეტამოლის მიღება 1-საათიან პერიოდში.
შრატში პარაცეტამოლის შემცველობა
პარაცეტამოლით მწვავე ზედოზირების მართვის სპეციფიკური საკითხები დამოკიდებულია შრატში პარაცეტამოლის შემცველობის დონეზე, აგრეთვე ზედოზირებიდან მისი განსაზღვრამდე გასულ დროზე. პარაცეტამოლის პლაზმური დონის გეგმიური განსაზღვრა ინიშნება მისი მიღებიდან მინიმუმ 4 საათის შემდეგ, რომ მოხერხდეს ღვიძლის დაზიანების შესაძლებლობის რისკის სტრატიფიცირება და აცეტილცისტეინით მკურნალობის საჭიროების დადგენა.[23] 4-საათიან ვადამდე შემოსულ პაციენტებთან პარაცეტამოლის დონე განისაზღვრება მისი მიღებიდან 4 საათის ნიშნულზე. შრატისმიერი დონე დასატანია ნომოგრამაზე, ანტიდოტით (აცეტილცისტეინით) მკურნალობის საჭიროების განსაზღვრის მინით.
გაერთიანებულ სამეფოში, აღნიშნული დონეების დატანა ხდება დიაგრამაზე, რომელიც ასახავს პარაცეტამოლის პლაზმურ კონცენტრაციას ზედოზირების ვადასთან მიმართებაში, რაც წარმოდგენილია ერთიანი ხაზოვანი წირის სახით, რომელიც აერთებს 100 მგ/ლ-ის ნიშნულს ზედოზირებიდან 4 საათის თავზე 15 მგ/ლ-ის ნიშნულთან ზედოზირებიდან 15 საათის თავზე. აცეტილცისტეინით მკურნალობა შესაძლოა დავიწყოთ, თუ პარაცეტამოლის დონე ეცემა ან ამ ზღვარზე მაღლაა. Medicines and Healthcare Products Regulatory Agency: paracetamol treatment graph Opens in new window
აშშ-ში რუმაკ-მეთიუს (Rumack-Matthew) ნომოგრამა ფართოდ გამოიყენება. Rumack-Matthew nomogram Opens in new window ნომოგრამული მკურნალობის ხაზი აკავშირებს ნიშნულს 150 მიკროგრამი/მლ (993მიკრომოლ/ლ) მიღებიდან 4 საათში და 4.7 მიკროგრამ/მლ-ს მიღებიდან 24 საათში. ეს არის 25%-ით უფრო კონსერვატიული, ვიდრე ორიგინალი რუმაკ-მეთიუს ნომოგრამა. აცეტილცისტეინით მკურნალობა შესაძლოა დავიწყოთ, თუ პარაცეტამოლის დონე ეცემა ან ამ ზღვარზე მაღლაა.
ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში, აშშ-ს მსგავსად, გაიდლაინებში გათვალისწინებულია აცეტილცისტეინით მკურნალობის დაწყება.[34]
მრავალჯერადი სუპრათერაპიული მოხმარების, ან დარღვეული ჯერადობით ზედოზირების დროს პარაცეტამოლის შემცველობის დონე შესაძლოა აღმოჩნდეს დაბალი, ან სულაც არადეტექტირებადი, შესაბამისად, მისი გამოყენება ხდება არა პირველადი მკურნალობის განსაზღვრისთვის, არამედ მხოლოდ მონიტორინგის მიზნით. შრატში პარაცეტამოლის დონე არ გამოიყენება პარაცეტამოლის ინტრავენური ზედოზირების მართვის პროცესში. პარაცეტამოლის ინტრავენური ზედოზირების სამართავად რეკომენდებულია სამედიცინო ტოქსიკოლოგის კონსულტაციის ჩატარება.
ჰეპატოტოქსიურობა
პარაცეტამოლით ზედოზირების შედეგად განვითარებული ჰეპატოტოქსიკურობა განისაზღვრება შრატის AST-ს კონცენტრაციის მატებით 1000 საერთაშორისო ერთეულამდე/ლ-ზე ან მეტად.
ღვიძლის ენცეფალოპათია: West Haven-ის კლასიფიკაციის სისტემა[35]
1-ლი ხარისხი: გაცნობიერების უმნიშვნელო დეფიციტი; ეიფორია ან შფოთვა; ყურადღების კონცენტრაციის დაქვეითება, აღმასრულებელი ფუნქციის თანმხლები დარღვევა.
მე-2 ხარისხი: ლეთარგია ან აპათია; მინიმალური დეზორიენტაცია დროსა და გარემოში; არაადეკვატური ქცევა; უმნიშვნელო პიროვნული ცვლილებები; აღმასრულებელი ფუნქციის თავისთავადი დარღვევა.
მე-3 ხარისხი: სომნოლენცია ვერბალურ სტიმულებზე რეაგირების შენარჩუნებით; გამოკვეთილი კონფუზია; უხეში დეზორიენტაცია დროსა და გარემოში.
მე-4 ხარისხი: კომა.
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას