ანამნეზი და გასინჯვა
ძირითადი დიაგნოსტიკური ფაქტორები
ხშირი
ნაცადი თვითდაზიანება
შესაძლოა წარსულში აღინიშნებოდეს თვითდაზიანების მცდელობა ან ზედოზირება.[1][2][5][6][8][9]
ნათელი ცნობიერების მდგომარეობაში მყოფი პაციენტების დიდ ნაწილს აღენიშნება პარაცეტამოლის მოხმარების ანამნეზი. ძალიან მნიშვნელოვანია მიღებული მედიკამენტის რაოდენობის და ზედოზირების ზუსტი ვადის დადგენა, რადგან ეს გავლენას ახდენს შემდგომი მართვის საკითხებზე. თუ ანამნეზი ძლიერ დისკორდანტულია გაზომილ კონცენტრაციასთან, შესაძლოა გაჩნდეს პაციენტთან დაკავშირებული კლინიკური ეჭვი, თუ როდის და რამდენი პარაცეტამოლი მიიღო. დაყოვნებული აბსორბციაც უნდა გავითვალისწინოთ.
სხვა მედიკამენტების თანამოხმარება ხშირია და სპეციალურ მოკვლევას საჭიროებს.
არარეცეპტული ანალგეტიკების მრავალჯერადი გამოყენება ტკივილის გაყუჩების მიზნით
ნათელი ცნობიერების მდგომარეობაში მყოფი პაციენტების დიდ ნაწილს აღენიშნება პარაცეტამოლის მოხმარების ანამნეზი. ძალიან მნიშვნელოვანია მიღებული მედიკამენტის რაოდენობის და ზედოზირების ზუსტი ვადის დადგენა, რადგან ეს გავლენას ახდენს შემდგომი მართვის საკითხებზე.
სუპრათერაპიული დოზების მიღების გზით განვითარებული მოწამვლების ყველაზე გავრცელებული მიზეზია კბილის ტკივილი, ანუ დენტალური ტკივილი.[10]
სხვა მედიკამენტების თანამოხმარება ხშირია და სპეციალურ მოკვლევას საჭიროებს.
უსიმპტომო მიმდინარეობა
პირველი 24 საათის განმავლობაში შემოსული პაციენტების დიდი ნაწილი უსიმპტომოა.
გულისრევა, პირღებინება, ან მუცლის ტკივილი
სიმპტომების და ნიშნების არსებობა დამოკიდებულია მათი გამოვლენის ვადაზე პარაცეტამოლით ზედოზირების დროსთან მიმართებაში.[22][23][24][25][26][27] შესაძლოა ვლინდებოდეს დიფუზური, არა-სპეციფიური სიმპტომები.
ჰეპატოტოქსიურობის პიკზე, ზედოზირების მიღებიდან 2-3 დღის შემდეგ, აგრეთვე შესაძლებელია აღინიშნოს გულისრევა და პირღებინება.
იშვიათი
ტკივილი მარჯვენა ზედა კვოდრანტში
ტიპიურ შემთხვევებში ჰეპატოტოქსიურობის ნიშნები ვითარდება ზედოზირების მიღებიდან 2-3 დღის შემდეგ.
სიყვითლე
ტიპიურ შემთხვევებში ჰეპატოტოქსიურობის ნიშნები ვითარდება ზედოზირების მიღებიდან 2-3 დღის შემდეგ.
კონფუზია, ცნობიერების დონის დაქვეითება და/ან ასტერიქსისი
მიანიშნებს ღვიძლის ფულმინანტური უკმარისობის არსებობაზე.
შესაძლოა განვითარდეს ზედოზირების მიღებიდან 3-4 დღის შემდეგ.[22][23][24][25][26][27]
იშვიათ შემთხვევებში, პარაცეტამოლით მასიური ზედოზირება ჰეპატოტოქსიურობის განვითარებამდე შესაძლოა თავიდანვე გამოვლინდეს კომატოზური მდგომარეობით და მეტაბოლური აციდოზით.[25]
კომატოზური მდგომარეობის განვითარება აგრეთვე შესაძლოა აღინიშნოს, თუ პაციენტებს მიღებული აქვთ პარაცეტამოლის და ოპიოიდის კომბინირებული პრეპარატის ზედოზირება, ან პარალელურად მიიღეს ცნობიერების დამთრგუნველი სხვა მედიკამენტი (ალკოჰოლის ჩათვლით).
რისკფაქტორები
ძლიერი
თვითდაზიანება ანამნეზში
ანამნეზში ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტების ხშირი და მრავალჯერადი გამოყენება
პარაცეტამოლი როგორც თავისთავად, ისე სხვა მედიკამენტებთან კომბინაციაში ხელმისაწვდომია ბევრი არარეცეპტული პრეპარატის სახით. პარაცეტამოლის სხვადასხვა დოზის შემცველი განსვავებული სავაჭრო დასახელების მედიკამენტების მიღებას შესაძლოა მოჰყვეს განუზრახველი ზედოზირება. გადაუდებელი სამედიცინო დახმარების განყოფილების პაციენტებს შორის კლინიკურად მნიშვნელოვანი პროპორციით აღინიშნება არარეცეპტული ანალგეტიკების ჭარბი მოხმარება, სადაც წამყვან რისკ ფაქტორს წარმოადგენს კბილის ტკივილი.[8][9][10]
რეტროსპექტული კვლევების მონაცემებით, იმ პაციენტებს შორის, რომელთაც აქვთ ტკივილგამაყუჩებლების ხშირი ან მრავალჯერადი სუპრათერაპიული გამოყენების მახასიათებლები, აღინიშნება მძიმე ფორმის ჰეპატოტოქსიურობის არაპროპორციული ინციდენტობა და ლეტალური გამოსავალის სიჭარბე.[16][17][18]
გლუტათიონის დეფიციტი
პაციენტები, რომელთაც აქვთ გლუტათიონის შედარებით დაბალი დონე, პარაცეტამოლით ზედოზირების პირობებში, იმყოფებიან ღვიძლის დაზიანების მომატებული რისკის ქვეშ.[19] ამასთან, არ არსებობს სანდო მეთოდი პაციენტებში გლუტათიონის მარაგის შესაფასებლად.
გარკვეული ჯგუფები იმყოფება გლუტათიონის დეფიციტის მომატებული რისკის ქვეშ. ეს ჯგუფები მოიცავს მწვავე ან ქრონიკულ შიმშილობას: მაგალითად, ცხელებით მიმდინარე დაავადების დროს ბავშვები, რომელთაც არ მიუღიათ საკვები რამდენიმე დღის განმავლობაში. რისკის ქვეშ იმყოფებიან აგრეთვე პაციენტები მალნუტრიციით, კვებითი დეფიციტით, ან კვების დარღვევით(მაგ. ანორექსიის ან ბულიმიის შემთხვევებში).[19] გლუტათიონის დეფიციტი აგრეთვე შესაძლოა აღენიშნოს ქრონიკული დამაუძლურებელი ავადმყოფობების მქონე პაციენტებსაც (მაგ. ცისტური ფიბროზი, შიდსი, ალკოჰოლიზმი, ან C ჰეპატიტი).[19]
მედიკამენტები, რომლებიც იწვევს ღვიძლის ფერმენტების გააქტივებას (ციტოქრომ P450 გამააქტივებლები)
P450 2E1 გამააქტივებლებით ხანგრძლივი მკურნალობა (მაგ: ფენობარბიტალი, იზონიაზიდი) ან ალკოჰოლის ხანგრძლივად ბოროტად გამოყენებამ, პარაცეტამოლის ჭარბი დოზირებისას, შესაძლოა გამოიწვიოს ღვიძლის დაზიანების რისკის გაზრდა.[19]
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას