ეპიდემიოლოგია

პარაცეტამოლი წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე ხშირად გამოყენებად მედიკამენტს განზრახ ზედოზირების თვალსაზრისით.[1] გაერთიანებულ სამეფოში, პარაცეტამოლი წარმოადგენს მედიკამენტური ზედოზირების ყველაზე გავრცელებულ მიზეზს, მოწამვლით ჰოსპიტალიზაციის 48%-ს და დაკავშირებულია წლიურად 100-დან 200-მდე სასიკვდილო გამოსავალთან.[2] თუმცა, მოწამვლის ინციდენტობა შემცირებულია ყველა ტიპის თვითდაზიანების შემცირების პროპორციულად.[3][4]

აშშ-ში ყოველკვირეულად პარაცეტამოლს, ან პარაცეტამოლის შემცველ კომბიირებულ პროდუქტებს მოიხმარს 50 მილიონამდე ადამიანი.[5] ინტოქსიკაცია შესაძლოა გამოვლინდეს ტკივილის თვითმკურნალობისას ან განზრახ ჭარბი დოზის მიღების შემდეგ; პარაცეტამოლი ერთ-ერთი მედიკამენტია, რომელიც ყველაზე ხშირად გამოიყენება განზრახ ჭარბი დოზით, განსაკუთრებით ახალგაზრდების მიერ.[1][6]

2016 წელს, მოწამვლის კონტროლის ცენტრის ამერიკული ასოციაციის მონაცემთა სისტემის მიხედვით, დაფიქსირდა 49,417 ზემოქმედების შემთხვევა (სადაც ფაქტობრივი ან საეჭვოა კონტაქტი [მაგ., ჩაყლაპვა, ინჰალაცია, აბსორბცია]), რომლებიც მოიცავს პარაცეტამოლს ცალკე (680 სიცოცხლისათვის საშიში ან დამაინვალიდებელი; 82 ფატალური) და 21,676 - სხვა პრეპარატთან კომბინაციაშიი (446 სიცოცხლისათვის საშიში ან დამაინვალიდებელი; 42 ფატალური).[7]

გადაუდებელი სამედიცინო დახმარების განყოფილების პაციენტებს შორის კლინიკურად მნიშვნელოვანი პროპორციით აღინიშნება არარეცეპტული ანალგეტიკების ჭარბი მოხმარება, სადაც წამყვან რისკ ფაქტორს წარმოადგენს კბილის ტკივილი.[8][9][10] პარაცეტამოლის სხვადასხვა დოზის შემცველი განსვავებული სავაჭრო დასახელების მედიკამენტების მიღებას შესაძლოა მოჰყვეს განუზრახველი ზედოზირება.

აღინიშნება დაფიქსირებულ შემთხვევათა მზარდი რიცხვი, რაც უკავშირდება პარაცეტამოლით იატროგენულ ინტოქსიკაციას როგორც ზრდასრულთა, ისე ბავშვთა პოპულაციაში ინტრავენური პარაცეტამოლის მზარდი გამოყენების შედეგად.[11][12]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას