გართულებები
გულისრევის და პირღებინების მკურნალობა ითვალისწინებს პარენტერულ ანტიემეტიურ საშუალებებს (მაგ. ონდანსეტრონს) და აცეტილცისტეინის შეზავებას არომატიზირებულ სასმელებში (მაგ. ფორთოხლის წვენში).
პერორული აცეტილცისტეინის აუტანლობის შემთხვევაში შესაძლებელია მკურნალობა ინტრავენური აცეტილცისტეინით.[46]
ინტრავენური აცეტილცისტეინის გამოყენებას შედეგად მოსდევს K-ვიტამინზე დამოკიდებული შედედების ფაქტორების (II, VII, IX და X) შესამჩნევი დაქვეითება.[56][66][67] შედედების II, VII, IX და X ფაქტორები განიცდის შემცირებას ინტრავენური აცეტილცისტეინით თერაპიის დაწყებიდან 4 საათის განმავლობაში; II, IX და X ფაქტორების მაქსიმალური დათრგუნვა აღინიშნება 1 საათის თავზე, ხოლო VII ფაქტორის მაქსიმალური დათრგუნვა აღინიშნება 4 საათის თავზე. ინტრავენური აცეტილცისტეინის გავლენა შედედების ფაქტორებზე გრძელდება მისი ინფუზიის მანძილზე და მკურნალობის დასრულებისას საკმაოდ ხშირია INR-ის მაჩვენებლები 1.2-დან 1.3-მდე.[56]
შესაძლოა აღინიშნოს სახის ჰიპერემია, პირღებინება, გამონაყარი, ქავილი, ანგიოედემა, ბრონქოსპაზმი, ტაქიკარდია, ან ჰიპოტენზია. ეს განპირობებულია არაიმუნოლოგიური მექანიზმებით და არ არის ჭეშმარიტი ანაფილაქსია.[65]
ანაფილაქტოიდური რეაქცია აღინიშნა აცეტილცისტეინით მკურნალობის 6455 კურსიდან 522 შემთხვევაში (8.2%) რეტროსპექტულ სამედიცინო ჩანაწარებში იმ პაციენტთა შესახებ, რომელთაც დაიწყეს 21 საათიანი ინტრავენური აცეტილცისტეინის პროტოკოლი პარაცეტამოლით მოწამვლისათვის.[58] რეაქციების უმეტესობა კანზე იყო (n = 398; 75.4%).
ურტიკარია ექვემდებარება მკურნალობას დიფენჰიდრამინით.[55] ინტრავენური აცეტილცისტეინი უნდა შევწყვიტოთ ანგიოედემის და რესპირატორული სიმპტომების (მაგ: ბრონქოსპაზმი) არსებობის შემთხვევაში; მკურნალობა ხდება დიფენჰიდრამინით, კორტიკოსტეროიდებით და ბრონქოდილატორებით ბრონქოსპაზმისთვის. შესაძლოა აუცილებელი გახდეს ადრენალინი (ეპინეფრინი) ჰიპოტენზიისთვის.
სიმპტომური რეციდივის არარსებობის შემთხვევაში, აცეტილცისტეინის ინფუზიის ხელახლა დაწყება შესაძლებელია პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ანგიონევროზული და რესპირატორული სიმპტომები, ნელი ტემპით, დიფენჰიდრამინისა და სიმპტომური თერაპიის მიღებიდან 1 საათის შემდეგ.[55]
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას