მიდგომა

ჰიპერტენზიული კრიზის დიაგნოსტიკისთვის ძირითადია სწრაფი, მაგრამ საფუძვლიანი შეფასება. მთავარი ფოკუსი უნდა იყოს ნევროლოგიურ, გულ-სისხლძარღვთა და თირკმლის სისტემებზე. გადაუდებელი მკურნალობა არ უნდა დავიწყოთ, სანამ ვატარებთ სრულ დიაგნოსტიკურ შეფასებას.

ანამნეზი.

უნდა დადგინდეს ანამნეზში ჰიპერტენზიის არსებობა და ადრე ჩატარებული ნებისმიერი თერაპია (მკურნალობაზე დამყოლობის ჩათვლით).[15]​ ასევე უნდა დადგინდეს ადრინდელ ან არსებული ანამნეზში ნევროლოგიური, კარდიული და თირკმლის ფუნქციის დარღვევა.

კონკრეტული ორგანოს დაზიანება შეიძლება გამოვლინდეს შემდეგი კლინიკური სურათით:[15][21][37][51]

  • ნევროლოგიური დაზიანება: მაგალითად, მხედველობის დაბინდვა, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, გულყრები, თავდაპირველი ფსიქიკური სტატუსის შეცვლა, დისფაგია, მგრძნობელობის დაკარგვა, პარესთეზია ან მოძრაობის უნარის დაკარგვა.

  • გულის მხრივ დარღვევები; მაგალითად, ტკივილი გულმკერდის არეში, ქოშინი, დიაფორეზი, ორთოპნოე, ღამის პაროქსიზმული ქოშინი, გულის ფრიალი ან შეშუპება.

  • თირკმლის დაზიანება: მაგალითად, შარდის გამოყოფის შემცირება.

საჭიროების შემთხვევაში უნდა გამოვიკვლიოთ ქუჩის ნარკოტიკების, განსაკუთრებით - სიმპათომიმეტური საშუალებების (კოკაინის, ამფეტამინების, ფენილპროპანოლამინის, ფენციკლიდინის, ექსტაზის, LSD) გამოყენება.[15]

ორსულ პაციენტებში ასევე გათვალისწინებელია პრეეკლამფსიის ან ეკლამფსიის დიაგნოზი.[45][52]​ პრეეკლამფსიის ხშირი დამახასიათებელი ნიშნებია თავის ტკივილი, რომელსაც აღწერენ, როგორც ძლიერ, ბილატერალურ თავის ტკივილს შუბლის არეში და მხედველობის დაბინდვა, რომელიც შეიძლება პროგრესირდეს ბილატერალურ კორტიკალურ სიბრმავემდე.[52][53]​ თავის ტკივილი, ჩვეულებრივ, ვითარდება პრეეკლამფსიის დაწყებასთან ერთდოულად, ან არსებითად უარესდება ან უმჯობესდება პრეეკლამფსიის გაუარესების ან გაუმჯობესების პარალელურად.[52]​ პრეეკლამფსიისა და თავის ტკივილის დროს მნიშვნელოვანია ალტერნატიული მეორეული ეტიოლოგიის გათვალისწინება (მაგ., შექცევადი ცერებრული ვაზოკონსტრიქციის სინდრომი, უკანა შექცევადი ენცეფალოპათიის სინდრომი, ან ინფექცია), თუ თან ახლავს ცნობიერების დონის შეცვლა, ღებინება ან ცხელება.[52]

ფიზიკური გამოკვლევა

არტერიული წნევის (BP) მაჩვენებლების გასაზომად გამოყენებული უნდა იყოს სათანადო ზომის მანჟეტი. ის უნდა შემოეხვიოს მხრის, სულ მცირე, 80%-ს.[1][54] გაზომვის დროს მხარი უნდა დაფიქსირდეს გულის დონეზე. მეტისმეტად დიდი ზომის მანჟეტის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს არტერიული წნევის ნაკლები მაჩვენებლების მიღება; პირიქით, მეტისმეტად მცირე ზომის მანჟეტის გამოყენებით შეიძლება მივიღოთ არტერიული წნევის ზედმეტად მაღალი მაჩვენებლები. უნდა ჩაინიშნოთ უფრო დიდი ან პატარა მანჟეტის გამოყენება.[1]

არტერიული წნევისთვის მაჩვენებლები უნდა გაიზომოს ორივე მკლავზე.[51]​ დადასტურებისთვის საჭიროა წნევის განმეორებითი გაზომვა 5 წუთის შემდეგ. თუ ორივე მკლავზე გაზომილ მაჩვენებლებს შორის წნევის სხვაობა 20 მმ ვწყ. სვ.-ზე მეტია, მხედველობაშია მისაღები აორტის აშრევება.[55][56]​ არტერიული წნევის მომატებისას უნდა მოხდეს მეორე გაზომვა.[57]

ფუნდოსკოპიური გამოკვლევა უნდა ჩატარდეს ჭვრიტული ლამპის დახმარებით და გუგის გაფართოებით საჭიროებისას, არტერიოლების სპაზმის, ბადურის შეშუპების, ბადურის ჰემორაგიის, ბადურის ექსუდატის, მხედველობის ნერვის დისკოს შეშუპების, ბადურის ვენების სისხლსავსეობის არსებობის დასადგენად.[15][Figure caption and citation for the preceding image starts]: მარჯვენა თვალის ფსკერის სურათი, ჰიპერტენზიური რეტინოპათიისთვის დამახასიათებელი მრავლობითი ლაქოვან-წერტილოვანი სისხლჩაქცევებითCourtesy Angie Wen MD, Attending Faculty, New York Eye and Ear Infirmary, New York; used with permission [Citation ends].com.bmj.content.model.Caption@567e93eb[Figure caption and citation for the preceding image starts]: მარცხენა თვალის ფსკერის სურათი, ჰიპერტენზიური რეტინოპათიისთვის დამახასიათებელი მრავლობითი "ბამბის ქულის" მაგავსი ლაქებითCourtesy Angie Wen MD, Attending Faculty, New York Eye and Ear Infirmary, New York; used with permission [Citation ends].com.bmj.content.model.Caption@48830a15[Figure caption and citation for the preceding image starts]: მარჯვენა თვალის ფსკერის სურათი, მხედველობის ნერვზე ფოკუსირებული, რომელიც გვიჩვენებს მრავლობით "ბამბის ქულის" მსგავს ლაქებს და მაკულარულ ექსუდატებს, რადიალური ვარსკვლავის კონფიგურაციით ჩაღრმავების გარშემო.Courtesy Angie Wen MD, Attending Faculty, New York Eye and Ear Infirmary, New York; used with permission [Citation ends].com.bmj.content.model.Caption@41cc62b2

ასევე საჭიროა სწრაფი ნევროლოგიური გამოკვლევა ავადმყოფის საწოლთან, მათ შორის, კოგნიტიური ფუნქციის, კრანიული ნერვის ფუნქციის, დიზართრიის, მოტორული ძალის, უხეში სენსორული ფუნქციის, ზედა კიდურის პრონატორის პასიური გადანაცვლების და სიარულის შემოწმება.

უნდა შეფასდეს კარდიოპულმონური სტატუსი, კერძოდ, ახალი შუილების, ხახუნის ხმიანობის, გულის დამატებითი ტონების, გულის მწვერვალის საძგერის ლატერალურად გადაწევის, საუღლე ვენის დაჭიმვის, საძილე ან თირკმლის არტერიაზე ხმიანობის, ხიხინის და ქვედა კიდურებზე შეშუპების შემოწმებით.

უნდა ჩატარდეს მუცლის ღრუს გამოკვლევა. პალპაციით მტკივნეულობა მარჯვენა ზედა კვადრანტში ვლინდება მძიმე პრეეკლამფსიისა და HELLP სინდრომის (ჰემოლიზი, ღვიძლის ფერმენტების მომატება, თრომბოციტების დაქვეითებული რაოდენობის) დროს.[58][59]​​ ფეოქრომოციტომა შეიძლება დაკავშირებული იყოს მუცლის ღრუს წარმონაქმნებთან.

მძიმე ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ აბდომინური შუილი და/ან თირკმლის მდგომარეობის აუხსნელი გაუარესება ანგიოტენზინგარდამქმნელი ენზიმის (ACE) ინჰიბიტორით მკურნალობისას ეჭვი უნდა მივიტანოთ რენოვასკულურ ჰიპერტენზიაზე, თუმცა გასათვალისწინებელია მისი ცვალებადი კლინიკური გამოვლინება.

იმ ორსულებში, რომელებიც ადრე ნორმოტენზიულები იყვნენ და აღენიშნებოდათ პროტეინურია ან სისტემური დაზიანების ნიშნები (მაგალითად, თირკმლის უკმარისობა, ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, ნევროლოგიური, ჰემატოლოგიური გართულებები), ჰიპერტენზია დიაგნოსტიკურია პრეეკლამფსიისთვის.[45][58]

პრეეკლამფსია გასათვალისწინებელია თავის ტკივილის მქონე პაციენტებში, გესტაციის ასაკით სულ მცირე, 20 0/7 კვირით, ან პოსტნატალური პერიოდის 6 კვირის განმავლობაში, და რომელთა სისტოლური არტერიული წნევა ≥140 მმ ვწყ სვ., ან დიასტოლური ≥90 მმ ვწყ სვ.[52]

უნდა გაკეთდეს სულ მცირე, ორი გაზომვა, მინიმუმ 4 საათიანი ინტერვალით.[45]​ პრეეკლამფსიის დროს ნევროლოგიური კვლევის შედეგი ჩვეულებრივ, ნორმალურია.[52]

იხილეთ პრეეკლამფსია (დიაგნოსტიკური მიდგომა).

ლაბორატორიიული კვლევები

სისხლის და შარდის საბაზისო ნიმუშები უნდა შეგროვდეს მკურნალობის დანიშვნამდე. ლაბორატორიული შეფასება უნდა მოიცავდეს შემდეგს:[15][51]

  • სისხლის ბიოქიმიური პანელი, კრეატინინის და ელექტროლიტების ჩათვლით

  • სისხლის საერთო ანალიზი, პერიფერიული სისხლის ნაცხის ჩათვლით

  • შარდის ანალიზი მიკროსკოპიით.

ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება ასევე ნაჩვენები იყოს შემდეგი ჩამოთვლილი:

  • ღვიძლის ფუნქციური სინჯი, თუ საეჭვოა პრეეკლამფსია ან HELLP სინდრომი (ჰემოლიზი, ღვიძლის ფერმენტების მომატება, თრომბოციტების რაოდენობის დაქვეითება).[45][58]

  • კარდიული ფერმენტები და/ან თავის ტვინის ნატრიურეტული პეპტიდი, საეჭვო მწვავე კორონარული სინდრომის ან გულის მწვავე უკმარისობის დროს.[15]

  • კოაგულაციური პროფილი, თუ საეჭვოა დისემინირებული (გავრცობილი) ინტრავასკულარული კოაგულაცია.[15]

  • რეპროდუქციული ასაკის ქალებში (როცა არ არის ცნობილი ორსულობის სტატუსი) შარდის ან შრატის ტესტი ორსულობაზე[15]

  • თუ საეჭვოა ნარკოტიკების მოხმარება, უნდა ჩატარდეს შარდის სკრინინგი ნარკოტიკებზე.[60]

  • პლაზმის რენინის აქტივობა და ალდოსტერონის დონე, თუ საეჭვოა პირველადი ალდოსტერონიზმის არსებობა (მაგ., დიასტოლური ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებში პერსისტენტული ჰიპოკალიემიით და მეტაბოლური ალკალოზით).

  • ერთჯერადად აღებულ შარდის სინჯში ან პლაზმაში თავისუფალი მეტანეფრინის დონის განსაზღვრა, თუ საეჭვოა ფეოქრომოციტომა (მაგალითად, პაციენტებში ჰიპერტენზიით და გულის ფრიალით, თავის ტკივილით და/ან დიაფორეზით, თუმცა კლინიკური გამოვლინება ძალიან ვარიაბელურია).[15][60]​ თუმცა საჭიროა ამ ტესტების სიფრთხილით ინტერპრეტაცია შესაძლო ურთიერთგამომრიცხავი ისეთი ფაქტორების გათვალისწინებით, როგორიცაა, მედიკამენტები (მაგ., ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, კლოზაპინი, ფენოქსიბენზამინი, ბეტა ბლოკერები, სიმპათომიმეტური საშუალებები, ბუსპირონი) ან ძლიერი ფსიქოლოგიური სტრესი.

  • ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციური ტესტები ჰიპო- ან ჰიპერთირეოზის ნიშნების არსებობისას.

  • 24 საათში გამოყოფილ შარდში თავისუფალი კორტიზოლი, კუშინგის სინდრომზე ეჭვის შემთხვევაში.

  • რეზისტენტული ჰიპერტენზიის შემთხვევებში და ასევე პაციენტებისთვის, ძილის ობსტრუქციული აპნოეს ნიშნებით ან სიმპტომებით, გასათვალისწინებელია ძილის კვლევა.[31]

შემდგომი გამოკვლევები

გასათვალისწინებელია ელექტროკარდიოგრამა (ეკგ) და გულმკერდის რენტგენოგრაფია.[51]​ აორტის აშრევების შესაძლო შემთხვევაში რეკომენდებულია ურგენტულად ჩატარდეს გულმკერდის კომპიუტერული ტომოგრაფიული ანგიოგრაფია (CTA) კონტრასტით.[61][62]​​​ იმ პაციენტებისთვის, რომელთაც არ შეუძლიათ იოდის შემცველი კონტრასტის მიღება, უკონტრასტო კომპიუტერული ტომოგრაფია (CT) მისაღები ალტერნატივაა. ტრანსთორაკალური ექოკარდიოგრაფიის (TTE) გამოყენება შეილება ავარიის დროს და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების განყოფილებაში, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში (ICU) ან საოპერაციო ოთახში მწვავე პროქსიმული დისექციისთვის, თუ პაციენტი კლინიკურად არასტაბილურია და არსებობს რაიმე შეკითხვა დიაგნოზის შესახებ, ან თუ CTA არ არის ხელმისაწვდომი ან უკუნაჩვენებია.[61][62]​ იხილეთ აორტის დისსექცია.

თირკმლის არტერიის დაავადებაზე მაღალი ეჭვის მქონე კლინიკურ სიტუაციებში პირველი რიგის ვიზუალიზაციურ კვლევად ჩვეულებრივ, რეკომენდებულია ულტრაბგერითი გამოკვლევა დოპლერით. ამას შეიძლება მოჰყვეს მაგნიტურ-რეზონანსული ანგიოგრაფია და/ან კომპიუტერულ-ტომოგრაფიული ანგიოგრაფია.[63]​ ინვაზიური პროცედურების პოტენციური რისკების გამო, ანგიოგრაფია, სისხლძარღვებზე ჩარევამდე ძირითადად, შემოიფარგლება სტენოზის ვიზუალიზაციით და რაოდენობრივი განსაზღვრით.[63]

თუ საეჭვოა იშემიურ ინსულტი ან ინტრაკრანიული ჰემორაგია (მაგ., ცნობიერების დაქვეითების ან ფოკალური ნევროლოგიური დეფიციტის მქონე პაციენტებში), საჭიროა თავის ტვინის ურგენტული კომპიუტერული ტომოგრაფია კონტრასტის გარეშე და/ან მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფია, ადგილობრივი ხელმისაწვდომობის გათვალისწინებით.[15]​ თავის ტვინის ჰემორაგიის გამოსარიცხად და მკურნალობის დანიშვნისთვის პაციენტებს, როგორც წესი, უტარდებათ თავის ტვინის უკონტრასტო კომპიუტერული ტომოგრაფია.[64]​ მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფიაზე (MRI) დიფუზია შეწონილ გამოსახულებასა და სითხით შესუსტებული ინვერსიის აღდგენის ნიშნებს შორის შეუსაბამობა შეიძლება ინფორმატიული იყოს იმ ადამიანების შერჩევისთვის, ვისთვისაც შესაძლოა სასარგებლო იყოს ინტრავენური თრომბოლიზისი.[64]​თუმცა, MRI-ს შეიძლება დასჭირდეს 30 წუთზე მეტი დრო და ის არ არის უნივერსალურად ხელმისაწვდომი. იხილეთ იშემიური ინსულტი და ინსულტი სპონტანური ინტრაცერებრული ჰემორაგიის გამო.

ამერიკის მეან-გინეკოლგთა კოლეჯი რეკომენდაციას უწევს ორსულობის დროს თავის ტკივილის შეფასებას, რომელიც საჭიროებს თავის ტვინის ან სისხლძარღვების ვიზუალიზაციას მაგნიტურ-რეზონანსული ტექნიკით, რომელიც ზღუდავს გადოლინიუმის გამოყენებას.[52]


ვენიპუნქტურა და ფლებოტომია - ანიმაციური დემონსტრაცია
ვენიპუნქტურა და ფლებოტომია - ანიმაციური დემონსტრაცია

როგორ ავიღოთ ვენური სისხლის ნიმუში ანტეკუბიტალური ფოსოდან ვაკუუმის ნემსის გამოყენებით.



როგორ ჩავატაროთ ეკგ-ს ანიმაციური დემონსტრირება
როგორ ჩავატაროთ ეკგ-ს ანიმაციური დემონსტრირება

როგორ ჩაიწეროს ეკგ. აჩვენებს გულმკერდის და კიდურების ელექტროდების განლაგებას.


ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას