მონიტორინგი
პაციენტი შემდგომი მეთვალყურეობისთვის და არტერიული წნევის შესამოწმებლად უნდა დაბრუნდეს კონსულტაციაზე გაწერიდან 1 კვირის განმავლობაში. შემდგომი მეთვალყურეობის ვიზიტზე არტერიული წნევა სამედიცინო პროფესიონალმა უნდა შეამოწმოს ორივე მკლავზე, შესაბამისი ზომის მანჟეტის გამოყენებით. სამიზნე წნევის დონე უნდა იყოს 130/80 მმ ვწყ. სვ. ქვემოთ. რეგულარული და ხშირი შემდგომი მეთვალყურეობა (ყოველთვიურად) რეკომენდებულია სანამ არ იქნება მიღწეული არტერიული წნევის სამიზნე დინე და ჰიპერტენზიით გამოწვეული სამიზნე ორგანოების დაზიანების იდეალურად უკუგანვითარება.[51] პაციენტები უნდა გამოცხადდნენ შემდგომი მეთვალყურეობის ვიზიტებზე თვეში ერთხელ ან უფრო ხშირად, სანამ არ იქნება მიღწეული არტერიული წნევის სამიზნე დონე. აღნიშნულის მიღწევის შემდეგ უნდა ჩატარდეს მონიტორინგი 3-6 თვეში ერთხელ (ან უფრო ხშირად, თანმხლები დაავადებების მიხედვით). წელიწადში ორჯერ უნდა განისაზღვროს შრატში კალიუმისა და კრეატინინის დონე. პრეეკლამფსიის მქონე პაციენტებისთვის იხილეთ პრეეკლამფსია (მონიტორინგი).
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას