ეპიდემიოლოგია

ჰიპერტენზიის პრევალენტობა მსოფლიო მასშტაბით დაახლოებით 31%-ია, რაც 1.3 მილიარდ ადამიანს აღემატება.[2][3][4] მათგან ჰიპერტენზიულ კრიზს სიცოცხლის მანძილზე გადაიტანს 1% - 2%-მდე.[5][6]

მამაკაცებში უფრო მეტად სავარაუდოა ჰიპერტენზიული კრიზის არსებობა, ვიდრე ქალებში. ჰიპერტენზიული კრიზი უფრო ხშირად გვხვდება ხანდაზმულებსა და შავკანიანებში.[7][8][9][10]​​​​ მთელ მსოფლიოში 2%-დან 8%-მდე ორსულობა რთულდება პრეეკლამფსიით.[11]​ პრეეკლამფსია უფრო გავრცელებულია აფრო-ამერიკელ, ვიდრე თეთრკანიან ქალებში.[12][13][14]​​ პრევალენტობის განსხვავებული მაჩვენებელი შეიძლება ნაწილობრივ დაკავშირებული იყოს აფრო-ამერიკელ ქალებში პრეეკლამფსიის რისკფაქტორების არაპროპორციულ ზემოქმედებასთან.[13]​ აფრო-ამერიკელ ქალებს, თეთრკანიან ქალებთან შედარებით, ასევე აქვთ პრეეკლამფსიასთან დაკავშირებული ლეტალობის სამჯერ უფრო მაღალი მაჩვენებელი.[13]​ ადეკვატურ ანტენატალურ მოვლაზე ხელმისაწვდომობის მხრივ უთანასწორობას შეიძლება გარკვეული წვლილი ჰქონდეს აფრო-ამერიკელ ქალებში პრეეკლამფსიასთან დაკავშირებულ არასასურველ გამოსავლებში.[13]​ თუმცა გაერთიანებული სამეფოს მონაცემები ჰიპერტენზიის პრევალენტობისა და გართულებების მხრივ ეთნიკური განსხვავებების შესახებ არათანმიმდევრულია.[15][16][17]

არსებობს კავშირი დაზღვევის ან ოჯახის ექიმთან წვდომის და მკურნალობისადმი დამყოლობის პრობლემასა და ჰიპერტენზიული კრიზის განვითარების ალბათობის გაზრდას შორის.[18][19] მოსახლეობის გლობალურ დაბერებასთან ერთად მოსალოდნელია ჰიპერტენზიის პრევალენტობისა და შესაბამისად, ჰიპერტენზიული კრიზის საფრთხის გაზრდაც.[3]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას