ვირუსული გასტროენტერიტი
- მიმოხილვა
- თეორია
- დიაგნოზი
- მართვა
- მეთვალყურეობა
- წყაროები
მკურნალობის ალგორითმი
მიაქციეთ ყურადღება, რომ ფორმულა/შეყვანის გზა და დოზა შეიძლება განსხვავებული იყოს მედიკამენტების დასახელების და ბრენდის, ფორმულარის ან გეოგრაფიული ადგილმდებარეობის მიხედვით. მკურნალობის შესახებ რეკომენდაციები სპეციფიკურია პაციენტის ჯგუფების მიხედვით: იხილეთ გაფრთხილება
მსუბუქი-საშუალო ხარისხის სითხის მოცულობის შემცირება
პერორალური რეჰიდრატაციული თერაპია
პერორალური რეჰიდრატაციულ თერაპიას ორი ფაზა აქვს: 1) რეჰიდრატაციის ფაზა, არსებული დანაკლისის ჩასანაცვლებლად, და 2) შემანარჩუნებელი ფაზა, რომელიც მოიცავს მიმდინარე სითხისა და ელექტროლიტების შევსებას და ადექვატური კვების უზრუნველყოფას.
არ არსებობს სტანდარტული ფორმულა მოზრდილებისთვის, თუმცა დაახლოებით 1ლ/საათში სითხე საჭიროა მიმდინარე დანაკლისის მქონე შემთხვევათა უმრავლესობაში.
პაციენტებს უნდა ერჩიოთ სითხის დიდი რაოდენობით მიღება, ასევე მარილიანი სუპებისა და მარილიანი ორცხობილების მიღება.
რეკომენდებულია პერორალური რეჰიდრატაციული სითხეები ჩვილებში, ბავშვებსა და მოზრდილებში, რომლებსაც ნებისმიერი მიზეზით გამოწვეული დიარეა აქვთ. ის ასევე რეკომენდებულია ადამიანებისთვის, რომლებსაც მსუბუქი ან საშუალო სიმძმის დეჰიდრატაცია აქვთ ღებინების ან მძიმე ფაღარათის გამო.[21]Shane AL, Mody RK, Crump JA, et al. 2017 Infectious Diseases Society of America clinical practice guidelines for the diagnosis and management of infectious diarrhea. Clin Infect Dis. 2017 Nov 29;65(12):e45-80. https://www.ncbi.nlm.nih.gov/pmc/articles/PMC5850553 http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/29053792?tool=bestpractice.com
კოხრეინის ერთმა მიმოხილვამ დაადგინა, რომ პოლიმერზე დაფუძნებული პერორალური რეჰიდრატაციული ხსნარი (ORS) უფრო ეფექტური იყო მწვავე წყლოვანი დიარეის სამკურნალოდ, გლუკოზაზე დაფუძნებულ ORS- თან შედარებით.[29]Gregorio GV, Gonzales ML, Dans LF, Martinez EG. Polymer-based oral rehydration solution for treating acute watery diarrhoea. Cochrane Database Syst Rev. 2016 Dec 13;(12):CD006519. http://onlinelibrary.wiley.com/doi/10.1002/14651858.CD006519.pub3/abstract http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/27959472?tool=bestpractice.com
გამოყენებული სითხის მიუხედავად, აუცილებელია ასაკისათვის შესაფერისი კვება. მარტივი ნახშირწყლებით მდიდარი პროდუქტები, როგორიცაა წვენები და სხვა დაშაქრული სითხეები, არ უნდა იქნას მიღებული, რადგან ოსმოსური დატვირთვა აუარესებს დიარეას; ასევე არ არის რეკომენდებული გაზიანი სასმელების მიღება.[28]Farthing M, Salam MA, Lindberg G, et al. Acute diarrhea in adults and children: a global perspective. J Clin Gastroenterol. 2013 Jan;47(1):12-20. http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/23222211?tool=bestpractice.com [27]King CK, Glass R, Bresee JS, et al. Managing acute gastroenteritis among children: oral rehydration, maintenance, and nutritional therapy. MMWR Recomm Rep. 2003 Nov 21;52(RR-16):1-16. https://www.cdc.gov/mmwr/preview/mmwrhtml/rr5216a1.htm http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/14627948?tool=bestpractice.com
დიარეის საწინააღმდეგო აგენტი
დამატებითი მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია <strong>ზოგიერთი</strong> პაციენტისთვის შერჩეული ჯგუფიდან
დიარეის საწინააღმდეგო აგენტის გამოყენება შესაძლებელია თხიერი დიარეის სიმპტომური გაუმჯობესების მიზნით, თუმცა ეს თერაპია ხშირად საჭირო არ არის.
პირველადი პარამეტრები
ლოპერამიდი: თავდაპირველად 4 მგ პერორალურად, შემდეგ 3 მგ თითოეული თხელი განავლის შემდეგ, მაქსიმუმ 16 მგ/დღეში
მეორეული ვარიანტები
დიფენოქსილატი/ატროპინი: 5 მგ პერორალურად, დღეში ოთხჯერ, საჭიროებისამებრ, მაქსიმუმ 20 მგ/დღეში
მეტი დიფენოქსილატი/ატროპინიდოზა შეესაბამება ატროპინის კომპონენტს.
ან
ბისმუტის სუბსალიცილატი: იხ. მწარმოებლის ინსტრუქციები დოზირების შესახებ
ინტრავენური ჰიდრატაცია ან ნაზოგასტრიული ჰიდრატაცია
სითხის მიახლოებითი დანაკარგი (დამოკიდებულია სხეულის წონის კლებაზე) უნდა ჩანაცვლდეს <3 საათში, რასაც მოჰყვება სითხის შემანარჩუნებელი ჩანაცვლება მიმდინარე კარგვის საკომპენსაციოდ.
სითხის მოცულობის შემცირების შეფასება უნდა განმეორდეს პერიოდულად და დეჰიდრატაციის ნიშნების შესაბამისად შეიცვალოს სითხის თერაპია.
თუ ინტრავენური ჰიდრატაცია არ არის ხელმისაწვდომი ან დაგვიანდა (მაგ. ვენის აღების პრობლემები) და პაციენტი ვერ იღებს პერორალურ სითხეებს, საჭიროა წვრილი ნაზოგასტრალური ზონდის გატარება.[21]Shane AL, Mody RK, Crump JA, et al. 2017 Infectious Diseases Society of America clinical practice guidelines for the diagnosis and management of infectious diarrhea. Clin Infect Dis. 2017 Nov 29;65(12):e45-80. https://www.ncbi.nlm.nih.gov/pmc/articles/PMC5850553 http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/29053792?tool=bestpractice.com
ანტი-ემეტური საშუალება
დამატებითი მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია <strong>ზოგიერთი</strong> პაციენტისთვის შერჩეული ჯგუფიდან
ღებინების საწინააღმდეგო პრეპარატები რეკომენდებულია მხოლოდ იმ პაციენტებისთვის, რომლებსაც აღენიშნებათ შეუჩერებელი ღებინება.
მეტოკლოპრამიდი სასურველია, მივიღოთ 5 დღემდე მხოლოდ იმისთვის, რომ შევამციროთ ნევროლოგიური გართულებებისა და სხვა გვერდითი მოვლენების რისკი.[30]European Medicines Agency. European Medicines Agency recommends changes to the use of metoclopramide. July 2013 [internet publication]. http://www.ema.europa.eu/docs/en_GB/document_library/Press_release/2013/07/WC500146614.pdf
პირველადი პარამეტრები
მეტოკლოპრამიდი: 10 მგ ინტრავენურად ყოველ 8 საათში საჭიროებისამებრ მაქსიმუმ 5 დღის განმავლობაში, მაქსიმუმია 30 მგ/დღეში
ან
ონდანსეტრონი: 8 მგ ინტრავენურად ყოველ 8 საათში საჭიროებისამებრ
სითხის მოცულობის ძლიერი შემცირება
ინტრავენური ჰიდრატაცია ან ნაზოგასტრიული ჰიდრატაცია
პაციენტებს, რომლებსაც აღენიშნებათ სითხის ძლიერი დანაკლისი, განსაკუთრებით თუ ვლინდება ფსიქიკური სტატუსის ცვლილება, რეჰიდრატაციის მიზნით უნდა მიეცეთ რინგერის ლაქტატი.[21]Shane AL, Mody RK, Crump JA, et al. 2017 Infectious Diseases Society of America clinical practice guidelines for the diagnosis and management of infectious diarrhea. Clin Infect Dis. 2017 Nov 29;65(12):e45-80. https://www.ncbi.nlm.nih.gov/pmc/articles/PMC5850553 http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/29053792?tool=bestpractice.com
თუ რინგერის ლაქტატი ხელმისაწვდომი არ არის, შესაძლებელია ფიზიოლოგიური ხსნარის გამოყენება დამატებითი კალიუმისა და ნატრიუმის ბიკარბონატით, საჭიროებისამებრ.
დამატებითი კალიუმის რაოდენობა დამოკიდებულია შრატში კალიუმის დონეზე, თუმცა რუტინული შემთხვევებისთვის ნორმალურ ფიზიოლოგიურ ხსნარს ემატება 10-20 მილიმოლი/ლ (10-20 მ.ექვ.) კალიუმი. თუ აღინიშნება მძიმე ჰიპოკალემია, შესაძლებელია კალიუმის გადასხმა (20 მილიმოლი/ლ; 20 მ.ექვ/100 მლ სტერილური წყალი 2 საათის განმავლობაში, ინტრავენური დამატებითი ინფუზიით), რათა კალიუმი სწრაფად შესწორდეს.
თუ პაციენტი გონზეა, შესაძლებელია პერორალური ჩანაცვლებითი ხსნარის მიცემა.
სითხის მიახლოებითი დანაკარგი (დამოკიდებულია სხეულის წონის კლებაზე) უნდა ჩანაცვლდეს <3 საათში, რასაც მოჰყვება სითხის შემანარჩუნებელი ჩანაცვლება მიმდინარე კარგვის საკომპენსაციოდ. სითხის მოცულობის შემცირების შეფასება უნდა განმეორდეს პერიოდულად და დეჰიდრატაციის ნიშნების შესაბამისად შეიცვალოს სითხის თერაპია.
თუ ინტრავენური ჰიდრატაცია არ არის ხელმისაწვდომი ან დაგვიანდა (მაგ. ვენის აღების პრობლემები) და პაციენტი ვერ იღებს პერორალურ სითხეებს, საჭიროა წვრილი ნაზოგასტრალური ზონდის გატარება.[21]Shane AL, Mody RK, Crump JA, et al. 2017 Infectious Diseases Society of America clinical practice guidelines for the diagnosis and management of infectious diarrhea. Clin Infect Dis. 2017 Nov 29;65(12):e45-80. https://www.ncbi.nlm.nih.gov/pmc/articles/PMC5850553 http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/29053792?tool=bestpractice.com
ანტი-ემეტური საშუალება
დამატებითი მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია <strong>ზოგიერთი</strong> პაციენტისთვის შერჩეული ჯგუფიდან
ღებინების საწინააღმდეგო პრეპარატები რეკომენდებულია მხოლოდ იმ პაციენტებისთვის, რომლებსაც აღენიშნებათ შეუჩერებელი ღებინება.
მეტოკლოპრამიდი სასურველია, მივიღოთ 5 დღემდე მხოლოდ იმისთვის, რომ შევამციროთ ნევროლოგიური გართულებებისა და სხვა გვერდითი მოვლენების რისკი.[30]European Medicines Agency. European Medicines Agency recommends changes to the use of metoclopramide. July 2013 [internet publication]. http://www.ema.europa.eu/docs/en_GB/document_library/Press_release/2013/07/WC500146614.pdf
პირველადი პარამეტრები
მეტოკლოპრამიდი: 10 მგ ინტრავენურად ყოველ 8 საათში საჭიროებისამებრ მაქსიმუმ 5 დღის განმავლობაში, მაქსიმუმია 30 მგ/დღეში
ან
ონდანსეტრონი: 8 მგ ინტრავენურად ყოველ 8 საათში საჭიროებისამებრ
აირჩიეთ პაციენტების ჯგუფი ჩვენი რეკომენდაციების სანახავად
მიაქციეთ ყურადღება, რომ ფორმულაცია/შეყვანის გზა და დოზირება შეიძლება განსხვავებული იყოს მედიკამენტების დასახელების და ბრენდების, წამლების ფორმულარის ან გეოგრაფიული ადგილმდებარეობის მიხედვით. მკურნალობის შესახებ რეკომენდაციები სპეციფიკურია პაციენტის ჯგუფების მიხედვით. იხილეთ გაფრთხილება
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას