შემთხვევის ანამნეზი

შემთხვევის ანამნეზი #1

35 წლის კაცი გამოცხადდა გადაუდებელი სამედიცინო დახმარების განყოფილებაში გულისრევის, ღებინებისა და თხიერი დიარეის 1-დღიანი ანამნეზით. პაციენტი და მისი მეუღლე ახლახანს დაბრუნდნენ კარიბის ზღვის კრუიზიდან, მეუღლეს ასევე აღენიშნება მსუბუქი დიარეა. პაციენტი უარყოფს სისხლს ან ლორწოს განავალში. მას აქვს ჟრჟოლა, მაგრამ ცხელება არ აღინიშნება. გასინჯვისას, პაციენტს ცხელება ან სიყვითლე არ აღენიშნება, თუმცა ლორწოვანი გარსები მშრალია. მისი გულისცემის სიხშირე წუთში 95 დარტყმაა და არტერიული წნევა 110/70 მმ ვწყ.სვ. მუცელი რბილია, მტკივნეულობა არ აღინიშნება, ნაწლავთა ხმიანობა ჰიპერაქტიურია.

შემთხვევის ანამნეზი #2

70 წლის ქალბატონი მოიყვანეს პანსიონატიდან გადაუდებელი სამედიცინო დახმარების განყოფილებაში გულისრევის, შადრევნისებრი ღებინებისა და უსისხლო დიარეის 1-დღიანი ანამნეზით. მას ასევე აწუხებს სხეულის გენერალიზებული ტკივილი, ჟრჟოლა და დაღლილობა. წარსულის სამედიცინო ანამნეზი მოიცავს ჰიპერტენზიასა და კორონარული არტერიების დაავადებას. არტერიული წნევა (BP) გასინჯვისას არის 100/60 მმ.ვწყ.სვ., ხოლო გულისცემის სიხშირე - 110 დარტყმა წუთში. მუცელი არ არის გადაბერილი და მტკივნეულობა არ აღინიშნება. პანსიონატში მისი თანამცხოვრები ასევე უჩიოდა დიარეას 2 დღის განმავლობაში.

სხვა გამოვლინებები

დიარეის გამომწვევი ავადმყოფობის კვებითი ან წყლით გავრცელებული ეპიდაფეთქება შეიძლება განვითარდეს სამუშაო ადგილზე, საბავშვო ბაღში, საცხოვრებელ დასახლებებში, სკოლებში, კრუიზზე და რესტორნებში საკვებისა და წყლის დაბინძურების გამო. პაციენტები შეიძლება გამოცხადდნენ ლაქტოზის ან სხვა საკვები ნივთიერების აუტანლობით, მსუბუქი დიარეით მიმდინარე ავადმყოფობის შემდგომ. პაციენტებს შეიძლება აღენიშნოთ მაღალი ცხელება და მუცლის ტკივილი, რა შემთხვევაშიც აუცილებელია მწვავე მუცლის გამორიცხვა. ადამიანიდან ადამიანზე გადაცემა შეიძლება გახდეს გასტროენტერიტის მიზეზი თავდაპირველი პაციენტის ოჯახის წევრებში. ზოგიერთ პაციენტს შეიძლება აღენიშნოს სითხის მოცულობის ძლიერი შემცირება, ელექტროლიტური დისბალანსი, მეტაბოლური აციდოზი და თირკმლის მწვავე უკმარისობა.

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას