განხილვები პაციენტთან
მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც უნდა გავუზიაროთ პაციენტებს[14]
ხელის ხშირად დაბანა მნიშვნელოვანია გავრცელების შესამცირებლად.
რეკომენდებულია სწრაფი დეზინფექცია საყოფაცხოვრებო ქლორის მათეთრებლებზე დაფუძნებული საწმენდი საშუალებებით და დაბინძურებული ტანსაცმლისა და თეთრეულის გარეცხვა.
მოერიდეთ საკვებს ან წყალს, რომელიც შესაძლოა დაბინძურებული იყოს.
კვება და სითხეები[27]
პაცინეტებს უნდა ვურჩიოთ მოერიდონ დიდი რაოდენობით შაქრის შემცველ სასმელებს, როგორიცაა მსუბუქი სასმელები, ხილის წვენი და დიდი რაოდენობით შაქრის შემცველი სითხეები.
პაციენტები უნდა იყვნენ გაფრთხილებული შესაძლო გართულებების შესახებ, როგორიცაა ლაქტოზის ან ცილის აუტანლობა მწვავე გასტროენტერიტის ეპიზოდის შემდეგ.
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას