პირველადი პრევენცია
ლიცენზირებული ვაქცინებია: როტატექი და როტარიქსი. მათი უსაფრთხოება და ეფექტურობა დადასტურებულია ფართომასშტაბიანი კვლევებით.[17][18][19]
როტატექი 3-დოზიანი ცოცხალი ადამიანის-ძროხის პრენტავალენტური რეასორტირებული ვაქცინაა. როტარიქსი 2-დოზიანი შესუსტებული (შტამი G1P) მონოვალენტური ვაქცინაა. ორივე ვაქცინა არის ძლიერიმუნოგენური, ისინი უზრუნველყოფენ ჯვარედის დაცვას ხშირი სეროტიპების წინააღმდეგ და ამცირებენ მძიმე გასტროენტერიტის სიხშირეს.[12]
არცერთი ვაქცინა არ უკავშირდება ნაწლავების გადახლართვის მომატებულ რისკს.[19] 2007 წელს აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების (CDC) და აშშ-ს სურსათისა და წამლის ადმინისტრაციამ ერთობლივად გამოაქვეყნა პოსტ-მარკეტინგული მონიტორინგი, რომლის თანახმად RotaTeq® ვაქცინის ადმინისტრირების შემდეგ ნაწლავების გადახლართვა აღინიშნა 35 პაციენტში; ამასთან, მოხსენებაში ნათქვამია, რომ არსებული მონაცემები არ მიუთითებს იმაზე, რომ RotaTeq® ასოცირდება ნაწლავების გადახლართვასთან.[20] არცერთი ვაქცინა არ არის რეკომენდებული ახალშობილებში, რომელთაც ინვაგინაციის ანამნეზი აქვთ.
აშშ დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრები რეკომენდაციას გასცემენ ყველა ახალშობილის ვაქცინაციის შესახებ, მძიმე როტავირუსული გასტროენტერიტის პრევენციის მიზნით.[12] ვაქცინაცია არ არის რეკომენდებული მოზრდილებში.
მეორეული პრევენცია
მეორეული პრევენციის რეკომენდაციებია:
ეპიდაფეთქებების შესახებ ინფორმაცია სწრაფად უნდა მიეწოდოს ჯანდაცვის შესაბამის ორგანოს.[14]
როტავირუსის ვაქცინის რუტინული გამოყენება რეკომენდებულია ახალშობილებში, რომლებიც ექვემდებარებიან ვაქცინაციას.[12]
ხელების ხშირი დაბანა ადამიანიდან-ადამიანზე გავრცელების ასაცილებლად. ალკოჰოლზე დაფუძნებული დეზინფექტანტების გამოყენება დაკავშირებულია დიარეის გამო სამუშაოს გაცდენების სიხშირის შემცირებასთან.[47]
რეკომენდებულია დაბინძურებული ზედაპირების სწრაფი დეზინფექცია საყოფაცხოვრებო ქლორის მათეთრებლებზე დაფუძნებული საწმენდი საშუალებებით, დაბინძურებული ტანსაცმლის გარეცხვა. დეზინფექციის ალტერნატიული საშუალებაა 0.1%-იანი ჰიპოქლორიტის ხსნარი.[48]
შესაძლოა გამართლებული იყოს სავარაუდო ნოროვირუსის მქონე პაციენტების იზოლაცია ან კოჰორტაცია.[49][14]
სახის ნიღბის ტარება რეკომენდებულია, თუ შესაძლებელია შესხურებითი ზემოქმედება, მაგალითად შეუკავებლობის მქონე პაციენტებთან კონტაქტისას.[49][14]
პაციენტის გაწერა კრიტიკული თერაპიის დაწესებულებიდან პანსიონატში დაშვებულია სიმპტომების შეწყვეტიდან 5 დღის შემდეგ. თუ პაციენტი ბრუნდება სახლში, საკმარისია 2-დღიანი ქლირენსის პერიოდი.[49]
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას