მიდგომა
ვირუსული გასტროენტერიტის მკურნალობის მთავარი მიზნებია სითხიის მოცულობის შემცირების პრევენცია, კვების შენარჩუნება, გავრცელების თავიდან არიდება. ფარმაკოლოგიური მკურნალობა იშვიათადაა საჭირო.[26]
რეჰიდრატაცია
მნიშვნელოვანია ჰიდრატაციის სტატუსის შეფასება, რადგან იგი განსაზღვრავს დაუყოვნებლივ მართვას.[21]
სითხის მოცულობის შემცირების ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ მოიაზრებიან ძლიერი დიარეისა და ხშირი ღებინების მქონე პაციენტები, თანმხლები დაავადებების მქონე ან მცირეწლოვანი/ხანშიშესული პაციენტები.[21]
მკურნალობა ძირითადად ემყარება სითხისა და ელექტროლიტების ჩანაცვლებას, სითხის დანაკლისის მიხედვით.[21] პერორალური ან ენტერალური რეჰიდრატაციის თერაპია რეკომენდებულია სითხის მოცულობის შემცირების პრევენციისა და ადრეული მკურნალობისათვის, ასევე მიმდინარე დანაკარგის შესავსებად.
პერორალური რეჰიდრატაციული ხსნარი
პერორალური რეჰიდრატაციის საშუალებები უპირატესია სხვა ჩვეულებრივ სითხეებთან შედარებით. დიდი რაოდენობით ნახშირწყლების შემცველმა სითხეებმა და დაბალი ნატრიუმის შემცველმა სითხეებმა შესაძლოა გააუარესოს ფაღარათი. [27][28]
რეკომენდებულია პერორალური რეჰიდრატაციული სითხეები ჩვილებში, ბავშვებსა და მოზრდილებში, რომლებსაც ნებისმიერი მიზეზით გამოწვეული დიარეა აქვთ. ის ასევე რეკომენდებულია ადამიანებისთვის, რომლებსაც მსუბუქი ან საშუალო სიმძმის დეჰიდრატაცია აქვთ ღებინების ან მძიმე ფაღარათის გამო.[21] პერორალური რეჰიდრატაცია უკუნაჩვენებია ბავშვებში, რომლებიც არიან თერმოდინამიკურ შოკში, რადგან დამცველობითი რეფლექსები შესაძლოა დარღვეული იყოს. მსგავსად, მუცლის ილეუსის მქონე პაციენტები პერორალურად არ უნდა იღებდნენ სითხეებს. კოხრეინის ერთმა მიმოხილვამ დაადგინა, რომ პოლიმერზე დაფუძნებული პერორალური რეჰიდრატაციული ხსნარი (ORS) უფრო ეფექტური იყო მწვავე წყლოვანი დიარეის სამკურნალოდ, გლუკოზაზე დაფუძნებულ ORS- თან შედარებით.[29]
მოცულობის შემცირება და ჰიპოკალემია
შოკის, სითხის დიდი დანაკლისის, ცნობიერების დონის შემცირების დროს აუცილებელია ჰოსპიტალიზაცია და სითხის ინტრავენური ჩანაცვლება.[21] კალიუმის დამატება დამოკიდებულია შრატში კალიუმის დონეზე.
თუ ვლინდება ძლიერი ჰიპოკალემია, შესაძლებელია ინტრავენური კალიუმის გადასხმა, მისი სწრაფი შესწორების მიზნით. თუ ინტრავენური ჰიდრატაცია არ არის ხელმისაწვდომი ან დაგვიანდა (მაგ. ვენის აღების პრობლემები) და პაციენტი ვერ იღებს პერორალურ სითხეებს, საჭიროა წვრილი ნაზოგასტრალური ზონდის გატარება.[21] რეჰიდრატაცია ძირითადად მიღწეულია 4-6 საათში, ნებისმიერი გზის გამოყენებით. ასაკისათვის შესაბამისი კვება უნდა შენარჩუნდეს ამტანობის მიხედვით ყველა პაციენტში.
სხვა აგენტები
მკურნალობის ძირითადი მეთოდი რეჰიდრატაციაა. ანტიბიოტიკების რუტინული გამოყენება არ არის რეკომენდებული და შეიძლება საზიანოც იყოს. დიარეის საწინააღმდეგო საშუალებები შეიძლება გამოვიყენოთ თხიერი დიარეის სიმპტომური გაუმჯობესების მიზნით, თუმცა ძირითადად არ არის საჭირო. მსგავსად, ღებინების საწინაარმდეგო საშუალებების გამოყენება არ არის რეკომენდებული გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც პაციენტს შეუჩერებელი ღებინება აქვს.
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას