კვლევები

1-ად შესაკვეთი გამოკვლევები

კლინიკური დიაგნოზი

ტესტი
შედეგი
ტესტი
შედეგი

თვითგამოსწორებადი თხიერი დიარეა, ღებინება, ან ორივე აღნიშნული სიმპტომი, ცხელების, შეუძლოდ ყოფნის, ანორექსიის თანხლებით ან მათ გარეშე

გასათვალისწინებელი კვლევები

ძირითადი მეტაბოლური პროფილი

ტესტი
შედეგი
ტესტი

სრულდება, თუ აღინიშნება სითხის საშუალო ან მძიმე ხარისხის მოცულობითი შემცირება. ნატრიუმისა და კალიუმის დონეები შეიძლება მომატებული იყოს. ნატრიუმის დონე შეიძლება იყოს ძალიან დაბალი, ძალიან მძიმე ხარისხის სითხის ნაკლებობის ფონზე თავისუფალი (უელექტროლიტო) წყლით დანაკლისის შევსების შემდეგ.

შედეგი

შეიძლება აღინიშნოს მომატებული ნატრიუმი ან კალიუმი; დაბალი ნატრიუმი; მეტაბოლური აციდოზი

თირკმლის ფუნქცია

ტესტი
შედეგი
ტესტი

სრულდება, თუ აღინიშნება სითხის საშუალო ან მძიმე ხარისხის მოცულობითი შემცირება.

შედეგი

შარდოვანა, კრეატინინი ან მათი თანაფარდობა შეიძლება მომატებული იყოს.

განავლის სწრაფი ანტიგენის ანალიზი

ტესტი
შედეგი
ტესტი

ნიმუშები განავალში ვირუსების ლატექს-აგლუტინაციის ან ფერმენტული იმუნოკვლევის მეთოდებით გამოსავლენად იგზავრება სწრაფი დიაგნოსტიკის მიზნით ეპიდაფეთქებების შემთხვევებში.[21] კლინიცისტებმა შესაძლოა საჭიროდ ჩათვალონ ამ ანალიზის გაკეთება საშუალო ან მძიმე ხარისხის ავადმყოფობის დროს.[22]​ მას აქვს >95% სენსიტიურობა და სპეციფიკურობა.

შედეგი

შეიძლება იყოს დადებითი როტავირუსზე ან კალიცივირუსზე

განავლის რევერს ტრანსკრიპაზას პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია (RT-PCR) ან მულტიპლექს PCR

ტესტი
შედეგი
ტესტი

ძირითადად ეპიდემიოლოგიურად გამოიყენება, თუმცა შესაძლებელია ინდივიდუალურ შემთხვევებში გამოყენებაც.

კუჭ-ნაწლავის პანელზე დაფუძნებულ მულტიპლექს PCR- ს შეუძლია ხელი შეუწყოს ვირუსული პათოგენების სწრაფ და სენსიტიურ დიაგნოსტირებას, მაგრამ მისი გავლენა კლინიკურ შედეგებზე და რესურსების გამოყენებაზე ჯერ კიდევ არ არის დადგენილი.[23][24]

შედეგი

შესაძლებელია როტავირუსის, ნოროვირუსის, ასტროვირუსის ან ადენოვირუსის გამოვლენა.

განავლის ვირუსული კულტურა

ტესტი
შედეგი
ტესტი

არ არის რუტინული ტესტი, თუმცა შეიძლება საჭირო იყოს იშვიათ შემთხვევებში. წარმოადგენს ყველაზე სპეციფიკურ კვლევას ვირუსული პათოგენების იდენტიფიცირებისათვის.

შედეგი

შესაძლებელია სპეციფიკური ვირუსის იდენტიფიცირება.

განავლის ელექტრონული მიკროსკოპია

ტესტი
შედეგი
ტესტი

არ არის რუტინული კვლევა, თუმცა შეიძლება ჩატარდეს იმ შემთხვევებში, როდესაც დიაგნოსტიკა რთულია.

შედეგი

შესაძლებელია სპეციფიკური ვირუსის იდენტიფიცირება.

განავალი მოწმდება კულტურაზე, კვერცხებსა და პარაზიტებზე

ტესტი
შედეგი
ტესტი

კვლევა შეიძლება ჩატარდეს, თუ ვლინდება ატიპური სიმპტომები და ეჭვია ბაქტერიულ ან პარაზიტულ ეტიოლოგიაზე (მაგ. სისხლიანი დიარეა, ძლიერი ცხელება ან ტენეზმები).

მსგავს შემთხვევებში, თავდაპირველი კვლევა შეიძლება იყოს განავალში კვერცხების, პარაზიტებისა და ლეიკოციტების (WBC) გამოვლენა მიკროსკოპულად.

შედეგი

შესაძლებელია ენტეროპათოგენური ბაქტერიების გამოვლენა ან პარაზიტული ინფექციის დადასტურება

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას