ეპიდემიოლოგია
დიარეის გამომწვევი დაავადება რჩება სიკვდილობის წამყვან მიზეზად მთელი მსოფლიოს მასშტაბით. სიკვდილობის შემთხვევათა უმეტესობა გვხვდება მცირეწლოვან ბავშვებში, განვითარებად ქვეყნებში. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) კამპანიამ მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მწვავე დიარეის პერორალური რეჰიდრატაციით მკურნალობის შესახებ, შეამცირა სიკვდილობის მაჩვენებელი 5 წლამდე ასაკის ბავშვებში, 2008 წელს 5 მილიონი სიკვდილიდან 800 000-ზე ნაკლებ შემთხვევამდე 2011 წელს.[2] ამ ინფექციების უმეტესობა ვირუსული წარმოშობისაა.
ინდუსტრიალიზებულ ქვეყნებში, ვირუსული გასტროენტერიტი ერთ-ერთი ყველაზე ხშირი ავადმყოფობაა და ავადობის ძირითად მიზეზს წარმოადგენს. დადგენილია, რომ თითქმის ყველა ამერიკელს ექნება ვირუსული გასტროენტერიტის 1 შემთხვევა მაინც 1 წლის განმავლობაში; ამ შემთხვევებიდან, 450 000 მოზრდილი და 160 000 ბავშვი ჰოსპიტალიზირდება და დაფიქსირდება 4 000-ზე მეტი სიკვდილის შემთხვევა.[3]
ვირუსული გასტროენტერიტი შეიძლება გამოვლინდეს სპორადულად ან ეპიდაფეთქების სახით. ნოროვირუსები წარმოადგენენ არაბაქტერიული გასტროენტერიტის ეპიდაფეთქებების ყველაზე ხშირ გამომწვევ მიზეზს აშშ-ში.[4][5] ერთ კვლევაში, ნოროვირუსი პასუხისმგებელი იყო დიარეის სპორადული შემთხვევების 12%-ზე ყველა ასაკობრივ ჯგუფში.[6] შეერთებულ შტატებში ნოროვირუსი ყოველწლიურად იწვევს მწვავე გასტროენტერიტის დაახლოებით 19-21 მილიონ შემთხვევას, რაც განაპირობებს 109,000 ჰოსპიტალიზაციას და დაახლოებით 900 სიკვდილს, ძირითადად 65 წლის და უფროსი ასაკის მოზარდებში.[7] ნოროვირუსული ინფექცია ვლინდება მთელი წლის მანძილზე, მაგრამ ყველაზე ხშირია ზამთარში.
როტავირუსები დიარეის წამყვან მიზეზს წარმოადგენენ მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ისინი ადვილად ვრცელდებიან მჭიდროდ დასახლებულ ადგილებში, ჰიგიენის ცუდ პირობებში; ბავშვებზე ზემოქმედება შესაძლებელია განვითარებად ქვეყნებში და საბავშვო ბაღებში, რომლებშიც ბევრი ბავშვია.[8] დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის აშშ ცენტრები (CDC) რეკომენდაციას უწევენ ახალშობილების რუტინულ იმუნიზაციას აშშ-ში, როტავირუსის საწინააღმდეგო მაღალეფექტური ვაქცინების გამოყენებით. როტავირუსის ვაქცინაციამ გამოიწვია აშშ-ში დაავადების გავრცელების მნიშვნელოვანი და მდგრადი შემცირება; როტავირუსის მიმართ დადებითი ტესტების საშუალო წლიური პროცენტი წინა ვაქცინურ პერიოდში 25.6%-დან შემცირდა, ვაქცინაციის შემდგომ პერიოდში 6.1% -მდე.[9]
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას