გართულებები
სითხის მოცულობის შემცირება, ელექტროლიტების კარგვა და არასაკმარისი სითხისა და ელექტროლიტების მიღება შეიძლება გახდეს ელექტროლიტური დისბალანსის მიზეზი. ყველაზე ხშირად ვლინდება ჰიპერნატრემია, ჰიპონატრემია და ჰიპოკალემია.
შესაბამისი სითხეების შერჩევა რეჰიდრატაციისთვის და ელექტროლიტების მონიტორინგი მძიმე შემთხვევებში საშუალებას მოგვცემს თავიდან ავირიდოთ ეს გართულდება. ხიდის ცენტრალური მიელინოლიზი ან ცერებრული შეშუპება შეიძლება განვითარდეს თუ ნატრიუმის კორექცია არ არის სწორად მართული. როდესაც სითხის მოცულობის შემცირება მიმდინარეობს ჰიპერნატრემიის ფონზე, პერორალური რეჰიდრატაცია შეიძლება უფრო უსაფრთხო იყოს, ვიდრე ინტრავენური თერაპია, რადგან პერორალური რეჰიდრატაციის შემთხვევაში ნაკლებსავარაუდოა ინტრაცელულარული (უჯრედშიდა) წყლის სწრაფი მომატება, რაც დაკავშირებულია გულყრებთან და ქალაშიდა წნევის მომატებასთან.
სითხის ძლიერმა დანაკლისმა შეიძლება გამოიწვიოს ჰიპოტენზია და მწვავე ტუბულარული ნეკროზი, პრე-რენული აზოტემიის გამო.
რეჰიდრატაციასთან ერთად, ზოგიერთ პაციენტს სჭირდება დიალიზი თირკმლის ფუნქციის გაუმჯობესებამდე.
ლაქტოზას აუტანლობა შესაძლოა გამოვლინდეს მწვავე ვირუსული გასტროენტერიტის შემდეგ, ნაწლავური შემხები ზედაპირის ფერმენტების კარგვის გამო. ეს შეიძლება გაგრძელდეს რამდენიმე კვირის განმავლობაში ან იყოს მუდმივი ზოგიერთ შემთხვევაში.
ჰიპერმგრძნობელობის რეაქციის გამო, შესაძლოა განვითარდეს ძროხის რძის ან სოიოს ცილის აუტანლობა.
ლაქტოზის აუტანლობის მკურნალობა გულისხმობს ლაქტოზისაგან თავისუფალ დიეტას, ან ლაქტაზის კომერციული პრეპარატის მიღებას პერორალურად. შესაძლებელია ლაქტოზის თანდათანობით ხელახლა მიღება რამდენიმე კვირის შემდეგ.
სხვა საკვების აუტანლობის შემთხვევაში, კონკრეტული საკვები არ უნდა იქნას მიღებული. უმეტეს შემთხვევებში, შესაძლებელია საკვების ხელახალი მიღება სრული გამოჯანმრთელების შემდეგ.
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას