მკურნალობის ალგორითმი

მიაქციეთ ყურადღება, რომ ფორმულა/შეყვანის გზა და დოზა შეიძლება განსხვავებული იყოს მედიკამენტების დასახელების და ბრენდის, ფორმულარის ან გეოგრაფიული ადგილმდებარეობის მიხედვით. მკურნალობის შესახებ რეკომენდაციები სპეციფიკურია პაციენტის ჯგუფების მიხედვით: იხილეთ გაფრთხილება

მწვავე

სიმპტომური პაციენტები

Back
1-ლი რიგის –

იზოლაცია და ინფექციის კონტროლი

თითოეული სამხრეთ ამერიკული ჰემორაგიული ცხელება (SAHF) საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესაბამისი უწყებისთვის შეტყობინებადი დაავადებაა.

სიმპტომური პაციენტები, რომლებიც იმყოფებიან სამხრეთ ამერიკული ჰემორაგიული ცხელების (SAHF) რისკის ქვეშ, უნდა მოთავსდნენ სათანადო იზოლაციის (მათ შორის ცალკე აბაზანის) და კარგი დამხმარე თერაპიის შესაძლებლობების მქონე სამედიცინო დაწესებულებაში, შესაძლებლობის ფარგლებში.

მედიცინის ყველა მუშაკმა, რომელიც პაციენტს უვლის, უნდა გამოიყენოს სრული პირადი დაცვის საშუალებები (PPE) და გაიაროს ტრენინგი მათი მოხმარების შესახებ. პირადი დაცვის საშუალებები (PPE) გამოიყენება პაციენტთან ან მის კუთვნილ საგნებთან ნებისმიერი კონტაქტის დროს. ყველა საგანი (მაგ. ტანსაცმელი, საწოლის თეთრეული) და ნარჩენები უნდა ჩაითვალოს დაბინძურებულად და სათანადოდ უნდა იქნას დამუშავებული. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO), აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრებმა (CDC) და გაერთიანებული სამეფოს ჯანდაცვის დეპარტამენტმა (DoH) გამოსცეს სახელმძღვანელო პირადი დაცვის საშუალებების (PPE) შესახებ.

WHO: steps to put on personal protective equipment Opens in new window

WHO: steps to remove personal protective equipment Opens in new window

CDC: guidance on personal protective equipment (PPE) to be used by healthcare workers during management of patients with confirmed Ebola or persons under investigation (PUIs) for Ebola Opens in new window

UK Department of Health: management of Hazard Group 4 viral haemorrhagic fevers and similar human infectious diseases of high consequence Opens in new window

არ არსებობს რაიმე კონკრეტული სახელმძღვანელო სამხრეთ ამერიკული ჰემორაგიული ცხელებასთან (SAHF) დაკავშირებით, თუმცა შესაძლებელია გამოყენებულ იქნას მეთოდური რეკომენდაციები ფილოვირუსული ჰემორაგიული ცხელებების კონტექსტში პირადი დაცვის საშუალებების (PPE) შესახებ.[20][21][22]

აღებულ უნდა იქნას სინჯები ლაბორატორიული კვლევებისთვის და გაიგზავნოს ბიოუსაფრთხოების მე-4 დონის (BSL-4) პათოგენის დამუშავებისთვის საჭირო სათანადო საშუალებებით აღჭურვილ ლაბორატორიაში, მაღალი რისკის შემცველი სინჯების შესახებ ადგილობრივი და ნაციონალური პოლიტიკების შესაბამისად და სინჯების გასაგები ეტიკეტირებით, ლაბორატორიის თანამშრომლების დასაცავად. ისეთი ადგილობრივი ანალიზებისთვის გასაგზავნი სინჯები, როგორიც არის სისხლის საერთო ანალიზი და ბიოქიმიური ანალიზი, ასევე გარკვევით უნდა იქნას ეტიკეტირებული. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) გამოსცა სახელმძღვანელო მაღალინფექციური პათოგენების შემცველი სისხლის ნიმუშების დამუშავების შესახებ: WHO: how to safely collect blood samples from persons suspected to be infected with highly infectious blood-borne pathogens (e.g., Ebola) Opens in new window

ინვაზიური კვლევების და ვენის განმეორებითი პუნქციის შემცირება შესაძლოა უზრუნველყოფილ იქნას დაავადების ადრეულ ეტაპზე ცენტრალური ვენის ხაზის ჩადგმის გზით.

სამხრეთ ამერიკული ჰემორაგიული ცხელების (SAHF) ნოზოკომიური გადაცემა ძირითადად დაფიქსირებულია ბოლივიური ჰემორაგიული ცხელების დროს[1] და ზოგჯერ არგენტინული ჰემორაგიული ცხელების შემთხვევაში.[4] ლაბორატორიული გადაცემა აღწერილია ბრაზილიური ჰემორაგიული ცხელების დროს.[7] მიუხედავად იმისა, რომ ნოზოკომიური გადაცემა უფრო იშვიათად გვხვდება, ვიდრე ფილოვირუსული ჰემორაგიული ცხელებებისას (მაგ.: ებოლა და მარბურგის დაავადება), არსებობს ინფიცირების მცირე რისკი პათოგენით, რომელიც იწვევს დაავადების მძიმე ფორმას და სიკვდილობის მაღალ მაჩვენებლებს. სწორედ ამიტომ რეკომენდებულია პირადი დაცვის საშუალებების (PPE) სრული ნაკრების გამოყენება.[4]

Back
პლიუს –

პერორალური ან ინტრავენური სითხეები

მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია ყველა პაციენტისთვის შერჩეულ ჯგუფში

სამხრეთ ამერიკული ჰემორაგიული ცხელების მქონე ყველა სიმპტომური პაციენტის მოვლის მთავარი საყრდენია დამხმარე (დეჰიდრატაციისთვის ან შოკისთვის) და სიმპტომური მართვა.

მიუხედავად იმისა, რომ სამხრეთ ამერიკული ჰემორაგიული ცხელების (SAHF) დროს დიარეა და ღებინება არ არის ისეთი ძლიერი, როგორიც ფილოვირუსული დაავადების შემთხვევაში, პაციენტებში მაინც შეიძლება განვითარდეს დეჰიდრატაცია ან კლინიკური შოკი.

სითხის და ელექტროლიტების ჩანაცვლება არსებითია მართვისთვის და ის უნდა განხორციელდეს ყურადღებით. საჭიროა ელექტროლიტებისა და სითხის შესვლის და გამოსვლის მჭიდრო მონიტორინგი.

ორალური რეჰიდრატაციის საშუალებები შესაძლოა ადეკვატური იყოს ამ მიზნით პაციენტებში, რომლებსაც აქვთ დეჰიდრატაციის მსუბუქი ნიშნები და შეუძლიათ მიიღონ სათანადო მოცულობის პერორალური სითხეები.

იმ პირებისთვის, ვისაც მწვავე დეჰიდრატაცია აქვთ ან ვერ იღებენ პერორალურ სითხეებს, ინტრავენურად უნდა გაკეთდეს 0.9%-იანი მარილის ან ჰარტმანის ხსნარი/ლაქტატის რინგერი, რეკომენდაციის მიხედვით. მძიმე ფორმის და პერსისტენტული დარღვევის კონტექსტში განხილულ უნდა იქნას ელექტროლიტების ჩანაცვლება.

არ არსებობს რაიმე სპეციფიკური სახელმძღვანელო ბავშვების ან ორსულების მართვასთან დაკავშირებით; თუმცა, სათანადოდ უნდა იქნას განხილული სითხის მოცულობების და სითხეების ტიპების ცვლილებები ამ პოპულაციებისთვის.

Back
პლიუს –

ტკივილგამაყუჩებლები/სიცხის დამწევები

მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია ყველა პაციენტისთვის შერჩეულ ჯგუფში

ამ დროისათვის არ არსებობს რაიმე სპეციფიკური გაიდლაინები სამხრეთ ამერიკული ჰემორაგიული ცხელებების (SAHF) მართვასთან დაკავშირებით; შესაბამისად, სიმპტომების მართვა უნდა განხორციელდეს ადგილობრივი გაიდლაინების შესაბამისად.

ტკივილგამაყუჩებელი/სიცხის დამწევი (მაგ.: პარაცეტამოლი) შესაძლოა მიეცეს ცხელების ან ტკივილის მოსახსნელად.

ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატები უკუნაჩვენებია სისხლდენის მატებისა და ნეფროტოქსიკურობისკენ მიდრეკილების გამო, განსაკუთრებით დეჰიდრატაციის დროს.

არ არსებობს რაიმე სპეციფიკური სახელმძღვანელო ბავშვების ან ორსულების მართვასთან დაკავშირებით; თუმცა, სათანადოდ უნდა იქნას განხილული მკურნალობის კორექტირება ამ პოპულაციებისთვის.

პირველადი პარამეტრები

პარაცეტამოლი: ბავშვები: 10-15 მგ/კგ პერორალურად, ყოველ 4-6 საათში ერთხელ საჭიროებისამებრ, 75 მგ/კგ/დღეში; მოზრდილები: 500-1000 მგ პერორალურად ყოველ 4-6 საათში ერთხელ საჭიროებისამებრ, მაქსიმუმ 4000 მგ/დღეში

Back
პლიუს –

ანტი-ემეტური საშუალება

მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია ყველა პაციენტისთვის შერჩეულ ჯგუფში

ამ დროისათვის არ არსებობს რაიმე სპეციფიკური გაიდლაინები სამხრეთ ამერიკული ჰემორაგიული ცხელებების (SAHF) მართვასთან დაკავშირებით; შესაბამისად, სიმპტომების მართვა უნდა განხორციელდეს ადგილობრივი გაიდლაინების შესაბამისად.

ღებინების საწინააღმდეგო პრეპარატები შესაძლოა განხილულ იქნას გულისრევის და ღებინების დროს, ადგილობრივი პროტოკოლების და ხელმისაწვდომობის გათვალისწინებით.

არ არსებობს რაიმე სპეციფიკური სახელმძღვანელო ბავშვების ან ორსულების მართვასთან დაკავშირებით; თუმცა, სათანადოდ უნდა იქნას განხილული მკურნალობის კორექტირება ამ პოპულაციებისთვის.

Back
პლიუს –

განიხილეთ ფართო სპექტრის ანტიბიოტიკები

მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია ყველა პაციენტისთვის შერჩეულ ჯგუფში

სეფსისის იდენტიფიცირება დროულად უნდა განხორციელდეს.

ანტიბიოტიკების მიღება სასწრაფოდ უნდა მოხდეს, თუ გაჩნდება ეჭვი სეფსისზე, როგორც დიფერენციულ დიაგნოზზე ან თანამდევ ეტიოლოგიაზე.

შესაბამისი ანტიბიოტიკები შეირჩევა ადგილობრივი პროტოკოლებით, თუმცა ისინი უნდა იყოს ფართო სპექტრის და მოიცავდეს გრამ-უარყოფით ორგანიზმებს (როგორიცაა მესამე თაობის ცეფალოსპორინი), რადგან შესაძლებელია ნაწლავური ტრანსლოკაცია.

Back
პლიუს –

განიხილეთ კონვალესცენტური (გამოჯანმრთელების ფაზის) პლაზმა

მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია ყველა პაციენტისთვის შერჩეულ ჯგუფში

შეიძლება განიხილოთ მხოლოდ არგენტინული ჰემორაგიული ცხელების დროს.

კონვალესცენტური პლაზმა (ე.ი. დაავადებაზე იმუნიტეტის მქონე პაციენტების სისხლიდან) ხელმისაწვდომია მხოლოდ არგენტინისა და ბოლოვიის ენდემურ რეგიონებში.

ის უკვე რამდენიმე ათლეულია გამოიყენება არგენტინული ჰემორაგიული ცხელებისთვის. ამასთან, დღეისათვის მისი მარაგი შეზღუდულია Candid#1 ვაქცინის გამოგონების შემდგომ შემთხვევების მნიშვნელოვანი კლების გამო.[3][4]

მაქსიმალური სარგებლის მისაღებად, გამოჯანმრთელების პერიოდის პლაზმის შეყვანა უნდა მოხდეს არგენტინული ჰემორაგიული ცხელების სიმპტომების დაწყებიდან 8 დღის განმავლობაში.[3]

კონვალესცენტური პლაზმა შესწავლილია მხოლოდ არგენტინულ ჰემორაგიულ ცხელებასთან მიმართებაში. რანდომიზებული, პლაცებო-კონტროლირებული კვლევა ჩატარდა 1974-დან 1978 წლამდე პერიოდში და მან გამოავლინა სიკვდილობის შემცირება 16.5%-დან (პლაცებოს მიმღებ ჯგუფში, სადაც მოხდა ნორმალური პლაზმის გადასხმა) 1.1%-მდე (მკურნალობის ჯგუფში, სადაც გამოიყენეს იმუნური პლაზმა).[3] შეყვანილი საწყისი დოზა შეადგენდა იმუნური პლაზმის 500 მლ-ს სიმპტომების გამოვლენიდან პირველი 8 დღის განმავლობაში. თუმცა, გამოვლინდა არგენტინული ჰემორაგიული ცხელების გადამტანი პაციენტების იმუნურ პლაზმაში ანტისხეულების კონცენტრაციის ფართო ცვალებადობა. ამ მიზეზით განხორციელდა მცდელობები იმუნური პლაზმიდან მიღებული ანტისხეულების დოზების სტანდარტიზაციის მიზნით.[3] იმუნურ პლაზმაში ანტისხეულების კონცენტრაციაზე დაფუძნებული შედეგების შეფასების კვლევებით დადგინდა, რომ სხეულის ერთ კილოგრამზე შეყვანილ უნდა იქნას გამანეიტრალებელი ანტისხეულების 3500 'თერაპიული ერთეულების' დოზა.[3]

იმუნური პლაზმის შეყვანა არგენტინული ჰემორაგიული ცხელების კონტექსტში ასოცირებულ იქნა გვიანი ნევროლოგიური სინდრომის (LNS) განვითარებასთან, ფებრილური ეპიზოდებით, ნათხემისმიერი ნიშნებით და კრანიული ნერვების დამბლის ნიშნებით პაციენტების დაახლოებით 10%-ში. ამ სინდრომის განვითარება უფრო მეტად მოსალოდნელია სიმპტომების დაწყებიდან 8-ზე მეტი დღის გასვლის შემდეგ იმუნური პლაზმის შეყვანის შემთხვევაში.[3]

ბოლივიური ჰემორაგიული ცხელების მქონე არაადამიანური პრიმატების კვლევებით გამოვლინდა, რომ ბევრ მათგანს განუვითარდა მოგვიანებითი ნევროლოგიური სინდრომი (LNS), არგენტინული ჰემორაგიული ცხელებისას იმუნური პლაზმის მიმღები რამდენიმე პაციენტის მსგავსად. ერთ კვლევაში მოგვიანებითი ნევროლოგიური სინდრომის (LNS) მქონე 4 პრიმატიდან 3 დაიღუპა ბოლივიური ჰემორაგიული ცხელების კლინიკური ნიშნების შემცირების შემდეგ. შემდგომმა კვლევამ რეზუს მაიმუნებში გამოავლინა კონვალესცენტური პლაზმით მკურნალობის შემდეგ ლეტალური ქრონიკული ნევროლოგიური დაავადება.[1]

იმუნური პლაზმა ასევე გამოყენებულ იქნა ბოლივიური ჰემორაგიული ცხელების კლინიკურ შემთხვევებში, მაგრამ არ არსებობს კლინიკური მონაცემები უსაფრთხოებასთან ან ეფექტურობასთან დაკავშირებით.[1] გარდა ამისა, მარაგი შესაძლოა არ იყოს ხელმისაწვდომი ბოლო წლების განმავლობაში შემთხვევათა მცირე რაოდენობის გამო.

Back
პლიუს –

განიხილეთ რიბავირინი

მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია ყველა პაციენტისთვის შერჩეულ ჯგუფში

რიბავირინი შესაძლოა განხილულ იქნას არგენტინული, ბოლივიური და ბრაზილიური ჰემორაგიული ცხელების მართვის დროს, რადგან მცირე რაოდენობით კვლევებმა გამოავლინა სასარგებლო შედეგი; თუმცა, ამ დაავადებებისთვის მისი გამოყენების მტკიცებულება სუსტია.[1][3][7][27]

ერთ კვლევაში, რიბავირინი მიეცა არგენტინული ჰემორაგიული ცხელების მქონე პაციენტებს, რომლებსაც სამედიცინო დაწესებულებაში მიმართვამდე 8 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში ჰქონდათ სიმპტომები და რომლებიც თერაპიული ფანჯრის მიღმა იმყოფებოდნენ იმუნური პლაზმისთვის. ამ კვლევამ არ გამოავლინა მნიშვნელოვანი ცვლილებები სიკვდილობის მაჩვენებლებში, რომელიც მკურნალობის ჯგუფში 28.6%-ს შეადგენდა.[3] მიუხედავად იმისა, რომ გადარჩენის მაჩვენებელი არ გაუმჯობესებულა, არსებობს ანტივირუსული ეფექტის მტკიცებულება, ვირუსული ტიტრების დაუფიქსირებელ დონემდე ვარდნით მკურნალობის დაწყებიდან 4 დღის განმავლობაში.[3]

რიბავირინი ასევე გამოყენებულ იქნა ბოლივიური ჰემორაგიული ცხელებისთვის, თუმცა პაციენტების მხოლოდ შეზღუდულ რაოდენობაში, ასე რომ მისი ეფექტურობა ვერ დადასტურდა. ამის მიუხედავად, ადრეული კვლევები იმედის მომცემია.[1][29]

ბრაზილიური ჰემორაგიული ცხელების შემთხვევა აშშ-ში: ჩატარდა რიბავირინით მკურნალობა აშკარა კარგი შედეგით პაციენტთან, რომელიც აფებრილური და უსიმპტომო გახდა მკურნალობიდან 48 საათის განმავლობაში, სისხლის კულტურაში დაუფიქსირებელი ვირუსით.[7] არგენტინული ჰემორაგიული ცხელების მკურნალობის მიზნით რიბავირინის კვლევის შესაფასებლად ზღვის გოჭების მოდელში გამოვლინდა სიკვდილობის მაჩვენებლის მნიშვნელოვანი შემცირება.[28]

სამხრეთ ამერიკული ჰემორაგიული ცხელებებისას რიბავირინით ადრეული მკურნალობა (სიმპტომების პირველი 8 დღის განმავლობაში) შესაძლოა სასარგებლო იყოს, თუმცა ეს საკითხი სრულად არ გამოკვლეულა ადამიანებზე განხორციელებულ კვლევებში.

რიბავირინი შესაძლოა განხილულ იქნას სამხრეთ ამერიკული ჰემორაგიული ცხელების მქონე ბავშვებში.

რიბავირინი ტერატოგენულია და არ შეიძლება მისი ორსულებისთვის მიცემა. გარდა ამისა, რიბავირინს ასევე უნდა მოვერიდოთ მეძუძურ დედებთან და მათთან, ვისაც სურვილი აქვს განაგრძოს ძუძუთი კვება, თუმცა ამ კონტექსტში პოტენციური სარგებელი პაციენტისთვის უნდა შეფასდეს ჩვილის მკერდით კვების შეჩერების რისკის გათვალისწინებით. რეპროდუქციული ასაკის ქალებს, რომლებიც მკურნალობის სახით იღებენ რიბავირინს, უნდა მიეცეს რეკომენდაცია არ დაორსულდნენ მკურნალობიდან სულ მცირე 4-6 თვის განმავლობაში და მათ ამ პერიოდის განმავლობაში უნდა მიიღონ ეფექტური კონტრაცეფცია. მამაკაცებს, რომლებიც რიბავირინს იღებენ, უნდა მიეცეთ რეკომენდაცია, მკურნალობის შემდეგ 6-7 თვის განმავლობაში გამოიყენონ ეფექტური კონტრაცეფცია, ასევე იმ შემთხვევაში, თუ მათი პარტნიორები ორსულად იქნებიან.

პირველადი პარამეტრები

რიბავირინი: ბავშვები და ზრდასრულები: 33 მგ/კგ ინტრავენურად დატვირთული დოზის სახით, და შემდეგ 16 მგ/კგ 6 საათში ერთჯერ 4 დღის განმავლობაში; შემდეგ 8 მგ/კგ 8 საათში ერთჯერ, 6 დღის განმავლობაში

Back
პლიუს –

თრომბოციტების/პლაზმის გადასხმა

მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია ყველა პაციენტისთვის შერჩეულ ჯგუფში

ჰემორაგიული დაავადება გვხვდება სამხრეთ ამერიკული ჰემორაგიული ცხელებების მქონე პაციენტთა დაახლოებით 30%-ში.[1][3][4][5]

სამხრეთ ამერიკული ჰემორაგიული ცხელებით (SAHF) გამოწვეული ჰემორაგიული დაავადება არ ჰგავს დისემინირებულ სისხლძარღვშიდა შედედებას (DIC); შესაბამისად, მართვა არ შეესაბამება დისემინირებული სისხლძარღვშიდა შედედების (DIC) სტანდარტულ მართვას. სისხლდენა მოიაზრება თრომბოციტოპენიით, ანომალურ თრომბოციტების ფუნქციით, კოაგულაციის ფაქტორების დონეების ცვლილებით (VIII და IX ფაქტორების გამოფიტვა, V და ფონ ვილებრანდის ფაქტორის მატება) და ფიბრინოგენის აქტივირებით გამოწვეულ მოვლენად.[2][3]

თრომბოციტების გადასხმა გამოიყენება თრომბოციტოპენიის და აქტიური ჰემორაგიის კონტექსტში, ადგილობრივი პროტოკოლების შესაბამისად.

ახალი გაყინული პლაზმით შემდგომი მართვაც ასევე შესაძლოა შესაფერისი იყოს აქტიური ჰემორაგიის დროს, ადგილობრივი პროტოკოლების შესაბამისად.

არ არსებობს რაიმე ფაქტი ხელმისაწვდომობის შემთხვევაში სისხლის შედედების ფაქტორების ჩანაცვლების სარგებლობის ან ზიანის შესახებ.

Back
პლიუს –

ანტიკონვულსანტი

მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია ყველა პაციენტისთვის შერჩეულ ჯგუფში

პაციენტების დაახლოებით 20-30%-ს უვითარდება მწვავე ნევროლოგიური სიმპტომები, მათ შორის გულყრები.[1][3][4][5]

ამ მომენტისთვის არ არსებობს რაიმე კონკრეტული გაიდლაინები სამხრეთ ამერიკული ჰემორაგიული ცხელებების მართვასთან დაკავშირებით; შესაბამისად, ისეთი ნევროლოგიური სიმპტომები, როგორიც არის გულყრები, უნდა იმართოს ადგილობრივი გაიდლაინების შესაბამისად.

ანტიკონვულსანტი უნდა იქნას გამოყენებული გულყრის გასაკონტროლებლად, ადგილობრივი პროტოკოლების და ხელმისაწვდომობის შესაბამისად.

Back
პლიუს –

ანტიმალარიული თერაპია

მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია ყველა პაციენტისთვის შერჩეულ ჯგუფში

პაციენტები გამოკვლეულ უნდა იქნან მალარიაზე იმ შემთხვევაში, თუ ისინი ჩამოვლენ მალარიის ენდემური ტერიტორიებიდან.

მალარიის კოინფექციის მქონე პაციენტებმა უნდა მიიღონ მკურნალობა იმ რეგიონებისთვის შესაბამისი ანტიმალარიული თერაპიის გამოყენებით, რომლებშიც ისინი ცხოვრობდნენ, ადგილობრივი მგრძნობელობის გათვალისწინებით.

Back
პლიუს –

ემპირიული ანტიბიოტიკოთერაპია + რეჰიდრატაცია + სასუნთქი გზების მართვა + ინტენსიური თერაპიის გათვალისწინება

მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია ყველა პაციენტისთვის შერჩეულ ჯგუფში

სეფსისის იდენტიფიცირება დროულად უნდა განხორციელდეს.

სეფსისის მართვა უნდა განხორციელდეს ადგილობრივი გაიდლაინების შესაბამისად, დამაზიანებელი პათოგენი შესაფერისი ანტიბიოტიკოთერაპიით; ყურადღება უნდა მიექცეს რეჰიდრატაციას, სასუნთქი გზების მართვას და შარდის სათანადო გამოყოფის მართვას.

საჭიროების, ან შესაბამისი საშუალებების ხელმისაწვდომობის შემთხვევაში, განხილულ უნდა იქნას ინტენსიური თერაპია.

Back
პლიუს –

ინტენსიური თერაპიის გათვალისწინება

მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია ყველა პაციენტისთვის შერჩეულ ჯგუფში

იმის მიუხედავად, რომ თირკმლების და ღვიძლის ფუნქციის დარღვევა ნაკლებად გვხვდება სამხრეთ ამერიკული ჰემორაგიული ცხელებების დროს ფილოვირუსული დაავადებასთან შედარებით, პაციენტთა დაახლოებით 20%-ს შესაძლოა მაინც განუვითარდეს დაავადების რთული ფორმა მულტიორგანული უკმარისობით.[1][2][3][4]

მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს რაიმე მტკიცებულება ამ კონკრეტული დაავადების კონტექსტში, ინტენსიური თერაპიის სარგებელი ცალსახაა მაშინ, როდესაც აშკარაა ორგანოების დახმარების საჭიროება; ებოლას ვირუსული დაავადების პაციენტების მართვამ გამოავლინა მნიშვნელოვანი გაუმჯებესობა გადარჩენადობის მაჩვენებელში.[26]

სამხრეთ ამერიკული ჰემორაგიული ცხელების (SAHF) დროს ინტენსიური თერაპია გათვალისწინებულ უნდა იქნას, როდესაც ხელმისაწვდომია შესაბამისი საშუალებები და ეს უსაფრთხოა მედიცინის მუშაკებისთვის.

back arrow

აირჩიეთ პაციენტების ჯგუფი ჩვენი რეკომენდაციების სანახავად

მიაქციეთ ყურადღება, რომ ფორმულაცია/შეყვანის გზა და დოზირება შეიძლება განსხვავებული იყოს მედიკამენტების დასახელების და ბრენდების, წამლების ფორმულარის ან გეოგრაფიული ადგილმდებარეობის მიხედვით. მკურნალობის შესახებ რეკომენდაციები სპეციფიკურია პაციენტის ჯგუფების მიხედვით. იხილეთ გაფრთხილება

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას