ეპიდემიოლოგია

სამხრეთ ამერიკული ჰემორაგიული ცხელების გამომწვევი ვირუსები მიეკუთვნებიან B ჯგუფის ახალი მსოფლიოს არენავირუსებს (ოჯახი: Arenaviridae; გვარი Mammarenavirus), რომლებიც გვხვდება კონკრეტულ გეოგრაფიულ რეგიონებში, იმ ქვეყნებში, რომელთა მიხედვითაც დაერქვა ვირუსებს სახელები. ვირუსის ამგვარი გეოგრაფიული შეზღუდვა გამოწვეულია სხვადასხვა მღრღნელის ვექტორების არსებობით თითოეული ქვეყნის კონკრეტულ რეგიონებში. ვირუსები მეტწილად ვრცელდება ინფიცირებული მღრღნელების სეკრეციებისა და ექსკრეციების აეროზოლიზაციით.[1][2][3][4][5] არსებობს პირდაპირი კორელაცია მღრღნელების რაოდენობასა და შემთხვევების ყოველწლიურ ინციდენტობას შორის.[9] არსებობს სამხრეთ ამერიკული ჰემორაგიული ცხელებების (SAHF) 5 ტიპი, რომლებიც გამოწვეულია ახალი მსოფლიოს არენავირუსის სხვადასხვა ტიპით:

  • არგენტინული ჰემორაგიული ცხელება გამოწვეულია ხუნინის ვირუსით და ის გვხვდება არგენტინის აღმოსავლეთ ნაწილის პამპასის რეგიონში.[2][3][4] ხუნინის ვირუსი პირველად აღმოაჩინეს 1958 წელს.[10]

  • ვენესუელური ჰემორაგიული ცხელება გამოწვეულია გუანარიტოს ვირუსით ინფიცირებით, და გვხვდება ვენესუელის პორტუგეზას და ბარინასის შტატებში.[5] გუანარიტოს ვირუსი პირველად აღმოაჩინეს 1989 წელს.[10]

  • ბოლივიური ჰემორაგიული ცხელება გამოწვეულია მაჩუპოს ვირუსით ინფიცირებით და გვხვდება ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ ბოლივიის ბენის რაიონში.[1] მაჩუპოს ვირუსი პირველად აღმოაჩინეს 1963 წელს.[10]

  • ჩაპარეს ვირუსის ინფექცია გამოწვეულია ჩაპარეს ვირუსით ინფიცირებით და გვხვდება ცენტრალური ბოლივიის კოჩაბამბას ოლქში.[6] ჩაპარეს ვირუსი პირველად აღმოაჩინეს 2004 წელს.[10]

  • ბრაზილიური ჰემორაგიული ცხელება გამოწვეულია საბიას ვირუსით ინფიცირებით და გვხვდება ბრაზილიაში სან პაოლოსთან ახლოს.[7] საბიას ვირუსი პირველად აღმოაჩინეს 1993 წელს.[10]

სამხრეთ ამერიკული ჰემორაგიული ცხელებები (SAHF) სასოფლო-სამეურნეო რეგიონებში ეპიდემიების სახით გვხვდება სეზონური ცვალებადობით, მოსავლის აღების პერიოდში გამოვლენილი შემთხვევების მნიშვნელოვანი მატებით.[1][2][3][4][5] სასოფლო-სამეურნეო მუშაკები ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ არიან, რადგან მღრღნელი გადამტანები ხშირად ცხოვრობენ მაღალ ბალახში, სამუშაო მინდვრების კიდეებში. თუმცა, 50-იან და 60-იან წლებში ბოლივიური ჰემორაგიული ცხელების შემთხვევების კლასტერები დაფიქსირდა პატარა ქალაქებშიც, მღრღნელი ვექტორის, Calomys callosus-ის მომრავლების გამო.[11]

დაავადებები უმეტესად გვხვდება მოზრდილ მამაკაცებში (დაახლოებით 60%-დან 70%-მდე შემთხვევებში).[1][2][3][4][5][9] ეს ძირითადად იმ მამაკაცების დემოგრაფიული მონაცემებით არის გამოწვეული, რომლებიც მუშაობენ სასოფლო-სამეურნეო მუშებად, როდესაც ქალები კულტურულად დიასახლისებად მოიაზრებიან. თუმცა, დაავადება გვხვდება ქალებშიც, განსაკუთრებით მინდორში მომუშავეებში (მაგ. ბამბის შემგროვებლები). ბავშვები შედარებით იშვიათად ავადდებიან; აღწერილია რამდენიმე შემთხვევა 5 წლამდე ასაკის ბავშვებში.[1][2][3][4][5]

სამხრეთ ამერიკის შესაბამისი ქვეყნებიდან დაავადების იმპორტირების შემთხვევები ხშირი არ არის; ამის მიუხედავად, საერთაშორისო მოგზაურობის სიხშირის გაზრდის, თანამედროვე ტურისტული მიმდინარეობებისა და მივლინებების გათვალისწინებით, ეს დაავადებები მხედველობაში უნდა იქნას მიღებული ენდემური რეგიონიდან ცხელებით დაბრუნებული მოგზაურის დიფერენციალური დიაგნოსტიკის პროცესში.

იშვიათად აღწერილია ნოზოკომიური, ლაბორატორიული და ადამიანიდან-ადამიანზე გადაცემა სიმპტომური ინდივიდების მიერ,[1][2][3][4][5] რაც ყველაზე ხშირად ბოლივიური ჰემორაგიული ცხელების შემთხვევებში ფიქსირდება.[1] აღწერილია რანდემიმე ამ ვირუსის ექსპოზიციის შემთხვევა ლაბორატორიაში, ხოლო წიგნი ‘მომავალი ჭირი’ აღწერს პანამაში ტექნიკოსის ინფექციას, რომელიც მუშაობდა ინფიცირებულ ღამის მღრღნელებთან, რომლებიც მას დაავადების მიმართ იმუნურები ეგონა.[7][12]

აღწერილია ჩაპარეს ვირუსის და ბრაზილიური ჰემორაგიული ცხელების ინფექციის ცოტა შემთხვევა, შესაბამისად, ბევრი არ არის ცნობილი ამ ორი დაავადების კონკრეტული ეპიდემიოლოგიის შესახებ. ბრაზილიური ჰემორაგიული ცხელება იდენტიფიცირებულია 3 შემთხვევაში, რომელთაგან ორი ლაბორატორიული ექსპოზიციის შედეგად დაფიქსირდა.[7] 2004 წელს გამოვლინდა ჩაპარეს ვირუსით ინფექციის დადასტურებული შემთხვევა; ბოლივიაში, 2019 წლის შუა პერიოდში ასევე დაფიქსირდა 5 შემთხვევის კლასტერი (3 დადასტურებული).[6][13] აღწერილია არგენტინული, ვენესუელური და ბოლივიური ჰემორაგიული ცხელების ფართომასშტაბიანი ეპიდემიები.[1][3][4][5] ვენესუელური ჰემორაგიული ცხელება და ბოლივიური ჰემორაგიული ცხელება მეტწილად მუდმივად, სტატიკურადაა წარმოდგენილი ცალკეულ გეოგრაფიულ რეგიონებში;[1][5] თუმცა, გეოგრაფიული რეგიონი, სადაც აღმოჩენილია არგენტინული ჰემორაგიული ცხელება, სულ უფრო და უფრო ფართოვდება და დღეისათვის დაახლოებით 5 მილიონი ადამიანია დაავადების რისკის ქვეშ.[2][3][4] არგენტინული ჰემორაგიული ცხელების სიხშირე ენდემური სოფლების რაიონებში სავარაუდოდ არის 140-დან 355-მდე, ყოველ 100,000 მოზრდილ მამაკაცზე.[4] ინციდენტობა არ შეფასებულა ვენესუელური და ბოლივიური ჰემორაგიული ცხელებებისთვის, თუმცა იყო მნიშვნელოვანი ცვალებადობა წლიურ გამოვლენებში ძალიან იშვიათ შემთხვევაში ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ დაავადებათა აღმავალი მაჩვენებლებით რამდენიმე წლის განმავლობაში.[1][5]

[Figure caption and citation for the preceding image starts]: დედამიწის ის რეგიონები, რომლებშიც არსებობს სამხრეთ ამერიკული ჰემორაგიული ცხელების რისკიშექმნილია "BMJ"-ს მტკიცებულებათა ცენტრის მიერ [Citation ends].com.bmj.content.model.Caption@7c4ae8dc

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას