გართულებები
პაციენტებს, რომლებიც გადაიტანენ არგენტინულ ჰემორაგიულ ცხელებას, ხშირად აქვთ გახანგრძლივებული (3 თვემდე) გამოჯანმრთელების ფაზა. ამ პერიოდის განმალობაში პაციენტებს შესაძლოა დაეწყოთ თმის ცვენა.[3]
ღვიძლის უჯრედოვანი დაზიანება აღწერილია სამხრეთ ამერიკული ჰემორაგიული ცხელებების მწვავე შემთხვევებში და მის შესახებ ჩანაწერები გვხვდება ბრაზილიური ჰემორაგიული ცხელების დროს.[7] მსუბუქი ტრანსამინიტი ხშირია აღნიშნული ინფექციების დროს,[3] თუმცა ღვიძლის უჯრედოვანი დაზიანება ჩვეულებრივ ასოცირდება ფატალურ დაავადებასთან. ბრაზილიური ჰემორაგიული ცხელებით განვითარებული ღვიძლის ექსტენსიური ნეკროზის ერთადერთი აღწერილი შემთხვევა არსებობს,[27] თუმცა პაციენტი გადარჩა და გამოკეთდა.[7]
მოგვიანებით ნევროლოგიურ სინდრომს (LNS) ახასიათებს ფებრილური ეპიზოდები, ნათხემის ნიშნები და კრანიული ნერვების დამბლა. ის იდენტიფიცირებულ იქნა იმ პაციენტების დაახლოებით 10%-ში, რომლებმაც გადაიტანეს არგენტინული ჰემორაგიული ცხელება, და რომლებსაც ჩაუტარდათ მკურნალობა იმუნური პლაზმით.[3][4] როგორც წესი, შემსუბუქებას იწყებს რამდენიმე დღეში, თუმცა ნევროლოგიური ნიშნების სრულად მოხსნას შესაძლოა თვეები დასჭირდეს.[45][46][49] ის ასევე აღწერილია რიბავირინით ნამკურნალებ ერთ პაციენტში.[3] ბოლივიური ჰემორაგიული ცხელების მქონე მაკაკებში, რომლებსაც იმუნური პლაზმით უმკურნალეს, ასევე გამოვლინდა მოგვიანებითი ნევროლოგიური სინდრომის (LNS) ნიშნები.[1]
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას