პირველადი პრევენცია
პირველადი პრევენციული სტრატეგიები მოიცავს:
მღრღნელების პოპულაციების შემცირებას
ბოლივიური ჰემორაგიული ცხელების შემთხვევების მომატებული რაოდენობა ქალაქებში დაფიქსირდა 1960-იანი წლების დასაწყისში, რასაც წინ უძღოდა დაავადებების ფაქტების დაფიქსირება მხოლოდ სასოფლო რეგიონებში. ეს გამოწვეული იყო მღრღნელების პოპულაციის მნიშვნელოვანი მატებით რამდენიმე პატარა ქალაქში, რაც დაფიქსირდა ინსექტიციდ დიქლორდიფენილტრიქლორმეტანის (DDT) მაღალი ექსპოზიციის გამო კატების პოპულაციის შემცირების შემდეგ. ეს ეპიდაფეთქება კონტროლის ქვეშ მოექცა, როდესაც იდენტიფიცირებული იქნა ბუნებრივი რეზერვუარი მღრღნელი და კატების პოპულაციის იმპორტთან ერთად გამოიყენეს როდენტიციდები და მღრღნელების სისტემური დაჭერა ხაფანგებით.[1]
საზოგადოებრივი კონტაქტებისა და მედიცინის მუშაკებისთვის დაავადების გადაცემის რისკის შემცირების მიზნით, აუცილებელია შემთხვევების ადრეული იდენტიფიკაცია და შესაბამისი იზოლაცია, მათ შორის:
საზოგადოების განათლება და ცოდნის ამაღლება ამგვარ შემთხვევებთან დაკავშირებით, მათ შორის სწორი ჰიგიენური ზომების (მაგ. ხელის დაბანა, ნარჩენების სათანადო დამუშავება) გატარება
მედიცინის მუშაკების განათლება სასოფლო ჯანდაცვის ცენტრებში ენდემურ რეგიონებში
პირადი დაცვის საშუალებების (PPE) გამოყენება მედიცინის მუშაკებისთვის სასოფლო დასახლებებში და რეფერალურ ცენტრებში, შესაბამისი განათლებით მათი ჩაცმისა და გახდის შესახებ, გაძლიერებული უსაფრთხოება, პაციენტების ნიმუშებთან სწორად მოპყრობა და ნარჩენების უსაფრთხო დამუშავება. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO), აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრებმა (CDC), და გაერთიანებული სამეფოს ჯანდაცვის დეპარტამენტმა (DoH) გამოსცეს სახელმძღვანელო კლინიკურ კონტექსტში პირადი დაცვის საშუალებების (PPE) გამოყენების შესახებ. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) სახელმძღვანელო მიმართულია დაბალ ან საშუალოშემოსავლიან ქვეყნებზე, ხოლო აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების (CDC) და გაერთიანებული სამეფოს ჯანდაცვის დეპარტამენტის (DoH) სახელმძღვანელო მაღალშემოსავლიან ერებზეა გათვლილი:[20][21][22][23]
პაციენტების ტრანსპორტირებისა და იზოლაციისთვის საჭირო საშუალებები
შესაბამისი ლაბორატორიული დაწესებულებები (ანუ ბიოუსაფრთხოების დონის 4 [BSL-4] ფუნქციებით) დიაგნოზის დასმისა და ლაბორატორიის თანამშრომლების დაცვის მიზნით. სამხრეთ ამერიკული ჰემორაგიული ცხელებების (SAHF) ვირუსები კლასიფიცირდებიან, როგორც BSL-4 პათოგენები.
ვაქცინები:
ვაქცინა ხელმისაწვდომია არგენტინაში, არგენტინული ჰემორაგიული ცხელებისთვის. შემუშავდა 1980-იან წლებში და ცნობილია Candid#1-ის სახელით. მან მნიშვნელოვნად შეამცირა არგენტინული ჰემორაგიული ცხელებით ავადობის შემთხვევები ენდემურ რეგიონებში, სადაც აიცრა რისკის ქვეშ მყოფი პოპულაციის დიდი რაოდენობა.[1][4][24][25]
არაადამიანურ პრიმატებზე ჩატარებულ კვლევებში გამოვლინდა ბოლოვიური ჰემორაგიული ცხელების ჯვარედინი დაფარვა Candid#1-ით.[1][25] ბოლივიურ ჰემორაგიულ ცხელებისთვის Candid#1-ის გამოყენების კვლევა ადამიანებზე არ ჩატარებულა.
სამხრეთ ამერიკული ჰემორაგიული ცხელებების (SAHF) სხვა ვაქცინის კანდიდატები არ არის ხელმისაწვდომი.
მეორეული პრევენცია
თითოეული სამხრეთ ამერიკული ჰემორაგიული ცხელება (SAHF) საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესაბამისი უწყებისთვის შეტყობინებადი დაავადებაა.
მიუხედავად იმისა, რომ სამხრეთ ამერიკული ჰემორაგიული ცხელების (SAHF) დროს ადამიანიდან ადამიანზე გადაცემა იშვიათად ხდება, კონტაქტების კვლევა და ინკუბაციის პერიოდის განმალობაში (ე.ი. დაახლოებით 3-16 დღე) არსებული სიმპტომების მონიტორინგი არსებითი მნიშვნელობის არის ნებისმიერ მიმდინარე გადაცემის შესამცირებლად და სიმპტომების წარმოშობის შემთხვევაში სწრაფი იზოლაციისა და მკურნალობის უზრუნველსაყოფად.
არ არსებობს ცნობილი პროფილაქტიკა, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას კონტაქტებთან მიმართებაში. ანტივირუსული წამალი რიბავირინი შესაძლოა იყოს პოტენციური თერაპია პროფილაქტიკისთვის, რადგან ის გამოიყენება ლასას ცხელების პროფილაქტიკისთვის; თუმცა, არ არსებობს რაიმე არსებითი კლინიკური მონაცემები ლასას ცხელების დროს მის ეფექტურობასთან და დაკავშირებით და რაიმე მონაცემები სამხრეთ ამერიკული ჰემორაგიული ცხელების ვირუსებთან დაკავშირებით.[50] მიუხედავად იმისა, რომ არგენტინული ჰემორაგიული ცხელების ვაქცინა Candid#1 არ არის გამოკვლეული კონტაქტებში და ამ დაავადების გადადება ადამიანისგან ადამიანზე იშვიათი შემთხვევაა, შეიძლება საჭირო გახდეს მისი გამოყენება არგენტინული ჰემორაგიული ცხელების მაღალი რისკის მატარებელ კონტაქტებში, რომლებიც წინასწარ აცრილი არ ყოფილან. არაადამიანურ პრიმატებში ჩატარებული კვლევები მიუთითებს, რომ ვაქცინა Candid#1 შესაძლოა დამცავი იყოს ბოლივიური ჰემორაგიული ცხელების საწინააღმდეგოდაც.[1][25] ვინაიდან სხვა ჰემორაგიულ ცხელებებთან შედარებით, ამ ვირუსის შემთხვევაში ნოზოკომიური და ადამიანიდან ადამიანზე გადაცემის რისკი, როგორც ჩანს, უფრო მაღალია,[1] ბოლივიური ჰემორაგიული ცხელების მქონე პირების კონტაქტებში იმუნიზაცია Candid#1-ით შესაძლოა განხილულ იქნას მომავალში, თუ ადამიანებში გამოვლინდება უსაფრთხოება და იმუნოგენურობა; თუმცა, ვაქცინა ამჟამად ხელმისაწვდომია მხოლოდ არგენტინაში.
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას