მონიტორინგი
პაციენტები სამხრეთ ამერიკული ჰემორაგიული ცხელებით (SAHF) გამოჯანმრთელების ფაზაში უნდა იყვნენ დაკვირვების ქვეშ იმის უზრუნველსაყოფად, რომ სიმპტომები სრულად ალაგდეს და არ განვითარდეს მოგვიანებითი ნევროლოგიური სინდრომი (LNS). მონიტორინგი ეფუძნება რეგულარულ კლინიკურ შეფასებას ამბულატორიულ გარემოში. არ არის ნაჩვენები რაიმე კონკრეტული ანალიზები, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ვითარდება უჩვეულო სიმპტომები/ნიშნები, სადაც შემდგომი კვლევები შესაძლოა იყოს ნაჩვენები, ან შედარებით იშვიათ სიტუაციაში, როდესაც პაციენტს დაავადების მწვავე პერიოდში აღენიშნებოდა ორგანოების ფუნქციების დაქვეითება. ამ კონტექსტში, ნაჩვენები იქნას თირკმლის ან ღვიძლის ფუნქციების მონიტორინგი, დაზიანებული ორგანოთა სისტემიდან გამომდინარე. პაციენტებს, რომლებიც გადაიტანენ არგენტინულ ჰემორაგიულ ცხელებას, ხშირად აქვთ გახანგრძლივებული (3 თვემდე) გამოჯანმრთელების ფაზა. ამ დროის განმავლობაში, პაციენტებს შესაძლოა აღენიშნოთ სისუსტე, თმის ცვენა, გაღიზიანებადობა და მეხსიერების დარღვევა.[3][27] ეს სიმპტომები ეტაპობრივად გვარდება 1-დან 3 თვემდე პერიოდში.[27] ბოლივიური ჰემორაგიული ცხელების გამოჯანმრთელების ფაზა შესაძლოა 2 თვემდე გაგრძელდეს, რომლის დროსაც პაციენტები შესაძლოა უჩიოდნენ დაღლილობის შეგრძნებას, თავბრუსხვევასა და თმის ცვენას.[1] სხვა სამხრეთ ამერიკული ჰემორაგიული ცხელებების გამოჯანმრთელების ფაზასთან დაკავშირებით მხოლოდ მწირი ინფორმაცია არსებობს.
არგენტინული ჰემორაგიული ცხელების ვირუსის მქონე პაციენტების დაახლოებით 10%-ს, რომლებიც კონვალესცენტურ იმუნურ პლაზმას იღებენ, უვითარდებათ მოგვიანებითი ნევროლოგიური სინდრომი (LNS). იმ პაციენტებს, რომლებიც უჩივიან გვიან ნევროლოგიურ სინდრომს (LNS) დასჭირდებათ მონიტორინგი სიმპტომების ალაგებამდე, რაც, ჩვეულებრივ იწყება რამდენიმე დღეში, მაგრამ შესაძლოა გახანგრძლივდეს რამდენიმე თვის განმავლობაში.[46][49] მათ ასევე შესაძლოა დასჭირდეთ დამატებითი კვლევები, როგორიც არის თავზურგტვინის (ცერებროსპინური) სითხის ანალიზი და ნეირორადიოლოგიური კვლევები, გამომწვევი პათოლოგიის განსასაზღვრად. არგენტინული ჰემორაგიული ცხელების დროს, ვითარდება მოგვიანებითი ნევროლოგიური სინდრომი (LNS) სიმპტომებისგან თავისუფალი პერიოდის შემდეგ, გამოჯანმრთელების მომდევნო პერიოდში და ის ხასიათდება ფებრილური ეპიზოდებით, ნათხემის ნიშნებით და კრანიული ნერვების დამბლით. ყველაზე ხშირი საწყისი ჩივილები ზომიერ თავის ტკივილს, გულისრევას და/ან ღებინებას, ასევე თავბრუსხვევას მოიცავს. რამდენიმე დღის განმავლობაში, პაციენტების 70%-ის სიმპტომები ასევე მოიცავს ყურებში ხმაურს, ბუნდოვან მხედველობასა და სიარულის გართულებას.[46] პაციენტების დაახლოებით 40%-ს უვითარდება დიპლოპია და მსგავსი სიხშირით შესაძლოა ასევე აღინიშნოს შფოთვა და ქცევის ცვლილება. პაციენტების გასინჯვა გამოავლენს ტემპერატურას 38°C-დან 38.5°C-მდე, VI კრანიული ნერვის დამბლას ან პარეზს პაციენტების 60%-ში (თუმცა, ნორმალურია მსუბუქი რეფლექსები და აკომოდაცია), ასევე ნისტაგმს და ნათხემისმიერ ატაქსიას პაციენტების დაახლოებით 50%-ში.[46] რეფლექსები ხშირად ნორმალურია ან შესაძლოა შესუსტდეს, თუმცა პაციენტთა მცირე ნაწილს შესაძლოა განუვითარდეს ჰიპერრეფლექსია. ზოგიერთ პაციენტს შესაძლოა ჰქონდეს დიზართრია, ხოლო დაახლოებით 10%-ს - ექსტრაპირამიდული ნიშნები. მცირე რაოდენობით პაციენტებში ვითარდება პარეზი ან დამბლა.[46] თავზურგტვინის სითხის ანალიზი, რომელიც როგორც წესი დაავადების მწვავე პერიოდში ნევროლოგიური ნიშნების კონტექსტშიც კი ნორმალურია, გამოავლენს მომატებულ სისხლის თეთრ უჯრედებს (ათეულობით ან ასეულობით უჯრედი), რომლებიც ძირითადად მოიცავს ლიმფოციტებს, ნორმალური გლუკოზით, ნორმალურიდან ზომიერად მომატებულ ცილის დონეს,[27] ასევე მაღალ ანტისხეულების ტიტრებს ხუნინის ვირუსზე, რომლებიც მნიშვნელოვნად აღემატება შრატის დონეებს.[3][4][27] სისხლის ანალიზები ჩვეულებრივ უმნიშვნელოა და ამ პაციენტების სისხლიდან ან თავზურგტვინის სითხიდან მათი მწვავე დაავადების გადატანის შემდეგ ხუნინის ვირუსი არ ყოფილა გამოყოფილი.[46] გაურკვეველია, შესაძლებელია თუ არა უკუტრანსკრიპტაზას პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის (RT-PCR) მაღალი მგრძნობელობის გამოყენებით ვირუსის იდენტიფიცირება პაციენტების თავზურგტვინის სითხეში მწვავე პერიოდში ან მოგვიანებითი ნევროლოგიური სინდრომის (LNS) დროს. სიმპტომების ოპტიმალური კონტროლის მიზნით, პაციენტის მართვა დამხმარეა.[46]
მოგვიანებითი ნევროლოგიური სინდრომი (LNS) არ არის დადასტურებული არგენტინული ჰემორაგიული ცხელების გადამტან პაციენტებში, რომლებმაც არ მიიღეს რაიმე სპეციფიკური მკურნალობა, თუმცა ამგვარი შემთხვევა აღწერილია რიბავირინით ნამკურნალებ პაციენტში.[3] არ არსებობს რაიმე წინასწარგანმწყობი ფაქტორი (ანუ სქესი, ასაკი, გეოგრაფიული ტერიტორია, სისხლის ჯგუფი ან სიმპტომების დღეების რაოდენობა რომლის დროსაც ხდებოდა იმუნური პლაზმის შეყვანა).[46] მოგვიანებითი ნევროლოგიური სინდრომი (LNS) არ არის აღწერილი ბოლივიური ჰემორაგიული ცხელებისას, გარდა ადრეული კვლევებისა, რომლებშიც შეფასდა იმუნური პლაზმის შეყვანის ეფექტურობა არაადამიანურ პრიმატებში, სადაც განვითარდა მოგვიანებითი ნევროლოგიური სინდრომი (LNS) სიმპტომებისგან თავისუფალი პერიოდის შემდეგ, მწვავე დაავადების მომდევნო პერიოდში და რომელიც ფატალური შედეგით დასრულდა 6 შემთხვევაში.[1] მოგვიანებითი ნევროლოგიური სინდრომის (LNS) პათოგენეზი არ არის კარგად გარკვეული, თუმცა ის მოიაზრება იმუნიტეტით განპირობებულად ან შესაძლოა უკავშირდებოდეს ვირუსის პერსისტირებას ცენტრალურ ნერვულ სისტემაში.[44][46] ადამიანებში ის, როგორც წესი, გვარდება გარკვეული პერიოდის შემდეგ; სიმპტომები ჩვეულებრივ იწყება რამდენიმე დღის განმავლობაში ალაგებით, თუმცა ზოგ პაციენტს შესაძლოა დარჩეს ნევროლოგიური ნიშნები (განსაკუთრებით ნისტაგმი) 4 თვემდე პერიოდში.[45][46][49] მწვავე გამოვლინებების მქონე რამდენიმე პაციენტთან დაკავშირებით აღწერილია მუდმივი ნევროლოგიური გართულებების ფაქტები.[47] ჩანაწერები ფატალური შემთხვევების შესახებ იშვიათად გვხვდება. ერთ აღწერილ შემთხვევაში ფატალურობა განვითარდა მეორეულად, აღმავალი დამბლის და სუნთქვის უკმარისობის შედეგად.[46][49]
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას