კვლევები

1-ად შესაკვეთი გამოკვლევები

უკუტრანსკრიპციის პოლიმერაზული ჯაჭვის რეაქცია (RT-PCR)

ტესტი
შედეგი
ტესტი

მოთხოვნილ უნდა იქნას სამხრეთ ამერიკულ ჰემორაგიულ ცხელებაზე (SAHF) საეჭვო ყველა შემთხვევაში და პაციენტი უნდა იყოს იზოლირებული.[1][2][4][5][7]

მგრძნობიარე კვლევა ფებრილური პაციენტის კონტექსტში.

შესაძლოა არ იყოს ხელმისაწვდომი შესაბამისი დაზარალებული ქვეყნების ადგილობრივ რეგიონებში. რეფერალურ ლაბორატორიებს უნდა ჰქონდეთ წვდომა პრაიმერების ნაკრებებზე.

შედეგი

რნმ დადებითია ხუნინის ვირუსზე, გუანარიტოს ვირუსზე, მაჩუპოს ვირუსზე, ჩაპარეს ვირუსზე ან საბიას ვირუსზე

ენზიმშეკავშირებული იმუნოსორბენტული კვლევა (ELISA)

ტესტი
შედეგი
ტესტი

მისი დაკვეთა ხდება ადგილებში, სადაც უკუტრანსკრიპტაზას პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია (RT-PCR) ხელმისაწვდომი არ არის.

ხშირად უარყოფითია სიმპტომების გამოვლენიდან 1 კვირაზე ნაკლებ პერიოდში. შესაძლოა იყოს უარყოფითი ფატალურ შემთხვევებში, რომლებშიც ჰუმორული იმუნური პასუხი ვერ ვითარდება.[1][4][2][5]

ზოგიერთ ლაბორატორიაში შესაძლოა გადაწყვიტონ ELISA-ს ჩატარება უკუტრანსკრიპტაზას პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია (RT-PCR) ანალიზის პარალელურად; თუმცა, შესაძლოა საჭირო გახდეს მისი გამეორება მოგვიანებით ეტაპზე, თუ თავდაპირველი ჩატარდა სიმპტომების გამოვლენის საწყის ეტაპზე და შედეგები უარყოფითი იყო.

შედეგი

დადებითია იმუნოგლობულინი M ან იმუნოგლობულინი G ხუნინის ვირუსზე, გუანარიტოს ვირუსზე ან მაჩუპოს ვირუსზე

FBC

ტესტი
შედეგი
ტესტი

სასარგებლოა, როგორც პაციენტის პროგრესზე დაკვირვების ხელსაწყო.

სამხრეთ ამერიკული ჰემორაგიული ცხელების (SAHF) რისკ ფაქტორების მქონე პაციენტებში უნდა არსებობდეს მაღალი ეჭვი ლეიკოპენიისა და თრომბოციტოპენიის შემთხვევაში.[2][4][5]

შედეგი

გამოავლენს შესამჩნევ ლეიკოპენიას და თრომბოციტოპენიას სამხრეთ ამერიკული ჰემორაგიული ცხელებებისას (SAHF).

გასათვალისწინებელი კვლევები

მალარიის სკრინინგი

ტესტი
შედეგი
ტესტი

დიფერენციულ დიაგნოზში დასახმარებლად უნდა ჩატარდეს ყველა პაციენტში, რომელთან მიმართებაშიც არსებობს სამხრეთ ამერიკული ჰემორაგიული ცხელების (SAHF) არსებობის ეჭვი.

მალარიის თანმდევი ინფექცია დაფიქსირებულია სხვა ვირუსული ჰემორაგიული ცხელებების შემთხვევაში, ხოლო მალარიის ინციდენტობა ამ მომენტისთვის იზრდება სამხრეთ ამერიკის სხვადასხვა წერტილში, განსაკუთრებით ვენესუელაში.

შედეგი

უარყოფითია (დადებითია, თუ ადგილი აქვს მალარიის პარაზიტებით თანაინფიცირებას)

სისხლის კულტურა

ტესტი
შედეგი
ტესტი

სხვა პოტენციური დიფერენციული დიაგნოზების განსასაზღვრად.

ასევე აღწერილია მეორეულად განვითარებული ბაქტერიული სეფსისი სამხრეთ ამერიკული ჰემორაგიული ცხელების (SAHF) გვიან ეტაპებზე და ის საჭიროებს სასწრაფო მკურნალობას.[2][3][4][5]

შედეგი

უარყოფითია (ბაქტერიის დადებითი ზრდა, თუ ადგილი აქვს ბაქტერიულ ინფექციას/სეფსისს)

ელექტროლიტები და თირკმლის ფუნქცია

ტესტი
შედეგი
ტესტი

დიარეის და ღებინების მქონე პაციენტებს შესაძლოა ჰქონდეთ ელექტროლიტების დისბალანსი, რომელიც საჭიროებს კორექტირებას მართვის პროცესში. თირკმელების ფუნქციების დარღვევა იშვიათად ხდება, თუმცა შესაძლოა წარმოიშვას მწვავე დეჰიდრატაციის, შოკის კონტექსტში ან დაავადების ტერმინალურ ეტაპებზე, როდესაც შესაძლოა განვითარდეს მულტიორგანული უკმარისობა.[3][4]

შედეგი

შესაძლოა გამოვლინდეს ელექტროლიტების ანომალიები დეჰიდრატაციის ან თირკმლის უკმარისობის დროს, დაავადების მოგვიანებით ეტაპებზე.

ღვიძლის ფუნქცია

ტესტი
შედეგი
ტესტი

სამხრეთ ამერიკული ჰემორაგიული ცხელებებისას აღწერილია მსუბუქი ტრანსამინიტი.[3][4][7]

შედეგი

შესაძლოა გამოვლინდეს ტრანსამინიტი

კოაგულაციური სკრინინგი

ტესტი
შედეგი
ტესტი

ნაჩვენებია პაციენტებში ჰემორაგიული დაავადებით, მდგომარეობისა და სამკურნალო ინტერვენციის მონიტორინგის მიზნით.

ყველაზე ხშირი ნიშნებია გახანგრძლივებული აქტივირებული ნაწილობრივი თრომბოპლასტინის დრო (aPTT) და მომატებული ფიბრინოგენი.

სისხლის შედედების ფაქტორებით და პროთრომბინის კვლევით გამოვლინდა, რომ პათოლოგია არ უკავშირდება დისემინირებულ სისხლძარღვშიდა კოაგულაციას.[2]

შედეგი

სამხრეთ ამერიკული ჰემორაგიული ცხელების (SAHF) დროს შესაძლოა გამოვლინდეს აქტივირებული ნაწილობრივი თრომბოპლასტინის დროის (aPTT) გახანგრძლივება და მომატებული ფიბრინოგენი.

ლაქტატდეჰიდროგენაზა

ტესტი
შედეგი
ტესტი

ლაქტატის მსუბუქი მატება აღწერილია არგენტინული ჰემორაგიული ცხელების დროს.[3]

შედეგი

შესაძლოა მომატებული იყოს სამხრეთ ამერიკული ჰემორაგიული ცხელებების (SAHF) დროს

კრეტინ ფოსფოკინაზა

ტესტი
შედეგი
ტესტი

კრეტინ ფოსფოკინაზას ზომიერი მატება აღწერილია არგენტინული ჰემორაგიული ცხელების დროს.[3]

შედეგი

შესაძლოა მომატებული იყოს სამხრეთ ამერიკული ჰემორაგიული ცხელებების (SAHF) დროს

გულმკერდის რენტგენოლოგიური კვლევით

ტესტი
შედეგი
ტესტი

სამხრეთ ამერიკულ ჰემორაგიულ ცხელებებს (SAHF), არ ახასიათებთ რესპირატორული სიმპტომები, თუმცა, ტერმინალურ ეტაპებზე პაციენტებს შესაძლოა განუვითარდეთ მულტიორგანული უკმარისობა.[4][5]

მოწოდებულია რესპირატორული დაავადებების მქონე პაციენტებში, პოტენციური დიფერენციალური დიაგნოზის გამოსავლენად.

გათვალისწინებულ უნდა იქნას იმ შემთხვევაში, თუ განიხილება მულტიორგანული უკმარისობით წარმოდგენილი სამხრეთ ამერიკული ჰემორაგიული ცხელების (SAHF) პაციენტების მკურნალობის ინტენსივობის გაზრდა.

შედეგი

შესაძლოა გამოვლინდეს ფილტვის პათოლოგია ან ინფექციის კერა.

არტერიული სისხლის აირები

ტესტი
შედეგი
ტესტი

დაავადების მძიმე ფორმის მქონე პაციენტებში ეს პარამეტრები შესაძლოა სასარგებლო იყოს პაციენტების თერაპიის ინტენსივობის გაზრდის (მაგ. ინტენსიური მოვლა ორგანოების მხარდაჭერით) საჭიროების განსაზღვრისას.

მიუხედავად იმისა, რომ ინტენსიური თერაპიის საკითხები არ არის აღწერილი სამხრეთ ამერიკული ჰემორაგიული ცხელების (SAHF) მქონე პაციენტებთან მიმართებაში, ის უკუნაჩვენები არ არის თუ თერაპია განხორციელდება უსაფრთხოდ და მედიცინის მუშაკების ოპტიმალური დაცვით.

ჰემორაგიული სიმპტომების მქონე პირების არტერიული სისხლის გაზების ნიმუშის აღებისას სიფრთხილე უნდა იქნას დაცული.

შედეგი

პარამეტრები შესაძლოა დაირღვეს სამხრეთ ამერიკული ჰემორაგიული ცხელების (SAHF) გვიან ეტაპებზე.

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას