წითურა
- მიმოხილვა
- თეორია
- დიაგნოზი
- მართვა
- მეთვალყურეობა
- წყაროები
მკურნალობის ალგორითმი
მიაქციეთ ყურადღება, რომ ფორმულა/შეყვანის გზა და დოზა შეიძლება განსხვავებული იყოს მედიკამენტების დასახელების და ბრენდის, ფორმულარის ან გეოგრაფიული ადგილმდებარეობის მიხედვით. მკურნალობის შესახებ რეკომენდაციები სპეციფიკურია პაციენტის ჯგუფების მიხედვით: იხილეთ გაფრთხილება
ორსულები: მგრძნობიარე და კონტაქტის მქონე წითელსმაგვარი წითურასთან.
სპეციალისტთან გადამისამართება
ორსულები, რომლებსაც ნამდვილად ჰქონდათ კონტაქტი წითელასნაირ წითურასთან და მგრძნობიარე არიან ინფექციისადმი, ან იმუნიიტეტის არსებობა დაუდგენელია (ანამნეზში იმუნიზაცია არ იყო, ან გაურკვეველია და სეროლოგიური ანალიზი ადრე არ ჩატარებიათ), სიპტომების არსებობის მიუხედავად სასურველია, გადამისამართდნენ მაღალი რისკის პერინატალური მართვის და პედიატრიული ინფექციური დაავადებების სპეციალისტთან, რათა შესწავლილი იქნას ნაყოფის ინფიცირების ალბათობა და გართულებების რისკი.
იმუნოგლობულინი ინტრამუსკულარულად
დამატებითი მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია <strong>ზოგიერთი</strong> პაციენტისთვის შერჩეული ჯგუფიდან
პოლიკლონური იმუნოგლობულინის მაღალი დოზები შეიძლება სასარგებლო იყოს კლინიკური წითურას პროფილქტიკისათვის, თუმცა რუტინულად ის ამ მიზნთ რეკომენდებული არ არის, რადგან ნაყოფის თანდაყოლილი წითურას პრევენციის მტკიცებულება არასაკმარისია.[48]Young MK, Cripps AW, Nimmo GR, et al. Post-exposure passive immunisation for preventing rubella and congenital rubella syndrome. Cochrane Database Syst Rev. 2015 Sep 9;(9):CD010586. https://www.cochranelibrary.com/cdsr/doi/10.1002/14651858.CD010586.pub2/full http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/26350479?tool=bestpractice.com ეს ვარიანტი შეიძლება განიხილებოდეს ექსპოზიციის შემდგომი პროფილაქტიკისთვის.[46]American Academy of Pediatrics, Kimberlin DW, Barnett ED, Lynfield R, et al. Red Book, 32nd Edition (2021). 2021–2024 Report of the Committee on Infectious Diseases, 32nd Edition. 2021. Elk Grove Village, IL: American Academy of Pediatrics; 2021.
პირველადი პარამეტრები
ადამიანის ნორმალური იმუნოგლობულინი: 0.55 მლ/კგ კუნთებში ერთჯერადი დოზის სახით
არა-ორსულები: სიმპტომური წითელასნაირი წითურა
დამხმარე მოვლა
პოსტნატალური წითურა ძირითადად მსუბუქი, თვითგანკურნებადი პათოლოგიაა, რომელიც საჭიროებს მხოლოდ სიმპტომურ თერაპიას. სპეციფიკური ანტივირუსული თერაპია შემუშავებული არ არის. უკუჩვენების არსებობის შემთხვევაში, NSAID მოკლე კურსი შეიძლება, დაეხმაროს ართრიტის მქონე პაციენტებს.
აირჩიეთ პაციენტების ჯგუფი ჩვენი რეკომენდაციების სანახავად
მიაქციეთ ყურადღება, რომ ფორმულაცია/შეყვანის გზა და დოზირება შეიძლება განსხვავებული იყოს მედიკამენტების დასახელების და ბრენდების, წამლების ფორმულარის ან გეოგრაფიული ადგილმდებარეობის მიხედვით. მკურნალობის შესახებ რეკომენდაციები სპეციფიკურია პაციენტის ჯგუფების მიხედვით. იხილეთ გაფრთხილება
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას