პირველადი პრევენცია

წითურას ვაქცინა ცოცხალი ატენუირებული ვირუსია. გაერთიანებულ სამეფოში კეთდება ცოცხალი ატენუირებული წითურას და ყბაყურას კომბინირებული ვაქცინა (MMR ვაქცინა). პირველი დოზა კეთდება 1 წლის ასაკში, ხოლო მეორე სკოლამდე, დაახლოებით 3 წლისა და 4 თვის ასაკში.[16]

აშშ-ში წითურას პროფილაქტიკისთვის ორი ცოცხალი ატენუირებული ვაქცინაა ხელმისაწვდომი, სამვალენტიანი (სამკომპონენტიანი)ვაქცინა წითელა-ყბაყურა-წითურა (წწყ, MMR) და ოთხვალენტიანი (ოთხკომპონენტიანი)ვაქცინა წითელა-ყბაყურა-წითურა - ჩუტყვავილა (MMRV; ლიცენზირებულია მხოლოდ ≤ 12 წლის ასაკამდე).[12][17][18] CDC: rubella vaccination Opens in new window​​​ 1978 წლიდან აშშ-ში მხოლოდ ერთი MMR ვაქცინა გამოიყენებოდა, MMR II; თუმცა, 2022 წლის ივნისში, PRIORIX ლიცენზირებული იყო, როგორც MMR ვაქცინის დამატებითი ვარიანტი.[19] წითურას RA 27/3 შტამის კომპონენტი სამივე ვაქცინაში იდენტურია. დაავადების პროფილაქტიკაში წითურას ვაქცინის ერთჯერადი დოზის ეფექტურობა 97%-ს შეადგენს.[12] მართალია, წითურას ვაქცინის ერთი დოზაც კარგი დამცავი ეფექტით გამოირჩევა, ბავშვებში და მოზარდებში რეკომენდებულია წითურის შემცველი ვაქცინის 2 დოზირება, რადგან წითელას და ყბაყურას ვაქცინაცია 2-ჯერადია, ასევე რათა უზრუნველვყოთ იმ პირების დამატებითი დაცვა, რომლებთანაც პირველი ვაქცინაცია უშედეგო იყო. ასაკისა და რისკის დონის გათვალისწინებით, მიდრეკილების მქონე მოზრდილებში რეკომენდებულია 1, ან 2-ჯერადი ვაქცინაცია.[12][18]გვერდითი ეფექტები წწყ ვაქცინებზე იშვიათია. ყველაზე გავრცელებული გვერდითი რეაქციებია სუბფებრილური ცხელება, დროებითი გამონაყარი და ლიმფადენოპათია.[12]მრავალრიცხოვანმა კვლევებმა ვერ მოახდინა წწყ ვაქცინაციასა და აუტიზმს შორის კავშირის დემონსტრირება[20][21][22]

 ქვეყნებში, რომლებშიც წითელას, ყბაყურას და წითურას სიხშირე ძალიან დაბალია, წითურას კლინიკური დიაგნოზი იმუნიტეტის მისაღებ მტკიცებულებად ვერ განიხილება.[12] გაეცანით იმუნიზაციის შესახებ ადგილობრივ გაიდლაინებს. წითელასნაირი წითურათი ინფიცირების მაღალი რისკის პოპულაცია (ჯანდაცვის მუშაკები, პედაგოგები, ბავშვების მომვლელები) სასურველია, გამოკვლეული იქნან წითურაზე და, თუ გამოვლინდა მიმღებლობა ინფექციისადმი, სასურველია MMR ვაქცინაცია ჩაუტარდეთ. CDC: rubella Opens in new window Pan American Health Organization/WHO: rubella Opens in new window

პოსტპუბერტულ ასაკში ყველა ქალი სასურველია, შემოწმდეს წითურასადმი მიმღებლობაზე ექიმთან ნებისმიერ მიმართვაზე ჯანდაცვის დაწესებულებაში. თუ სეროლოგიური სკრინიგით გამოვლინდა ქალთა მიმღებლობა, ან თუ მათი იმუნიზაციური სტატუსი არ არის დოკუმენტირებული, სასურველია, ჩაუტარდეს აცრა წითელა-ყბაყურა-წითურის(MMR) ვაქცინით თუ იგი ორსულად არაა. წითურას რუტინული ანტენატალური სკრინინგი რეკომენდებულია. ორსულებს, რომლებსაც არ აქვთ წითურას იმუნიტეტის არსებობის სარწმუნო მტკიცებულება, უნდა ურჩიონ, მოერიდონ მოგზაურობას ქვეყნებში, სადაც წითურა ენდემურია, ან იმ რაიონებში სადაც ცნობილია წითურას ეპიდაფეთქება, განსაკუთრებით ორსულობის პირველი 20 კვირის განმავლობაში.[11]გარდა ამისა, MMR ვაქცინაცია უნდა ჩაუტარდეს მგრძნობიარე ქალებს მშობიარობის შემდგომ უახლოეს პერიოდში.

გამგზავრებამდე უნდა დაიცვან რეკომენდაციები, რომელიც მოცემულია კონკრეტულ ქვეყნის გაიდლაინებში წითურას ვაქცინაციასთან დაკავშირებით. შეერთებულ შტატებში, თუ არა აქვთ უკუნაჩვენებია, MMR ვაქცინაცია უნდა ჩაუტარდეს ≥12 თვის ასაკის ყველა მოგზაურს, რომელსაც არ აქვს წითურას მიმართ იმუნიტეტის მისაღები მტკიცებულება (დადასტურებული ვაქცინაცია წითურას შემცველი ვაქცინის ≥1 დოზით დაბადების პირველ დღეს ან მის შემდეგ, იმუნიტეტის ლაბორატორიული მტკიცებულება ან დაბადება 1957 წლამდე). აშშ-დან გამგზავრებამდე 6-11 თვის ჩვილებმა უნდა მიიღონ MMR ვაქცინის 1 დოზა (წითელასგან დასაცავად), ხოლო ≥12 თვის ასაკის ბავშვებმა და მოზრდილებმა უნდა მიიღონ MMR ვაქცინის 2 დოზა ≥28 დღის ინტერვალით.[11]

მეორეული პრევენცია

პოსტნატალური წითურის მქონე პაციენტები გამონაყარის გაჩენიდან 7 დღის განმავლობაში იზოლირებულები უნდა იყვნენ. ჰაერწვეთოვანი და სტანდარტული სიფრთხილის ზომები რეკომენდებულია ჰოსპიტალიზებული პაციენტებისთვის.[46]

კონტაქტისგან იზოლირება რეკომენდებულია თანდაყოლილად ინფიცირებული ჩვილებისთვის, სანამ 3 თვის ასაკში 2 სერიული ცხვირხახის ნაცხისა და შარდის დათესვის შედეგები სტერილური არ იქნება, ან ცხოვრების მთელი პირველი წელი.

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას