მიდგომა
პოსტნატალური წითურა ძირითადად მსუბუქი მიმდინარეობის, თვითგანკურნებადი პათოლოგიაა. არა ორსულ პაციენტებში მკურნალობა დამხმარე ხასიათისაა. სპეციფიკური ანტივირუსული თერაპია შემუშავებული არ არის. დაავადება ძირითადად ისე მსუბუქია, რომ სიმპტომური მკურნალობა ჩვეულებრივ საჭირო არ არის, გარდა პაციენტებისა ართრიტით, რომლებმაც შეიძლება თავი უკეთ იგრძნობენ არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების მიღებისას ხანმოკლე დროის განმავლობაში.
წითურა არის დაავადება რომელიც ექვემდებარება შეტყობინებას აშშ და დიდ ბრიტანეთში[11][47]
ორსულები: მგრძნობიარე და კონტაქტის მქონე წითელსმაგვარი წითურასთან.
ორსული, რომლიც ნამდვილად კონტაქტში იყო წითელასმაგვარ წითურასთან და მგრძნობიარე არიან, მოიცავენ იმათ, ვისაც წითელასნაირი წითურას აცრა არ ჩატარებიათ, ან დაუდგენელი იმუნიტეტი გააჩნიათ (ანამნეზში იმუნიზაციის შესახებ ინფორმაცია არ არსებობს, ან არ ჩატარებიათ და სეროლოგიური სინჯებიც არ აქვთ გაკეთებული). მიუხედავად სიმპტომებისა, მათი გადამისამართება სასურველია მაღალი რისკის პერინატალური მართვის სპეციალისტთან და პედიატრ-ინფექციონისტთან, რათა ნაყოფის ინფიცირების და გართულებების რისკი შეისწავლონ.
პოლიკლონური იმუნოგლობულინის მაღალი დოზები შეიძლება სასარგებლო იყოს კლინიკური წითურას პროფილქტიკისათვის, თუმცა რუტინულად ის ამ მიზნთ რეკომენდებული არ არის, რადგან ნაყოფის თანდაყოლილი წითურას პრევენციის მტკიცებულება არასაკმარისია.[48]ეს ვარიანტი შეიძლება განიხილებოდეს ექსპოზიციის შემდგომი პროფილაქტიკისთვის.[46]
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას