ანამნეზი და გასინჯვა
ძირითადი დიაგნოსტიკური ფაქტორები
ხშირი
რისკ-ფაქტორების არსებობა
გამოხატული რისკ ფაქტორები მოიცავს არასრულ იმუნიზაციას, ინფექციის მქონე პირებთან კონტაქტს და საერთაშორისო მოგზაურობას.
მაკულოპაპულური გამონაყარი.
გამონაყარი ხშირად წითურის პირველი გამოვლინებაა მცირეწლოვან ბავშვებში. წითურას გამონაყარი ერითემატოზული, დისკრეტული, მაკულოპაპულური და ახასითებს ხანდახან მსუბუქი ქავილი, რაც შეიძლება გაძლიერდეს სიცხეში.
[Figure caption and citation for the preceding image starts]: წითურას გამონაყარიდაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრებიCDC) საზოგადოებრივი ჯანდაცვის ვიზუალური ბიბლიოთეკა [Citation ends].
ძირითადად იწყება სახიდან და ვრცელდება თავისკენ და ფეხებისკენ. შეიძლება ხანდახან გამონაყარში პეტექიური კომპონენტებიც გამოვლინდეს, ან პეტექიები სასაზე გამოჩნდეს. გამონაყარი გრძელდება საშუალოდ 3-4 დღე.
ცხელება
სუბფებრილური ცხელება > 37.2°C(99°F) ვლინდება ინფექციის დაახ. 50%-ში.
ართრალგია
ართრალგიები და ართრიტი ხშირია მოზრდილებში(ვლინდება მოზრდილი ქალების დაახ. 70%-ში), მაგრამ იშვიათია ბავშვებში. უმეტესად ზიანდება თითის, მაჯის და მუხლის სახსრები. სახსრების სიმპტომატიკა ძირითადად ემთხვევა გამონაყარის დაწყებას და ის შეიძლება გაგრძელდეს კვირების განმავლობაში. იშვიათად, სიმპტომები შეიძლება შექცევადი, ან ქრონიკული იყოს.[23]
ლიმფადენოპათია
მსუბუქი ლიმფადენოპათია, რაც აზიანებს ყურსუკანა, კისრის უკანა და კეფის ლიმფურ კვანძებს, უვითარდება თითქმის ყველა პაციენტს და შეიძლება უსწრებდეს გამონაყარის გამოჩენას დაახლოებით 1 კვირით. კვანძები ძირითადად უმტკივნეულო და მოძრავია.
არასრული იმუნიზაცია
არასრულად იმუნიზირებული ხალხი, ან ისინი, ვისი იმუნიზაციის მონაცემები უცნობია (მაგ. ისეთ ქვეყნებში დაბადებულები, სადაც აცრები არ ტარდება, ან წითელა-ყბაყურა-წითურა[MMR], ან წითელა-წითურა[MR] აცრის სიხშირე დაბალია).
სხვა დიაგნოსტიკური ფაქტორები
ხშირი
საერთო სისუსტე
პროდრომული შეუძლოდ ყოფნა და სხვა მსუბუქი სისტემური სიმპტომები უფრო ხშირიაა მოზრდილებში, ვიდრე ბავშვებში.
სურდო, ან ფარინგიტი
მსუბუქად გამოხატული ზედა სასუნთქი გზების სიმპტომები ხშირია სკოლის ასაკის ბავშვებში და მოზრდილებში, და შეიძლება, გამონაყარამდე რამდენიმე დღით ადრეც კი გამოვლინდეს.
ართრიტი
ართრიტი ხშირია მოზრდილებში(ვლინდება მოზრდილი ქალების დაახ. 70%-ში), მაგრამ იშვიათია ბავშვებში. უმეტესად ზიანდება თითის, მაჯის და მუხლის სახსრები. სახსრების სიმპტომატიკა ძირითადად ემთხვევა გამონაყარის დაწყებას და ის შეიძლება გაგრძელდეს კვირების განმავლობაში. იშვიათად, სიმპტომები შეიძლება შექცევადი, ან ქრონიკული იყოს.[23]
კონიუქტივიტი
არაჩირქოვანი კონიუნქტივიტი აღენიშნება მოზარდებისა და მოზრდილების დაახლოებით 70%, მაგრამ შედარებით იშვიათია ბავშვებში.[25]
რისკფაქტორები
ძლიერი
არასრული იმუნიზაცია
აშშ-ში წითურის ინფექცია 65%-დან 80%-მდე ვლინდება აუცრელ პირებში, ან მათთან, სადაც აცრაზე ინფორმაცია უცნობია(მაგ. საზღვარგარეთ დაბადებული ხალხი სადაც აცრები არ ტარდება, ან სადაც წითელა-ყბაყურა-წითურა[MMR], ან წითელა-წითურა[MR] იმუნიზაციის სიხშირე დაბალია)., ჰიპერდისლიპიდემია E 78.9 ეროზიული დუოდენიტი (ანამნეზში)[4] დაავადების პროფილაქტიკაში წითურას ვაქცინის ერთჯერადი დოზის ეფექტურობა 97%-ს შეადგენს.[12]
ინფექციასთან კონტაქტი
წითურა უვითარდება მგრძნობიარე პირებს წითურის მქონე ადამიანებთან კონტაქტის შედეგად, განსაკუთრებით საზღვარგარეთ ინფიცირებულ ინდივიდებს.[6] შემთხვევათა 50%-მდე ასიმპტომურია, ასე, რომ უარყოფითი კონტაქტი ანამნეზში არ გამორიცხავს წითურას.
საერთაშორისო მოგზაურობა
წითურა რჩება გლობალურ ინფექციურ პრობლემად, მაგრამ ვაქცინაციამ მისი სიხშირე წელიწადში დაახლოებით 97%-ით შეამცირა 2000 დან 2018 წლამდე.[13] 2018 წლის ბოლოსთვის 168-მა ქვეყანამ შემოიტანა წითურას საწინააღმდეგო ვაქცინები და აცრებით მოცვის დონე დაახლოებით 69% იყო.[3][14] 2012 წლის შემდეგ წითურას ინფექციით დაავადებული ყველა აშშ-ს მოქალაქე ინფიცირდებოდა აშშ-ს გარეთ ცხოვრების ან მოგზაურობის დროს.[5] აუცრელ ადამიანებს იმ რეგიონებში მოგზაურობისას, სადაც წითურა ენდემური პრობლემაა, ან ეპიდაფეთქებები გამოვლინდა, განსაკუთრებით აფრიკისა და აზიის განვითარებად რეგიონებში, შეიძლება, მაღალი რისკი ჰქონდეთ.[15]
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას