გართულებები
ვითარდება 3000 შემთხვევიდან ერთში, უფრო ხშირად ბავშვებში.[1] თრომბოციტოპენია სავარაუდოდ იმუნური წარმოშობისაა. სერიოზული ჰემორაგიული გართულებები შეიძლება, განვითარდეს.
ორსულობის დროს დედის ინფექციამ, განსაკუთრებით ადრე ორსულობაში შეიძლება გამოიწვიოს სპონტანური აბორტი, ნაყოფის სიკვდილი, ან ანატომიური და ლაბორატორიული ანომალიები.
ქალები, რომლებმაც შეიძინეს წითურა ორსულობის დროს, სასურველია, მათი მართვა ხდებოდეს ინფექციური დაავადებისა და ნაყოფი-დედის მკურნალობის ექსპერტების მიერ.
იშვიათი ნევროლოგიური გართულებები მოიცავს პროგრესირებად მასკლეროზებელ პანცეფალიტს, მიელიტს, მხედველობის ნერვის ნევრიტს, პერიფერიულ ნევრიტს და გიენ-ბარეს სინდრომს.
სიმპტომები ტიპიურად ვითარდება გამონაყარის გაჩენიდან რამდენიმე დღეში. ზოგადი პროგნოზი კეთილსაიმედოა, მაგრამ აღწერილია დაავადების მძიმე ფორმა მუდმივი ნევროლოგიური ნარჩენი მოვლენებით.[49][50]
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას