კვლევები

1-ად შესაკვეთი გამოკვლევები

ნერწყვში წითურა IgM

ტესტი
შედეგი
ტესტი

დიდ ბრიტანეთში, პერორალური სითხე არის სასურველი ნიმუში წითურას საწინააღმდეგო IgM-ის გამოსავლენად და უნდა იქნას აღებული ყველა პაციენტისგან საეჭვო წითურაზე.[16]

შედეგი

დადებითი

სეროლოგია

ტესტი
შედეგი
ტესტი

ყველაზე ხშირი დიაგნოსტიკური ტესტი არის შრატში წითურას სპეციფიკური IgM ანტისხეულის დადგენა. უპირატესი კვლევაა (ენზიმ შემაკავშირებელი იმუნოფერმენტული ანალიზი) ELISA. შრატის შეგროვების ოპტიმალური ვადაა სიმპტომების (ცხელება და გამონაყარი) დაწყებიდან 5 დღე, როდესაც შემთხვევების 90%-ზე მეტი იქნება IgM დადებითი.[5]ამიტომ დადებითი ტესტი ყოველთვის უნდა დადასტურდეს წითურას საწინააღმდეგო IgG ანალიზით მწვავე და გამოჯანმრთელების ფაზებში (2-3 კვირის ინტერვალით), ან IgG ავიდიტეტის ანალიზით. (ანტიგენსა და ანტისხეულს შორის შეკავშირების საერთო ძალა, რომელიც დროთა განმავლობაში იზრდება იმუნური პასუხის მომწიფებასთან ერთად). დაბალი ავიდურობის IgG ანტისხეულები შეიძლება გამოვლინდეს დაინფეცირებიდან 4 თვემდე პერიოდში და მიუთითებს ბოლოდროინდელ ინფექციაზე, ხოლო მაღალი ავიდობის IgG-ის არსებობა მიუთითებს უფრო შორეულ ექსპოზიციაზე (რომელიც შეიძლება იყოს ინფექცია ან ვაქცინაცია). წითურას IgG შეიძლება დარჩეს მთელი სიცოცხლის განმავლობაში. წითურას IgG-ის გამოვლენა უნდა იქნას გამოყენებული წითურას იმუნიტეტის შესაფასებლად, მათ შორის ორსულობის წინ, დროს და მის შემდეგ. CDC: laboratory protocols - rubella Opens in new window CDC: laboratory support for surveillance of vaccine-preventable diseases Opens in new window

რუბელას IgM შეიძლება გამოყენებულ იქნას თანდაყოლილი წითურას სინდრომის დიაგნოზის დასადგენად. საეჭვო შემთხვევები უნდა შემოწმდეს რაც შეიძლება მალე დაბადებიდან და განმეორებით 1 თვის ასაკში, თუ საწყისი IgM ტესტი უარყოფითია. თუ აუცილებელია დაწყვილებული შრატები შეგროვდეს, მეორე ნიმუში უნდა შეგროვდეს მწვავე ნიმუშის შეგროვებიდან 14-დან 21 დღემდე. 3 თვის ასაკში, შემთხვევების დაახლოებით 50%-ში შრატში მაინც იქნება გამოვლენილი წითურას IgM გარდა ამისა, ჩვილში წითურას IgG-ის არსებობა დედის ანტისხეულების შემცირების შემდეგ (9 თვის ასაკი) და ვაქცინაციის ან წითურასთან კონტაქტის არარსებობა დაადასტურებს თანდაყოლილი წითურას სინდრომს[5]

შედეგი

IgM: დადებითი მწვავე ფაზაში; IgG: სეროკონვერსია ან ტიტრის 4-ჯერ მომატება მწვავე და გამოჯანმრთელების ფაზებს შორის

FBC

ტესტი
შედეგი
ტესტი

იშვიათად თრომბოციტოპენია შეიძლება გამოვლინდეს. არსებობს მოსაზრება, რომ ეს იმუნოლოგიურ საფუძველზე ხდება.

შედეგი

როგორც წესი ნორმალურია

გასათვალისწინებელი კვლევები

ვირუსული კულტურა

ტესტი
შედეგი
ტესტი

წითურის ვირუსი შეიძლება, გამოიყოს ცხვირხახის, ყელის, შარდის, სისხლის და CSF სინჯებიდან გამონაყარის გაჩენამდე დაახლოებით 1 კვირით ადრე და 2 კვირის შემდეგ. ვირუსული კულტურების მიღება არ ხდება, ვინაიდან საკმაოდ შრომატევადი პროცედურაა და ის ტარდება მხოლოდ სპეციალიზირებულ რეფერენს ლაბორატორიებში. ეპიდემიოლოგიური თავლსაზრისით მნიშვნელოვანია ვირუსის იზოლირება და უნდა ვცადოთ წითურაზე მტკიცე ეჭვის არსებობისას. ნიმუშების აღება უნდა მოხდეს დაავადების, რაც შეიძლება, ადრეულ ეტაპზე. ინფორმაცია ხელმისაწვდომია დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის(CDC) ლაბორატორიის პროტოკლებიდან. CDC: laboratory protocols - rubella Opens in new window

შედეგი

შესაძლოა დადებითი იყოს

რევერსული ტრანსკრიპტაზის PCR(RT-PCR)

ტესტი
შედეგი
ტესტი

პირდაპირ კლინიკურ ნიმუშში ან საინკუბაციო პერიოდის შემდეგ გამოყვანილ ქსოვილის კულტურაში წითურას რნმ-ის აღმოჩენა ასევე ადასტურებს ინფექციის არსებობას.

კომერციულად და ზოგ ქვეყანაში ეს სახელმწიფო დონეზეც ხელმისაწვდომია. ნაზოფარინგეალური ნაცხი არის ნიმუშის სასურველი ტიპი. RT-PCR-ის სარგებლობა შეზღუდულია, როდესაც ვირუსის აღმოჩენა შესაძლებელია კლინიკურ ნიმუშებში; ნიმუშებში რესპირატორულ გზებიდან, წითურას რნმ, როგორც წესი, ვლინდება გამონაყარის დაწყებამდე 2 დღით ადრე და გამონაყრის გაჩენიდან 4 დღემდე. ნაცხი უნდა შეგროვდეს სიმპტომების დაწყებიდან რაც შეიძლება მალე, სასურველია დაწყებიდან 1-დან 3 დღემდე, მაგრამ არა უგვიანეს 7 დღისა.[5]თანდაყოლილი წითურას სინდრომის საეჭვო შემთხვევების დასადასტურებლად შეიძლება გამოყენებული იქნეს RT-PCR ანალიზები ყელის ნაცხი, ნაზოფარინგეალური ნაცხი და ახალშობილის შარდის ნიმუშები ნიმუშები უნდა შეგროვდეს 3 თვემდე, თუ ეს შესაძლებელია, რადგან 3 თვის ასაკში დაახლოებით 50% აღარ გამოყოფს ვირუსს.[5]

ინფორმაცია ხელმისაწვდომია დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრიდან (CDC). CDC: laboratory protocols - rubella Opens in new window CDC: laboratory support for surveillance of vaccine-preventable diseases Opens in new window

შედეგი

შესაძლოა დადებითი იყოს

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას