კრიტერიუმები

დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრები: 2013 წლის შემთხვევის განსაზღვრება[45]

შესაძლო

  • ნებისმიერი გენერალიზებული, მწვავე გამონაყარი, რომელიც არ აკმაყოფილებს სავარაუდო ან დადასტურებული წითურას ან სხვა დაავადების კრიტერიუმებს.

სავარაუდო

  • უფრო სავარაუდო დიაგნოზის არარსებობა და ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი:

    • გავრცელებული მაკულოპაპულარული გამონაყარის მწვავე დასაწყისი

    • გაზომვისას ცხელება > 37.2°C(99°F)

    • ართრალგია/ართრიტი, ლიმფადენოპათია, ან კონიუნქტივიტი

    • ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევასთან ეპიდემიოლოგიური კავშირის არარსებობა

    • სეროლოგიური ან ვირუსოლოგიური ტესტირება არ ჩატარებულა ან არაფრისმთქმელია.

დადასტურებული

  • პირი, რომელსაც აქვს ან არ აქვს სიმპტომები, აქვს წითურას ინფექციის ლაბორატორიული მტკიცებულება დადასტურებული ერთი ან რამდენიმე შემდეგი ტესტით:

    • წითურას ვირუსის გამოყოფა, ან

    • წითურას ვირუსის სპეციფიკური ნუკლეინის მჟავის აღმოჩენა პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციით

    • IgG სეროკონვერსია ან წითელასმაგვარი წითურას IgG ანტისხეულების ტიტრის მნიშვნელოვანი მატება შრატში მწვავე- და გამოჯამრთელების -ფაზებს შორის სტანდარტული სეროლოგიური ანალიზით

    • წითელასმაგვარი წითურას IgM ანტისხეულის დადებითი ტესტი (შენიშვნა: ცრუ დადებითი აღენიშნება სხვა მწვავე ვირუსული დაავადების და რევმატოიდული ფაქტორის მქონე ადამიანებს).

  • ან დაავადება, რომელსაც ახასიათებს ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი:

    • გავრცელებული მაკულოპაპულარული გამონაყარის მწვავე დასაწყისი

    • გაზომვისას ცხელება > 37.2°C(99°F)

    • ართრალგია/ართრიტი, ლიმფადენოპათია, ან კონიუნქტივიტი

    • ეპიდემიოლოგიური კავშირი წითურას ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევასთან.

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას