შემთხვევის ანამნეზი

შემთხვევის ანამნეზი #1

35 წლის მამაკაცი ჰოსპიტალიზებულია ანამნეზში 3-დღიანი სუბფებრილური ცხელებით, შეუძლოდ ყოფნით, თავის ტკივილით და მუხლების ტკივილით. ამ დილას სახეზე განუვითარდა გამონაყარი, რომელიც გავრცელდა გულმკერდსა და ხელებზე. ფიზიკალური გასინჯვით შესამჩნევია კონიუნქტივის მცირე ჰიპერემია, მსუბუქად გამოხატული ბილატერალური ყურსუკანა ლიმფადენოპათია და წყვეტილი ერითემატოზული პაპულარული გამონაყარი სახეზე, სხეულზე და ხელებზე. პაციენტი ბიზნეს მოგზაურია ნიგერიიდან, რომელიც ჩამოვიდა შეერტებულ შტატებში დაავადეებამდე 1 კვირით ადრე. არ ახსოვს თავისი იმუნიზაციის შესახებ და ამბობს, რომ თანამშრომელს, რომელთანაც ახლო კონტაქტი ჰქონდა, ანალოგიური გამონაყარი ჰქონდა ცოტა ხნის წინ.

შემთხვევის ანამნეზი #2

2820-გრამიანი მდედრობითი სქესის ჩვილი გაუჩნდა 22 წლის პირველმშობიარე დედას დაახლოებით 38 კვირის გაურთულებელი ორსულობის შემდეგ. მცირეწლოვან ბავშვს მსუბუქი ჰეპატოსპლენომეგალია, კანზე მრავლობითი მეწამული ფერის მკვრივი კვანძები, რომელიც ზეწოლით არ ფერმკრთალდება, გაბნეული პეტექიები და 3 ხარისხის ხანგრძლივი შუილი ისმინება მარცხენა ლავიწქვეშა არეში. ბავშვის დედა ემიგრანტია ვიეტნამიდან, ჩამოვიდა ორსულობის მეექვსე თვეზე; ვერ იხსენებს ბავშვობაში ჩატარებულ აცრებს.

სხვა გამოვლინებები

პოსნატალური წითურას ინფექცია შეიძლება, გართულდეს გამოხატული ართრიტით. ეს უფრო ხშირია მოზრდილებში და ქალებში და შეიძლება გაგრძელდეს კვირების და თვეების განმავლობაში. თრომბოციტოპენია ვლინდება დაახლოებით 3000-დან 1 შემთხვევაში, უფრო ხშირად ბავშვებში.[1] სერიოზული ჰემორაგიული გართულებები შეიძლება, განვითარდეს. იშვიათი გართულებები მოიცავს ნევროლოგიურ პათოლოგიებს, მიოკარდიტს, პერიკარდიტს, ჰეპატიტს და ძვლის ტვინის დაზიანებას.

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას