პირველადი პრევენცია

ინფექციის პრევენცია სასიცოცხლო მნიშვნელობისაა ავადობისა და სიკვდილობის შემცირების თვალსაზრისით, რადგან დღესდღეობით ყვითელი ცხელების მკურნალობის სხვა საშუალებები არ არის ხელმისაწვდომი, გარდა დამხმარე თერაპიისა. ძირითადი პრევენციული ღონისძიებები ვაქცინაციას და კოღოს კბენი არიდებას მოიცავს.

ცოცხალი ატენუირებული 17D ვაქცინით იმუნიზაცია რეკომენდებულია ≥9 თვის ადამიანებში, რომლებიც მოგზაურობენ ან ცხოვრობენ ყვითელი ცხელების გავრცელების რეგიონებში (მაგ. აფრიკა, სამხრეთ ამერიკა). ვაქცინა მოგზაურობამდე სულ მცირე 10 დღით ადრე უნდა გაკეთდეს.[18] ბრაზილიაში ამჟამინდელი ეპიდემიის გამო, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) რეკომენდაციას უწევს ყვითელი ცხელების ვაქცინაციას ბრაზილიაში ჩასული საერთაშორისო მოგზაურებისთვის.[19][20]

CDC: yellow fever travel information Opens in new window

დიდი ბრიტანეთის მედიკამენტებისა და ჯანმრთელობის პროდუქტების მარეგულირებელმა სააგენტომ (MRHA) შემოიღო სტანდარტიზებული პრევაქცინაციის ჩამონათვალი, რათა უზრუნველყოფილი იყოს, რომ ყვითელი ცხელების ვაქცინა მითითებულია კონკრეტული მოგზაურობის მიმართულებებისთვის და ვაქცინაციამდე ინდივიდებში არსებული უკუჩვენებების ან სიფრთხილის ზომების იდენტიფიცირებისთვის.

MHRA: yellow fever vaccine (Stamaril): new pre-vaccination checklist Opens in new window

ლაბორატორიაში მომუშავე, ინფიცირების რისკის მქონე პერსონალიც უნდა აიცრას.[18]

WHO-ს რეკომენდაციით დღესდღეობით რეკომენდებულია ვაქცინის ერთეული პირველადი დოზის გამოყენება (კანქვეშ), რომელიც სამუდამო იმუნიტეტს განაპირობებს; 10 წლის შემდეგ ბუსტერ დოზის გაკეთება აღარ არის საჭირო.[21] მიუხედავად იმისა, რომ დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების იმუნიზაციის პრაქტიკის მრჩეველთა კომიტეტის (ACIP) თანახმადაც ვაქცინაციის აღნიშნული გეგმა გამართლებულია მოგზაურთა უმეტესობაში, არსებობს გარკვეული ჯგუფები, რომლებშიც დამატებითი დოზა არის საჭირო:[18]

  • ქალები, რომლებიც ვაქცინის პირველი დოზის მიღებისას ორსულად იყვნენ (აუცილებელია ვაქცინის მეორე დოზა შემდგომ, ინფიცირების რისკის მქონე მოგზაურობამდე)

  • პირები, რომელთაც ვაქცინის პირველი დოზის მიღების შემდეგ ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაცია ჩაუტარდათ (აუცილებელია ვაქცინის მეორე დოზა შემდგომ, ინფიცირების რისკის მქონე მოგზაურობამდე, იმ შემთხვევაში, თუ საკმარისად იმუნოკომპეტენტურნი არიან)

  • პირები, რომლებიც ვაქცინის ბოლო დოზის შემდეგ აივ ვირუსით დაინფიცირდნენ (ყოველ 10 წელიწადში უნდა მიიღონ დამატებითი დოზა, თუ კვლავ ინფიცირების რისკის ქვეშ იმყოფებიან).

უფრო მეტიც, ACIP-ის რეკომენდაციით ბუსტერ დოზა ნაჩვენებია იმ მოგზაურთათვის, რომელთაც ბოლო ვაქცინა ≥ 10 წლის წინ მიიღეს და იმყოფებიან ინფიცირების მაღალი რისკის პირობებში, ადგილმდეობარეობის, სეზონის, მოგზაურობის ხანგრძლივობისა და აქტივობის მიხედვით (მაგ:. გახანგრძლივებული ვიზიტი ენდემურ რეგიონებში). ლაბორატორიის პერსონალს, რომელთაც პირდაპირი კონტაქტი აქვთ ვირუსთან, ყოველ 10 წელიწადს უნდა ჩაუტარდეთ ანტისხეულების ტიტრის განმსაზღვრელი ანალიზი, დამატებითი დოზის საჭიროების დასადგენად.[18] ყველა სააგენტო არ ეთანხმება არსებული მონაცემების ჯანმოს ინტერპრეტაციას.[22]

WHO-ს რეკომენდაციით ეპიდაფეთქებების სამართავად ვაქცინის რეგულარული დოზის 1/5 (ფრაქციული დოზირება) შეიძლება იქნას გამოყენებული, ვაქცინის სიმცირის შემთხვევაში.[23] ფრაქციული დოზირება ეფექტური აღმოჩნდა სეროკონვერსიის სტიმულირებისთვის პაციენტებში, რომლებიც საბაზისო წერტილში სერონეგატიურები იყვნენ, ხოლო მონაწილეთა 97%-ში ტიტრები ვაქცინაციიდან 1 წლის თავზე აღემატებოდა სეროპოზიტიურობის ზღურბლს.[24] გრძელვადიანი კვლევით დადგინდა, რომ ფრაქციული დოზირება იწვევს დაცვით რეაქციას, რომელიც პაციენტების 98%-ში 10 წელიწადზე მეტხანს გრძელდება (განსხვავებით პაციენტების 97%-ისა, რომლებიც სტანდარტულ დოზას იღებდნენ).[25]

CDC-ის თანახმად, ვაქცინა უკუნაჩვენებია 6 თვემდე ასაკის ჩვილებში, ვაქცინის რომელიმე კომპონენტის მიმართ ალერგიის მქონე ადამიანებში (იმუნიზაცია შეიძლება ჩატარდეს დესენსიბილიზაცია, თუ იმუნიზაცია აუცილებელია), თიმუსის დარღვევა, რომელიც დაკავშირებულია იმუნური უჯრედების პათოლოგიურ ფუნქციონირებასთან, სიმპტომატური აივ. ინფექცია ან CD4 რაოდენობა <200 უჯრედი/მმ³ (ან <15% მთლიანი ლიმფოციტების 6 წლამდე ასაკის ბავშვებში), პირველადი იმუნოდეფიციტები, ავთვისებიანი ნეოპლაზმები, ორგანოთა გადანერგვის პაციენტები და იმუნოსუპრესიულ ან იმუნომოდულატორულ თერაპიაზე მყოფი პაციენტები.CDC-is ვაქცინაცია სიფრთხილეს მოითხოვს 6-8 თვის ბავშვებში, ≥60 წლის ადამიანებში, ასიმპტომური აივ ინფექციის დროს და როცა CD4-ის რაოდენობა შეადგენს 200-499 უჯრ/მმ³ (ან ლიმფოციტების საერთო რაოდენობის 15%-დან 24%-მდე <6 წლის ბავშვებში), ასევე ორსულ ქალებში და მეძუძურ დედებში.[10]

მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინა ზოგადად პრევენციის უსაფრთხო და ეფექტურ ფორმად მიიჩნევა, პაციენტებში, რომლებიც არიან იმუნოსუპრესიული, აქვთ თიმუსის დარღვევები და არიან ≥60 წლის, დაფიქსირებულა სიცოცხლისთვის საშიში არასასურველი რეაქციების მომატებული რისკი. სერიოზული არასასურველი ეფექტები მოიცავს ვაქცინასთან დაკავშირებულ ვისცეროტროპულ (ველური ტიპის დაავადების მსაგვსი დაავადება) და ნეიროტროპულ დაავადებებს (მაგ. მენინგოენცეფალიტი, გიენ-ბარეს სინდრომი, მწვავე დისემინირებული ენცეფალომიელიტი, კრანიული ნერვის დამბლა).[18][26]ერთ-ერთი კველევის თანახმად, აღნიშნული მოვლენები 0 /14.6 მილიონ დოზაზე თანაფარდობით ვითარდება; თუმცა გართულებათა უფრო მაღალი სიხშირე დაფიქსირდა ≥ 60 წლის და იმუნოკომპრომისულ პირებში.[26] უფრო ხშირი გვერდითი ეფექტები მოიცავს ზომიერ სისტემურ ეფექტებს, როგორიცაა დაბალი ხარისხის ცხელება, თავის ტკივილი და მიალგია, რომელიც იწყება ვაქცინაციის შემდეგ დღეებში და გრძელდება 5-10 დღე.[10] ერთ-ერთი მცირე კვლევით, რომელიც გაფანტული სკლეროზის (MS) მქონე პაციენტების ყვითელი ცხელების საწინააღმდეგო ვაქცინით იმუნიზაციას იკვლევდა, გამოვლინდა გაფანტული სკლეროზის გამწვავებების უფრო მაღალი სიხშირე. აღნიშნული ხაზს უსვამს ასეთ პაცენტებში ვაქცინის შემოთავაზებამდე რისკ-სარგებელის ფრთხილი შეფასების საჭიროებას.[27] პაციენტთა 50%-ში ვაქცინა დაბალი ხარისხის ვირემიას იწვევს. მიუხედავად იმისა, რომ ვირემიას კლინიკურად დიდი დატვირთვა არ გააჩნია, ორსულებში ან იმუნოკომპრომისულ პირებში მან შეიძლება სერიოზული გართულებები გამოიწვიოს.[28][29]

ყვითელი ცხელების და წითელა-წითურა-ყბაყურის საწინააღმდეგო ვაქცინების ერთდროული გამოყენება, როგორც ჩანს, აქვეითებს ორივე ვაქცინის ეფექტურობას, მოსალოდნელზე ნაკლები სეროკონვერსიის სახით.[30] ცოცხალი ვირუსული ვაქცინები უნდა ჩატარდეს ან ერთდროულად ან ინტერვალით მინიმუმ 30 დღის განმავლობაში, თუ ერთდროული მიღება შეუძლებელია.[10]

ძალიან იშვიათი მაგრამ პოტენციურად ფატალური არასასურველი რეაქციის რისკის გამო, გაერთიანებული სამეფოს წამლებისა და სამედიცინო პროდუქტების რეგულირების სააგენტო რეკომენდაციას უწევს შემდეგ დამატებით ზომებს:[31]

  • ვაქცინაცია უკუნაჩვენებია იმ პირებისთვის, რომლებსაც ამოკვეთილი აქვთ თიმუსი, იღებენ იმუნოსუპრესორულ ან იმუნომოდულატორულ ბიოლოგიურ პრეპარატებს, ან რომელთა პირველი რიგის ნათესავს ანამნეზში აღენიშნება ყვითელი ცხელების ვაქცინასთან დაკავშირებული ვისცეროტროპული ან ნეიროტროპული დაავადება, რომელიც არ არის დაკავშირებული რომელიმე ცნობილ სამედიცინო რისკ-ფაქტორთან

  • ვაქცინაცია სიფრთხილეს საჭიროებს 60 ან მეტი წლის ადამიანებში; ჩაატარეთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ყვითელი ცხელების ინფიცირების რისკი მნიშვნელოვანი ან გარდაუვალია (მაგ. მოგზაურობა ისეთ რეგიონებში, სადაც არსებობს ყვითელი ცხელების გადაცემის მიმდინარე ან პერიოდული რისკი)

  • ვაქცინაცია შეიძლება ჩაატარონ მხოლოდ ჯანდაცვის პროფესიონალებმა, რომლებსაც აქვთ გამოცდილება ყვითელი ცხელების ვაქცინაციის რისკისა და სარგებელის შეფასებაში და მხოლოდ პირის მოგზაურობის მარშრუტისა და ვაქცინაციისთვის ამ პირის შესაბამისობის ინდივიდუალური შეფასების შემდგომ.

ზოგიერთი ქვეყანა მათ ტერიტორიაზე შესვლამდე ვაქცინაციის დასტურს ითხოვს.[18] ვაქცინაციის ან პროფილაქტიკის სრული საერთაშორისო სერტიფიკატი იმუნიზირებული პირის სიცოცხლის ბოლომდე ძალაშია, ამასთან ყოველ 10 წელიწადში ბუსტერ დოზის საჭიროება 2016 წლის ივნისში მოიხსნა. მიუხედავად აღნიშნულისა, მოგზაურებმა ყოველთვის უნდა გადაამოწმონ კონკრეტული ქვეყნების საზღვრის გადასაკვეთად საჭირო მოთხოვლინებები.

WHO: countries with risk of yellow fever transmission and countries requiring yellow fever vaccination Opens in new window

PAHO/WHO: updated requirements for the International Certificate of Vaccination or Prophylaxis (ICVP) with proof of vaccination against yellow fever Opens in new window

კოღოს ნაკბენისგან თავის დაცვა

  • კოღოს ნაკბენის თავიდან არიდება მნიშვნელოვნად ამცირებს ყვითელი ცხელების რისკს. მოგზაურთათვის ნაჩვენებია გამოიყენონ მწერების მოსაშორებელი ხსნარები შიშველ კანზე, რათა თავიდან აირიდონ კოღოს ნაკბენი. EPA-ზე დარეგისტრირებული რეპელენტებია DEET და პიკარიდინი. 30-50%-ანი DEET ეფექტურია რამდენიმე საათის განმავლობაში. პიკარიდინი 7% და 15% ხსნარის სახით არის ხელმისაწვდომი, ამიტომ უფრო ხშირ გამოყენებას საჭიროებს. DEET 50%-ანი ხსნარი რეკომენდებულია როგორც ზრდასრულებისთვის, ისე 2 თვეზე მეტი ასაკის ბავშვებისთვის. 2 თვემდე ჩვილების კოღოს ნაკბენისგან დაცვა სპეციალური კოღოს საწინააღმდეგო ბადით უნდა მოხდეს, რომელიც ელასტიური ბოლოთი მჭიდროდ ემაგრება ბავშვის სატრანსპორტო მოწყობილობას. მზისგან დამცავი კრემის გამოყენების შემთხვევაში, ჯერ ეს უკანასკნელი უნდა წაისვას და შემდეგ რეპელენტი. აუცილებელია რეპელენტის ჩამობანა დღის ბოლოს, დაძინებამდე.

  • ენდემურ რეგიონებში მოგზაურებმა აუცილებლად ჩატანიებული გრძელსახელოიანი მაისურები, გრძელი შარვლები და ქუდები უნდა ატარონ, რათა კანის შიშველი ნაწილები კოღოსაგან დაიცვან. პერმეთრინის შემცველი აგენტები (მაგ. პერმანონი) ან მწერების სხვა რეპელენტები აგრეთვე გამოიყენება ტანსაცმლის, ფეხსაცმელების, კარვების, კოღოს საწინააღმდეგო ბადეებისა და სხვა აღჭურვილობის დასამუშავებლად, დამცავი ეფექტის გაძლიერების მიზნით. რეპელენტების უმეტესობა ტანსაცმლიდან და სხვა აღჭურვილობიდან პირველივე გარეცხვისას შორდება, პერმეთრინის შემცველი ხსნარი კი 5 გარეცხვამდე ინარჩუნებს ეფექტურობას. კოღოს კბენის პიკური სიხშირე შეინიშნება შებინდებიდან გათენებამდე; თუმცა, Aedes aegypti, აფრიკაში ყვითელი ცხელების გავრცელების ყველაზე ეფექტური გადამტანი, დღის განმავლობაში იკვებება. CDC რეკომენდაციას უწევს დღის განმავლობაში, საღამოსა და ადრე დილით მწერების რეპელენტის და დახურული ტანსაცმლის გამოყენებას ან დღის აღნიშნულ პერიოდში გარე აქტივობებისგან თავის შეკავებას ისეთ ადგილებში, სადაც ყვითელი ცხელების რისკი მაღალია.[32]

მეორეული პრევენცია

ზოგიერთ ქვეყანაში ყვითელი ცხელება შეტყობინებადი დაავადებაა. რადგან ვირუსული ჰემორაგიული ცხელების, მათ შორის ყვითელი ცხელების დიაგნოზი შეიძლება ბიოტერორიზმის შესაძლებლობაზე მიუთითებდეს, აუცილებელია შეტყობინება გადაეცეს ადგილობრივი ჯანდაცვის ორგანოებს.[14][47][48]

პაციენტიდან პაციენტზე ან პაციენტიდან პერსონალზე ინფექციის გავრცელება არ ხდება, მაგრამ აუცილებელია პაციენტის იზოლირება/დაცვა კოღოს დამატებითი კბენისაგან (მაგ:. შენობის შიგნით დარჩენა) ცხელების განვითარებიდან დაახლოებით 5 დღემდე, რათა ტრანსმისიის ციკლი დაიღვეს.

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას