ეტიოლოგია

ყვითელი ცხელების ვირუსი Flaviviridae ოჯახის არბოვირუსია, გვარი Flavivirus. ეს არის ერთძაფიანი, დადებითი IV ჯგუფის რნმ ვირუსი, რომელიც აფრიკაში გადაეცემა Aedes (ძირითადად Aedes aegypti) კოღოების მიერ, ხოლო ამერიკაში Aedes და Haemagogus კოღოების მიერ. გამოარჩევენ ერთ სეროტიპსა და სულ მცირე 5 გენოტიპს. მას გააჩნია ვირუსული მემბრანა, რომელიც ორმაგი ლიპიდური შრისგან შედგება, ალაგალაგ განლაგებული მემბრანული ცილების (E) დიმერებით. ეს უკანასკნელი უჯრედის კედელზე არსებულ გლიკოზამინოგლიკანურ რეცეპტორებთან დაკავშირებასა და ვირუსის ინტერნალიზაციას განაპირობებს. კონკრეტული E-ცილის ეპიტოპის წინააღმდეგ მიმართული ანტისხეულები ხელს უშლის ვირუსის ინტერნალიზაციას და შესაბამისად, დამცავი ფუნქცია გააჩნია.[2][Figure caption and citation for the preceding image starts]: Aedes aegypti მდედრი კოღოCDC/პროფ. ფრენკ ჰადლი კოლინსი, ნოტრ-დამის უნივერსიტეტი [Citation ends].com.bmj.content.model.Caption@4b38b7d2

განასხვავებენ ვირუსის ტრანსმისიის 3 კარგად დოკუმენტირებულ ციკლს.

  • ცხოველური ფორმა: ვირუსი ძირითადად ტროპიკულ ტყეებში ბინადარ მაიმუნებში გვხვდება. იშვიათად ვრცელდება ადამიანებზე, რომლებიც ხშირად სტუმრობენ აღნიშნულ რეგიონებს.

  • შუალედური ფორმა: სოფელში მცხოვრებ ადამიანებსა და მაიმუნებში გვხვდება, სადაც ინფექციის ადამიანიდან ადამიანზე გავრცელება მცირე ზომის ეპიდაფეთქებებს იწვევს.

  • ქალაქის ფორმა: მჭიდროდ დასახლებულ ქალაქებში გვხვდება და მოიცავს ადგილობრივ კოღოებს, რასაც პაციენტთა დიდი რაოდენობით ინფიცირება და სიკვდილობა მოჰყვება.

[Figure caption and citation for the preceding image starts]: ყვითელი ცხელების ტრანსმისიის ტიპებიჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია [Citation ends].com.bmj.content.model.Caption@20cb1b00

პათოფიზიოლოგია

ინკუბაციური პერიოდი 3-დან 6-დღემდეა. შესაბამისი გადამტანის მიერ ინოკულაციის შემდეგ, E ცილები აადვილებენ ვირუსის უჯრედის კედელზე არსებულ გლიკოსამინოგლიკან რეცეპტორებთან დაკავშირებას და მის ინტერნალიზაციას. ვირუსი თავდაპირველად ლიმფურ ქსოვილებში მრავლდება, რასაც ვირემია მოჰყვება და შედეგად ვირუსი სხვა ორგანოებში ვრცელდება: განსაკუთრებით ღვიძლში და თირკმლებში. დასენიანებულ ჰეპატოციტებში ეოზინოფილური დეგენერაციული პროცესები მიმდინარეობს და შედეგად წარმოიქმნება კონდენსირებული ქრომატინის გროვები (კონსილმანის სხეულაკები). დამახასიათებელია ღვიძლის წილების შუა ზონის ჩართულობა, პორტალური ტრაქტისა და ცენტრალური ვენის გარშემო უჯრედები კი არ ზიანდება.[13] თირკმლის დაზიანება ხასიათდება მილაკოვანი ეპითელიუმის ეოზინოფილური და ცხიმოვანი ცვლილებებით. ყვითელი ცხელებისთვის დამახასიათებელი ალბუმინურია გლომერულური ფუნქციის ცვლილებებზე მიუთითებს.

სიკვდილს წინ უძღვის ციტოკინების დისრეგულაცია შემდგომი გულ-სისხლძარღვთა შოკით და მულტიორგანული უკმარისობით.[14] საინტერესოა, რომ ინტოქსიკაციის ფაზის განმავლობაში აღნიშნულ ცვლილებებს წინ ვირუსის ფსევდოკლირენსი უსწრებს, როდესაც ადრეული გამანეიტრალებელი ანტისხეულები წარმოიქმნება.[2]

[Figure caption and citation for the preceding image starts]: ელექტრული მიკროსკოპით დანახული ყვითელი ცხელების ვირუსის ნაწილაკებიCDC Public Health Image Library [Citation ends].com.bmj.content.model.Caption@7ef51113

კლასიფიკაცია

ICD-10

A95: ყვითელი ცხელება

  • A95.0: გარეულ ცხოველთა ყვითელი ცხელება/ჯუნგლების ყვითელი ცხელება

  • A95.1: ქალაქის ყვითელი ცხელება

  • A95.9: ყვითელი ცხელება, განუსაზღვრელი.

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას