კრიტერიუმები
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია: საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეპიდზედამხედველობისთვის შემთხვევის განსაზღვრებები (2015)[38]
შესაძლო შემთხვევა
ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც უეცრად უვითარდება ცხელება, თანდართული სიყვითლით სიმპტომების გამოვლენიდან 14 დღეში.
სავარაუდო შემთხვევა
შესაძლო შემთხვევა; დამატებით ერთი ქვემოთ ჩამოთვლილთაგან:
არაიმუნიზირებულ პირებში ყვითელი ცხელების საწინააღმდეგო IgM ანტისხეულები დაავადების გამოვლენამდე 30 დღით ადრე; ან
აუტოფსიისას ღვიძლის დადებითი ჰისტოპათოლოგიური ცვლილებები; ან
ეპიდემიოლოგიური კავშირი დადასტურებულ შემთხვევასთან ან ეპიდაფეთქებასთან.
დადასტურებული შემთხვევა
სავარაუდო შემთხვევა და ქვემოთ ჩამოთვლითაგან ერთ-ერთი:
ყვითელი ცხელების საწინააღმდეგო იმუნიზაციის არარსებობა დაავადების გამოვლენამდე 30 დღით ადრე და ქვემო ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი:
ყვითელი ცხელების სპეციფიკური IgM დეტექცია; ან
ყვითელი ცხელების საწინააღდეგო IgM-ის ოთხჯერადი მატება ან IgG ტიტრის ცვლილება მწვავე და გამოჯანმრთელების პერიოდში აღებულ ნიმუშებს შორის ან ორივე; ან
ყვითელი ცხელების სპეციფიკური გამანეიტრალებელი ანტისხეულების დეტექცია.
ყვითელი ცხელების საწინააღმდეგო იმუნიზაციის არარსებობა დაავადების გამოვლენამდე 14 დღით ადრე და ქვემოთ ჩამოთვლითაგან ერთ-ერთი:
PCR-ით ყვითელი ცხელების ვირუსის გენომის დეტექცია სისხლში ან სხვა ორგანოებში; ან
იმუნური ანალიზების მეშვეობით ყვითელი ცხელების ანტიგენის დეტექცია სისხლში, ღვიძლში ან სხვა ორგანოებში; ან
ყვითელი ცხელების ვირუსის იზოლირება.
ტერმინი 'ყვითელი ცხელების სპეციფიკური' გულისხმობს, რომ ანტისხეულების განმსაზღვრელი ტესტები (მაგ:. IgM ან გამანეიტრალებელი ანტისხული) უარყოფითია სხვა ფლავივირუსებზე. ტესტირება უნდა მოიცავდეს სულ მცირე დენგეს ცხელების და დასავლეთ ნილოსის ვირუსის საწინააღმდეგო IgM-ს, თუმცა ადგილობრივი ეპიდემიოლოგიური მახასიათებლების გათვალისწინებით სხვა ფლავივირუსებსაც შეიძლება მოიცავდეს (მაგ. ზიკას ვირუსი).
დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრები: 2019 წლის შემთხვევის განსაზღვრება[36]
კლინიკური კრიტერიუმი
კლინიკურად თავსებადი შემთხვევა განისაზღვრება, როგორც:
მწვავე დაავადება და, სულ მცირე, ერთ-ერთი ქვემოთ ჩამოთვლილიდან: ცხელება, სიყვითლე ან საერთო ბილირუბინის დონე ≥3 მგ/დლ; და
უფრო მეტად სავარაუდო სხვა კლინიკური ახსნის არარსებობა
სავარაუდო შემთხვევა
კლინიკურად და ეპიდემიოლოგიურად თავსებადი შემთხვევა:
ყვითელი ცხელების ვირუსისთვის სპეციფიკური იმუნოგლობულინი M ანტისხეულები თავზურგტვინის სითხეში (CSF) ან შრატში; და
უარყოფითი შედეგები იმ არბოვირუსების იმუნოგლობულინ M-ზე, რომლებიც ენდემურია ექსპოზიციის შემთხვევის რეგიონისთვის; და
არ აღინიშნება ყვითელი ცხელების ვაქცინაციის ისტორია.
დადასტურებული შემთხვევა
კლინიკურად თავსებადი შემთხვევა, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგი კრიტერიუმებიდან ერთ ან მეტს:
ყვითელი ცხელების ვირუსის გამოყოფა ან ყვითელი ცხელების ვირუსული ანტიგენის ან ნუკლეინის მჟავის დემოსნტრირება ქსოვილში, სისხლში, თავზურგტვინის სითხეში ან სხვა ბიოლოგიურ სითხეში და ყვითელი ცხელების საწინააღმდეგო ვაქცინაციის ანამნეზი არ აღინიშნება დაავადების დაწყებამდე 30 დღის განმავლობაში, გარდა შემთხვევისა, როდესაც არ არსებობს ველური ტიპის ყვითელი ცხელების ვირუსით ინფექციის მოლეკულური მტკიცებულება
ყვითელი ცხელების ვირუსის სპეციფიკური მანეიტრალიზებელი ანტისხეულების ტიტრების ოთხჯერ ან მეტჯერ მატება ან დაცემა დაწყვილებულ შრატებში და დაავადების დაწყებამდე 30 დღის განმავლობაში ყვითელი ცხელების საწინააღმდეგო ვაქცინაციის ისტორია არ ფიქსირდება
ყვითელი ცხელებისთვის სპეციფიკური იმუნოგლობულინი M ანტისხეულები თავზურგტვინის სითხეში ან შრატში, ვირუსისთვის სპეციფიკური მანეიტრალიზებელი ანტისხეულების დამადასტურებელ პასუხთან ერთად იმავე ან გვიან აღებულ ნიმუშშია და არ აღინიშნება ყვითელი ცხელების საწინააღმდეგო ვაქცინაციის ისტორია.
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას