ანამნეზი და გასინჯვა

ძირითადი დიაგნოსტიკური ფაქტორები

ხშირი

რისკ-ფაქტორების არსებობა

ყვითელი ცხელების რისკფაქტორებია ენდემურ რეგიონებში (ცენტრალური და სამხრეთ ამერიკა, კარიბის ზღვის აუზი, აფრიკა) ბოლოდროინდელი მოგზაურობის ანამნეზი, იმუნიზაციის ნაკლებობა, კოღოს ნაკბები (პაციენტები ხშირად იხსენებენ კბენის შემთხვევებს) და წვიმიან ან ადრეულ მშრალ სეზონზე მოგზაურობა.

ცხელება

ინფექციის შემთხვევათა უმრავლესობა უსიმპტომოა. სიმპტომური შემთხვევების უმრავლესობა მწვავე ფებრილური დაავადების სახით ვლინდება, 39°C (102°F) საშუალო ტემპერატურით, რომელიც 2-დან 6 დღემდე გასტანს.[2]

კონსტიტუციური სიმპტომები

ინფექციის საწყისი პერიოდი ხასიათდება არასპეციფიკური სიმპტომების უეცარი განვითარებით, როგორებიცაა ცხელება (საშუალო ტემპერატურა 39°C (102°F)), თავის ტკივილი, მიალგია, თავბრუსხვევა და დაღლილობა, რომლებიც 2-დან 6 დღემდე გასტანს.[2]

კონიუნქტივის ჰიპერემია

ინფექციური პერიოდის დამახასიათებელი ნიშანი.

იშვიათი

შედარებითი ბრადიკარდია (ფაგეტის ნიშანი)

ინფექციური პერიოდისთვის დამახასიათებელი ნიშანი, როდესაც ცხელების მიუხედავად ტაქიკარდია არ ვითარდება, თუმცა ყველა პაციენტში არ გვხვდება.

ბიფაზური დაავადება

2-დან 6 დღემდე მიმდინარე მწვავე ფებრილური დაავადების თავდაპირველი გამოვლინების შემდეგ (ინფექციური პერიოდი), პაციენტთა 15-25%-ს დაავადების უფრო მძიმე ფორმა უვითარდება (ინტოქსიკაციის პერიოდი) გამოხატული სიყვითლით, ცხელებით, მუცლის ტკივილით, თირკმლის უკმარისობითა და ჰემორაგიული დიათეზით, რომელიც 24-დან 48 საათიანი უსიცხო პერიოდის შემდეგ ვითარდება (რემისიის პერიოდი).[2]

ჰემორაგიული დიათეზი

პაციენტთა 15-25%-ს შეიძლება განუვითარდეს იოლი ან სიცოცხლისთვის საშიში ფორმის ჰემორაგიული ცხელება, გამოხატული პეტექიებით, ექიმოზებით ან ღია სისხლდენით ღრძილებიდან, ცხვირიდან, ლორწოვანიდან ან ფლებოტომიის ადგილიდან.[2]

თირკმლის უკმარისობის ნიშნები

ინტოქსიკაციის პერიოდის განმავლობაში ხშირია თირკმლის უკმარისობა, რომელსაც თან ახლავს პროტეინურია და/ან ღვიძლის უკმარისობა (ჰეპატორენურლი უკმარისობა).

ღვიძლის უკმარისობის ნიშნები

ჰემორაგიული ცხელების მქონე პაციენტებში, ტრანსამინაზების რაოდენობა დაავადების სიმძიმეს ასახავს. შეიძლება განვითარდეს ღვიძლის უკმარისობა, რომელსაც ხშირად თან ახლავს თირკმლის უკმარისობა (ჰეპატორენული უკმარისობა).

სიყვითლე

შეიძლება განვითარდეს ინტოქსიკაციის პერიოდის დროს.

სხვა დიაგნოსტიკური ფაქტორები

იშვიათი

ჰიპოტენზია

ავის მომასაწავებელი ნიშანი შორსწასული დაავადების მქონე პირებში, რომელიც, როგორც წესი, არ რეაგირებს სითხით და ვაზოპრესორებით თერაპიაზე.

მუცლის ტკივილი, ღებინება და ლეთარგია

ინტოქსიკაციის პერიოდი სიმპტომების განმეორებითი გამოვლინებით ხასიათდება და ხშირად თან ახლავს მუცლის ტკივილი, პირღებინება და ლეთარგია.

რისკფაქტორები

ძლიერი

ენდემურ რეგიონებში ბინადრობა ან მოგზაურობა

ენდემური ქვეყნები განლაგებულია ეკვატორიდან 15°N-დან 10°S-მდე და მოიცავს აფრიკას, კარიბის ზღვის აუზს და სამხრეთ და ცენტრალურ ამერიკას.

მოგზაურებში ინფიცირების რისკი რამდენიმე ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორის იმუნიზაციის სტატუსზე, მოგზაურობის მიმართულებაზე, სეზონზე, ექსპოზიციის ხანგრძლივობაზე, მოგზაურობისას ოკუპაციურ ან რეკრეაციულ აქტივობებზე და ადგილობრივად ვირუსის ტრანსმისიის სიხშირეზე. ინფიცირების რისკი ეპიდაფეთქებების დროს უფრო მაღალია.

ენდემურ რეგიონში 2 კვირიანი ვიზიტის შემთხვევაში არავაქცინირებული მოგზაურების ინფიცირებისა და სიკვდილობის საშუალო რისკი დასავლეთ აფრიკაში 50/100 000 და 10/100 000 შედგენს, შესაბამისად. სამხრეთ ამერიკაში კი 5/100 000 და 1/100 000.[10]

CDC: yellow fever maps Opens in new window

WHO: countries with risk of yellow fever transmission and countries requiring yellow fever vaccination Opens in new window

ECDC: yellow fever distribution and areas of risk in Brazil Opens in new window

იმუნიზაციის ნაკლებობა

იმუნიზაცია ძალიან ეფექტურია ყვითელი ცხელების პრევენციის თვალსაზრისით. დადასტურებული ინფექციის მქონე არცერთ მოგზაურს არ აღენიშება ყვითელი ცხელები საწინააღმდეგო იმუნიზაციის ანამნეზი.[1][15][16]

იმ შემთხვევაში, თუ იმუნიზაცია შორეულ წარსულში ჩატარდა ან ვაქცინაციის თაობაზე მიღებული ინფორმაცია არ არის სანდო, პაციენტი არავაქცინირებულად უნდა ჩაითვალოს.[1][15]

კოღოს ნაკბენი

იქიდან გამომდინარე, რომ კოღო ყვითელი ცხელების ერთადერთი ცნობილი გადამტანია, მისი ნაკბენის პრევენცია დამცავია, თუმცა რთული განსახორციელებელი. ყვითელი ცხელება აფრიკაში გადაეცემა Aedes კოღოებით, ხოლო ამერიკაში Haemagogus კოღოებით. მიუხედავად იმისა, რომ ინფექციის ტროპიკური ტკიპას მიერ ტრანსმისიის ექსპერიმენტული შემთხვევები არსებობს, ადამიანებში მსგავსი ფორმა არ დაფიქსირებულა.[17]

სუსტი

წვიმიანი და ადრეული მშრალი სეზონის დროს მოგზაურობა

აღნიშნული სეზონები ყვითელი ცხელების ტრანსმისიის ყველაზე მაღალი რისკით ხასიათდება, კოღოთა დიდი რაოდენობის გამო.[13]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას