კვლევები
1-ად შესაკვეთი გამოკვლევები
FBC
ტესტი
ხშირია ძირითადად ნეიტროპენიით მიმდინარე ლეიკოპენია, თუმცა ყვითელი ცხელებისთვის არ არის სპეციფიკური.
შედეგი
ლეიკოპენია (ლეიკოციტების რაოდენობა <2500/მლ), ნეიტროპენია
ღვიძლის ფუნქციური სინჯები
კოაგულაციური სკრინინგი
ტესტი
კოაგულაციის პრობლემები, როგორებიცაა მომატებული პროთრომბინის დრო, თრომბოციტოპენია და სისხლში ფიბრინოგენის ნაწილაკები, დისემინირებული სისხლძარღვშიდა შედედების მანიშნებელია.
შედეგი
მომატებული PT, შემცირებული თრომბოციტები, სისხლში ფიბრინოგენის ნაწილაკები დისემინირებული სისხლძარღვშიგა შედედების დროს
უკუტრანსკრიპაზული პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია (RT-PCR)
ტესტი
უპირატესი ლაბორატორიული ტესტი ყვითელი ცხელების ინფექციის საეჭვო შემთხვევების დროს. ვირუსული რნმ-ის იდენტიფიცირება შესაძლებელია სიმპტომების დაწყებიდან 10 დღის განმავლობაში. ზოგჯერ ის 10 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში იდენტიფიცირდება (დაფიქსირებულა 14 დღემდე), განსაკუთრებით მძიმე შემთხვევებში.[33]
დადებითი შედეგი ადასტურებს დიაგნოზს და შემდგომი კვლევები საჭირო არ არის. თუ პასუხი უარყოფითია, რეკომენდებულია შემდგომი სეროლოგიური ტესტირება.[33]
დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების რეკომენდაციით RT-PCR არ უნდა იქნას გამოყენებული ყვითელი ცხელების დიაგნოზის გამოსარიცხად, რადგან სიმპტომების გამოვლენის დროისთვის ვირუსული რნმ უკვე აღარ შეინიშნება.[10]
შედეგი
დადებითია ყვითელი ცხელების ვირუსის რნმ-ზე
სეროლოგია
ტესტი
IgM ELISA (ან ნებისმიერი სხვა იმუნოფერმენტული ტესტები, როგორიცაა იმუნოფლუორესცენცია) რეკომენდებულია მე-6 დღიდან უარყოფითი RT-PCR პასუხის მქონე პაციენტებში. ლაბორატორიული დადასტურება მოითხოვს სეროკონვერსიას მწვავე და გამოჯანმრთელების ფაზებში აღებულ წყვილ ნიმუშებში (რომლებიც სულ მცირე ერთი კვირის ინტერვალით უნდა იყოს აღებული), როცა ანტისხეულების ტიტრი ნიმუშებს შორის სულ მცირე 4-ჯერ იზრდება.[33]
IgM-ის დადებითი პასუხის შემდეგ უნდა გაკეთდეს IgM-ის დიფერენციული ტესტირება, რომელიც შეესაბამება რეგიონის ეპიდემიოლოგიურ სიტუაციას (მათ შორის დენგეს და ზიკას ვირუსზე). დიფერენციული ტესტის დადებითი პასუხი მიუთითებს ფლავივირუსის ინფექციაზე, მაგრამ არ გამორიცხავს ყვითელ ცხელებას. დიფერენციული ტესტის უარყოფითი პასუხი მიუთითებს ყვითელი ცხელების სავარაუდო შემთხვევაზე; თუმცა, ერთ ნიმუშში დადებითი IgM ტესტი არ არის დამადასტურებელი.[33]
IgM-ის უარყოფითი ტესტი ნიმუშზე, რომელიც აღებულია სიმპტომების გამოვლენიდან ≥8 დღეში, გამორიცხავს ყვითელი ცხელების დიაგნოზს. IgM-ის უარყოფითი ტესტი ნიმუშზე, რომელიც აღებულია სიმპტომების გამოვლენიდან <8 დღეში, ითვლება არადამაჯერებლად და ტესტირება ხელმეორედ უნდა გაკეთდეს.[33]
შეიძლება აღინიშნებოდეს ყვითელი ცხელების იმუნოგლობულინი M ანალიზის ჯვარედინი რეაქტიულობა სხვა ფლავივირუსებთან, განსაკუთრებით მეორეულ ფლავივირუსულ ინფექციებთან.
შედეგები ფრთხილად უნდა შევაფასოთ იმ რეგიონებში, სადაც აქტიურად მიმდინარეობს ვაქცინაციის კამპანია, ვინაიდან ანტისხეულები ვაქცინაციის შედეგად შეიძლება გამომუშავდეს.
ასევე შიძლება გამოვიყენოთ IgG ELISA და ბალთის შემცირების განეიტრალების ტესტი (PRNT). PRNT უფრო სპეციფიკურია IgM და IgG ტესტთან შედარებით, მაგრამ ის სპეციალიზებულ ლაბორატორიას მოითხოვს და კვლავ პრობლემად რჩება ჯვარედინი რეაქტიულობა სხვა ფლავივირუსებთან.
ამჟამად არ არსებობს კომერციულად ხელმისაწვდომი IgM ELISA კომპლექტები; თუმცა, დაწყებულია ELISA კომპლექტის (ELISA YF MAC HD) ახალი საცდელი ვერსიის გამოშვება.[37]
შედეგი
დადებითია ყვითელი ცხელების ვირუსის ანტისხეულებზე
გასათვალისწინებელი კვლევები
ელექტროკარდიოგრამა
ტესტი
მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული გამოვლინება არც სპეციფიკურია და არც სენსიტიური, ყვითელი ცხელება მაინც უფრო ხშირად ასოცირდება მიოკარდიუმის დაზიანებასთან, ვიდრე დიფირენციული დიაგნოზის სიაში არსებული სხვა დაავადებები.
შედეგი
ST-T სეგმენტის ცვლილებები მიოკარდიული დაზიანების მანიშნებელია
ჰისტოპათოლოგია
ტესტი
ღვიძლის ნიმუშის (და სხვა ქსოვილების) ჰისტოპათოლოგიური ანალიზი რეკომენდებულია მხოლოდ ფატალურ შემთხვევებში.
შედეგი
ყვითელი ცხელების დამახასიათებელი ნიშნები
ახალი ტესტები
ვირუსის იზოლირება
ტესტი
ქსოვილების კულტურაში (Vero, AP-61, SW-13, BHK-21 უჯრედები), ტვინის ქსოვილში (თაგვებში ვირუსის ინტრაცერებრული ინოკულაცია) ან კოღოს უჯრედებში ვირუსის პირდაპირი დეტექცია სენსიტიურია, ისევე, როგორც სპეციფიკური. ბაზარზე არ არის ხელმისაწვდომი და ჩასატარებლად საჭიროებს სპეციალური რეფერალურ ლაბორატორიას.[1][34]
შედეგი
ყვითელი ცხელების ვირუსის გამოყოფა
ნუკლეინის მჟავის იზოთერმული ამპლიფიკაციის ანალიზი
ტესტი
აღინიშნა რამდენიმე წარმატებული მცდელობა ყვითელი ცხელების ვირუსის გენომის დეტექციის იზოთერმული პროტოკოლის შესაქმნელად, რომელიც შეიძლება ისეთი შეზღუდული პირობების შემთხვევაში გამოიყენოს, სადაც სტანდარტული PCR ვერ ტარდება.[35]
შედეგი
დადებითია ყვითელი ცხელების ვირუსის რნმ-ზე
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას