მკურნალობის ალგორითმი

მიაქციეთ ყურადღება, რომ ფორმულა/შეყვანის გზა და დოზა შეიძლება განსხვავებული იყოს მედიკამენტების დასახელების და ბრენდის, ფორმულარის ან გეოგრაფიული ადგილმდებარეობის მიხედვით. მკურნალობის შესახებ რეკომენდაციები სპეციფიკურია პაციენტის ჯგუფების მიხედვით: იხილეთ გაფრთხილება

მწვავე

ცხელება

Back
1-ლი რიგის – 

პარაცეტამოლი + დამხმარე თერაპია

ინფექციური ერითემის შემთხვევათა უმრავლესობა არ საჭიროებს სპეციფიკურ თერაპიას ცხელებისა და ართრიტის/ართრალგიის სიმპტომური მკურნალობის გარდა. პაციენტი შეგიძლიათ დაამშვიდოთ.

როგორც სხვა ვირუსული დაავადებების დროს, ჰიდრატაციის უზრუნველყოფა და დასვენება აუცილებელია.

პირველადი პარამეტრები

პარაცეტამოლი: ბავშვები: 10-15 მგ/კგ პერორალურად, ყოველ 4-6 საათში ერთხელ საჭიროებისამებრ, 75 მგ/კგ/დღეში; მოზრდილები: 500-1000 მგ პერორალურად ყოველ 4-6 საათში ერთხელ საჭიროებისამებრ, მაქსიმუმ 4000 მგ/დღეში

Back
განიხილე – 

იბუპროფენი

დამატებითი მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია <strong>ზოგიერთი</strong> პაციენტისთვის შერჩეული ჯგუფიდან

იბუპროფენი ზოგჯერ გამოიყენება ალტერნატივად ან პარაცეტამოლთან კომბინაციაში თუ სიმპტომური ცხელება რთული საკონტროლოა.

პირველადი პარამეტრები

იბუპროფენი: >6 თვის ასაკის ბავშვებში : 4-10 მგ/კგ პერორულად ყოველ 6-8 საათში ერთხელ, საჭიროებისამებრ, მაქსიმუმ 40 მგ/კგ/დღეში; ზრდასრულებში: 200-400 მგ პერორულად ყოველ 4-6 საათში ერთხელ საჭიროებისამებრ, მაქსიმუმ 1200 მგ/დღეში

მეორეული ართრიტი

Back
1-ლი რიგის – 

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო მედიკამენტები (NSAID)

როგორც წესი, მიოცავს ხელის, მაჯის, მუხლის ან კოჭების მცირე ზომის სახსრებს და თვითგანკურნებადია.

ართრიტი უფრო ხშირია მოზრდილებში, განსაკუთრებით ქალებში.[2]

პირველადი პარამეტრები

იბუპროფენი: >6 თვის ასაკის ბავშვებში : 4-10 მგ/კგ პერორულად ყოველ 6-8 საათში ერთხელ, საჭიროებისამებრ, მაქსიმუმ 40 მგ/კგ/დღეში; ზრდასრულებში: 200-400 მგ პერორულად ყოველ 4-6 საათში ერთხელ საჭიროებისამებრ, მაქსიმუმ 2400 მგ/დღეში

ან

ნაპროქსენი: ზრდასრულებში: 200-500 მგ პერორალურად ყოველ 12 საათში ერთხელ, მაქსიმუმ 1250 მგ/დღეში

მეტი
მიმდინარე

პერსიტენტული (>3 კვირა) ინფექცია B19 პარვოვირუსით

Back
1-ლი რიგის – 

იმუნოსუპრესიის აღმოფხვრა ან შემცირება + მკურნალობა ინტრავენური იმუნოგლობულინით

B19-ით პერსისტენტული ინფექცია პასუხობს ინტრავენურ იმუნოგლობულინებს. იმატებს ერითროციტების რაოდენობა. ქვემოთ მოცემული დოზა გამოყენებულია სხვადასხვა კვლევაში.[2][28]

ზოგიერთ პაციენტში, იმუნოსუპრესიული თერაპიის შეწყვეტა ან ანტირეტროვირუსული მკურნალობის დაწყება (აივ) შეიძლება გახდეს B19 ინფექციის აღმოფხვრის საფუძველი. შესაბამისად შეწყდება ანემიაც.[2]

ერთროციტების გადასხმა შეიძლება საჭირო გახდეს ანემიის გართულებების პრევენციის მიზნით.

პირველადი პარამეტრები

ადამიანის ნორმალური იმუნოგლობულინი: მოზრდილები: 400 მგ/კგ/დღეში ინტრავენურად 5 დღის განმავლობაში

Back
განიხილე – 

სისხლის წითელი უჯრედების ტრანსფუზია

დამატებითი მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია <strong>ზოგიერთი</strong> პაციენტისთვის შერჩეული ჯგუფიდან

პერსისტენტული ინფექციის შემთხვევაში ტრანსფუზია შეიძლება საჭირო გახდეს ანემიის გართულებების საპრევენციოდ, მანამ, სანამ ინტრავენურ იმუნოგლობულინზე კლინიკური პასუხი ჩამოყალიბდება.

back arrow

აირჩიეთ პაციენტების ჯგუფი ჩვენი რეკომენდაციების სანახავად

მიაქციეთ ყურადღება, რომ ფორმულაცია/შეყვანის გზა და დოზირება შეიძლება განსხვავებული იყოს მედიკამენტების დასახელების და ბრენდების, წამლების ფორმულარის ან გეოგრაფიული ადგილმდებარეობის მიხედვით. მკურნალობის შესახებ რეკომენდაციები სპეციფიკურია პაციენტის ჯგუფების მიხედვით. იხილეთ გაფრთხილება

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას