ანამნეზი და გასინჯვა
ძირითადი დიაგნოსტიკური ფაქტორები
ხშირი
ახლო კონტაქტი სხვა ინფიცირებულ პირებთან
B19 პარვოვირუსი ვრცელდება პირდაპირი კონტაქტითა და რესპირატორული წვეთებით; ინფიცირებულ პირებთან ახლო კონტაქტი წარმოადგენს ეპიდემიის რისკფაქტორს, რომელიც გვხვდება გვიანი ზამთრის პერიოდში და ადრეულ გაზაფხულზე.[8]
მკვეთრი წითელი მაკულური ერითემა ორმხრივად ლოყებზე. ერითემა არ ვლინდება ცხვირსა და პერიორალურად.
თავდაპირველი გამოვლინება, მოგვაგონებს "სილაგაწნულ ლოყებს". [Figure caption and citation for the preceding image starts]: ინფექციური ერითემა- ტიპური ერითემატოზული "ხელგაწნული ლოყის" სიმპტომიFrom the collection of Gary A. Dyer, MD; used with permission [Citation ends].
ერითემატოზული მაკულები და პაპულები, რომლებიც შემდგომ არშიებიან რეტიკულურ ერითემად გარდაიქმნება, ყველაზე მეტად გამოხატულია კიდურებზე
მაკულები და პაპულები ჩნდება სახეზე გამონაყრის გამოვლენიდან 1-4 დღეში.
არშიებიანი, რეტიკულური ერითემა გრძელდება 1-3 კვირის განმავლობაში, თუმცა შეიძლება გახანგრძლივდეს მეტი ხნით. [Figure caption and citation for the preceding image starts]: ზედა კიდურზე ვლინდება ინფექციური ერითემის რეტიკულური, არშიებიანი ერითემატოზული გამონაყარი.From the collection of Gary A. Dyer, MD; used with permission [Citation ends].
გენერალიზებული ეგზანთემა შეიძლება ინტენსიური გახდეს სხეულის ტემპერატურის მომატებისას; მშობლები უნდა გავაფრთხილოთ, რომ ეს არ ნიშნავს დაავადების დამძიმებას.
ეგზანთემა ზოგჯერ იწვევს ქავილს და ყველაზე ხშირია ბავშვებში.[2]
იშვიათი
იმუნოდეფიციტი
პაციენტთა ამ პოპულაციაში შედიან აივ ინფიცირებულნი, პაციენტები ქიმიოთერაპიის შემდეგ , იმუნოკომპრომისული (ტრანსპლანტაციის შემდეგ), ან თანდაყოლილი იმუნოდეფიციტის მქონე პირები.[2]
პერსისტენტულ B19 პარვოვირუსულ ინფექციას შეიძლება მოჰყვეს ანემია .
იმუნოდეფიციტურ პაციენტებში იმუნური კომპლექსები არ წარმოიქმნება , ამიტომ ის კლასიკური ინფექციური ერითემის დასაწყის სტადიაზე არ ვლინდება.
სხვა დიაგნოსტიკური ფაქტორები
ხშირი
ართრალგია/ართრიტი
გვხვდება პაციენტების 10%-ში.
როგორც წესი, მიოცავს ხელის, მაჯის, მუხლის ან კოჭების მცირე ზომის სახსრებს და თვითგანკურნებადია.
ართრიტი უფრო ხშირია მოზრდილებში, განსაკუთრებით ქალებში.[2]
პროდრომი (ცხელება, თავის ტკივილი, ფარინგიტი, სურდო, მუცლის ტკივილი)
აღწერილია მრავალფეროვანი მსუბუქი პროდრომული სიმპტომები.
აღნიშნული სიმპტომები, როგორც წესი, ვლინდება ექსპოზიციიდან 1 კვირის შემდეგ და ეგზანთემის გამოვლენამდე 1-2 კვირით ადრე.
პროდრომული სიმპტომები უფრო ხშირია მოზრდილებში.
იშვიათი
ანემიის სიმპტომები
პერსისტენტული ინფექცია B19 პარვოვირუსით (მეტწილად იმუნოდეფიციტურ პაციენტებში) ან ინფექცია ჰემოლიზური ანემიის მქონე პირებში შეიძლება გახდეს მძიმე ანემიის სიმპტომების მიზეზი (ერითროციტების აპლაზიის გამო), როგორიცაა დაღლილობა, სუნთქვის უკმარისობა, ტაქიკარდია, სიფერმკრთალე და თავბრუსხვევა.
რისკფაქტორები
ძლიერი
ახლო კონტაქტი სხვა ინფიცირებულ პირებთან
B19 პარვოვირუსი ვრცელდება პირდაპირი კონტაქტითა და რესპირატორული წვეთებით; ინფიცირებულ პირებთან ახლო კონტაქტი წარმოადგენს ეპიდემიის რისკფაქტორს, რომელიც გვხვდება გვიანი ზამთრის პერიოდში და ადრეულ გაზაფხულზე.[8]
სუსტი
იმუნოდეფიციტი
პაციენტთა ამ პოპულაციაში შედიან აივ ინფიცირებულნი, პაციენტები ქიმიოთერაპიის შემდეგ , იმუნოკომპრომისული (ტრანსპლანტაციის შემდეგ), ან თანდაყოლილი იმუნოდეფიციტის მქონე პირები.[2]
პერსისტენტულ B19 პარვოვირუსულ ინფექციას შეიძლება მოჰყვეს ანემია .
იმუნოდეფიციტურ პაციენტებში იმუნური კომპლექსები არ წარმოიქმნება , ამიტომ ის კლასიკური ინფექციური ერითემის დასაწყის სტადიაზე არ ვლინდება.
ასაკი 6-10 წელი
პარვოვირუსი B19 ნებისმიერი ასაკის ადამიანს შეიძლება ჰქონდეს, მაგრამ ყველაზე ხშირია 6-10 წლის ასაკში.[15]
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას