მიდგომა
ინფექციური ერითემის შემთხვევათა უმრავლესობა არ საჭიროებს სპეციფიკურ თერაპიას ცხელებისა და ართრიტის/ართრალგიის სიმპტომური მკურნალობის გარდა. პაციენტი შეგიძლიათ დაამშვიდოთ. როგორც სხვა ვირუსული დაავადებების დროს, ჰიდრატაციის უზრუნველყოფა და დასვენება აუცილებელია.
B19 პარვოვირუსის გართულებაა გარდამავალი აპლაზიური კრიზი იმ პირებში, რომელთაც აღენიშნებათ ერითროციტების გაძლიერებული განადგურება/დესტრუქცია (მაგ. თანდაყოლილი სფეროციტოზი, ნამგლისებრუჯრედოვანი დაავადება, თალასემია, რკინადეფიციტური ანემია). ასევე, ორსულებში ინფექცია შეიძლება გახდეს ფატალური ანემიის, წყალმანკისა და ნაყოფის სიკვდილის მიზეზი. აღნიშნული გართულებების შემთხვევაში საჭიროა მიმართვა შესაბამის კონსულტანტთან მკურნალობისა და მონიტორინგის მიზნით. იშვიათად აღწერილია B19 პარვოვირუსული ინფექციით გამოწვეული ნეფრიტი და ჰეპატიტი.[3][4] ასევე, პარვოვირუსი ბავშვებში ასოცირებულ იქნა კარდიომიოპათიასთან.[7]
პერსისტენტული ინფექცია
პარვოვირუსი B19 პერსისტენტულ ინფექციას იწვევს როცა იმუნოდეფიციტის გამო საკმარისი ანტისხეულები ვერ წარმოიქმნება. იმუნოდეფიციტურ პაციენტებში იმუნური კომპლექსები არ წარმოიქმნება , ამიტომ კლასიკური ინფექციური ერითემა თავდაპირველად არ ვლინდება. პაციენტთა ამ პოპულაციაში შედიან აივ ინფიცირებულნი, პაციენტები ქიმიოთერაპიის შემდეგ , იმუნოკომპრომისული (ტრანსპლანტაციის შემდეგ), ან თანდაყოლილი იმუნოდეფიციტის მქონე პირები.[2] პარვოვირუსი B19 ხშირად პასუხობს ინტრავენურ იმუნოგლობულინებზე, იზრდება ერითროციტების რაოდენობა. ერთროციტების გადასხმა შეიძლება საჭირო გახდეს ანემიის გართულებების პრევენციის მიზნით. ზოგიერთ პაციენტში, იმუნოსუპრესიული თერაპიის შეწყვეტა ან ანტირეტროვირუსული მკურნალობის დაწყება (აივ) შეიძლება გახდეს B19 ინფექციის აღმოფხვრის საფუძველი. შესაბამისად შეწყდება ანემიაც.[2]
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას