პირველადი პრევენცია

ინფექციური ერითემის მქონე პაციენტები, როგორც წესი, კონტაგიოზურები აღარ არიან ეგზანთემისა და ართრალგიის გამოვლენის მომენტიდან, ამიტომ რთულია გავრცელების პრევენცია. თუმცა, „პაპულო- პურპურული ხელთათმანებისა და წინდების სინდრომის“ მქონე პირები კონტაგიოზურები არიან კანზე გამონაყარის გამოვლენის დროს.[16] აპლაზიური კრიზის მქონე პაციენტები კონტაგიოზურები არიან სიმპტომების გამოვლენამდე და სიმპტომების გამოვლენიდან სულ მცირე 1 კვირის განმავლობაში.[17]არსებობდა გარკვეული მცდელობები კანდიდატი ვაქცინების შექმნის თაობაზე, თუმცა დღემდე არცერთი მათგანი არ არის დამტკიცებული.[18][19][20]

მეორეული პრევენცია

ყოველთვის მხარი უნდა დავუჭიროთ ხელების დაბანასა და ბაზისური ჰიგიენის ზომებს.

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას