დიფერენციული დიაგნოზები
წითურა
ნიშნები / სიმპტომები
როგორც წესი, ვლინდება არასპეციფიკური ეგზანთემა ვარდისფერი მაკულებით. ვრცელდება თავიდან ფეხებისკენ.
ხშირია სახსრების ჩართულობა.
ხშირია კისრის, კეფის და/ან ყურის უკანა მტკივნეული ლიმფადენოპათია.[23]
კვლევები
სეროლოგიურად ვლინდება წითურას საწინააღმდეგო IgM ანტისხეულები ან წითურას საწინააღმდეგო IgG ანტისხეულების ტიტრის 4- ჯერადი ზრდა.[23]
წითელას ინფექცია
ნიშნები / სიმპტომები
პროდრომი, როგორც წესი, მოიცავს ხველას, სურდოსა და კონიუნქტივიტს.
პროდრომულ პერიოდში ვლინდება ეგზანთემა - ნაცრისფერი-თეთრი პაპულები ლოყის ლორწოვან გარსზე (კოპლიკის ლაქები).
ეგზანთემა არის ერითემატოზული მაკულოპაპულური გამონაყარი, რომელიც ვრცელდება თავიდან ფეხებისკენ და ლაგდება 1 კვირაში.[23]
ჩვილთა როზეოლა
ნიშნები / სიმპტომები
ტიპიური პროდრომი- უეცრად გამოვლენილი მაღალი ტემპერატურა, რომელიც გრძელდება 3-5 დღე.
ცხელების ალაგებისას ვლინდება არასპეციფიკური ეგზანთემა.
როგორც წესი, დაავადება უფრო მცირეწლოვან ბავშვებში გვხვდება (6 თვიდან 3 წლამდე), ვიდრე ინფექციური ერითემის შემთხვევაში.[25]
კვლევები
სეროლოგიური კვლევები და პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია ხელმისაწვდომია ადამიანის ჰერპესვირუსის მე-6 ტიპის იდენტიფიკაციის მიზნით.
კულტივირება შეიძლება შესაძლებელი იყოს, თუმცა იშვიათადაა საჭირო.[25]
ქუნთრუშა
ნიშნები / სიმპტომები
როგორც წესი, წინ უსწრებს ფარინგიტი და ცხელება, ხოლო ინფექციური ერითემის პროდრომი შედარებით უსიმპტომოა.
აღნიშნული გამონაყარი არის პაპულა (მინის ქაღალდის ტექსტურა) და ვრცელდება ცენტრიდანულად.
კანზე სხვა გამოვლინებებია: კანის ნაკეცების პეტექიური ხაზები (პასციას ხაზები) და წრიული სიფერმკრთალე პირის გარშემო.
ლორწოვანი გარსის მხრივ ვლინდება ექსუდაციური ფარინგიტი და თეთრი ან ხორცისფერი წითელი ენა.
გამონაყარს ხშირად მოჰყვება აქერცვლა.[26]
კვლევები
პირხახის ნიმუშის კულტივირებით შეიძლება გამოვლინდეს ეტიოლოგიური მიკროორგანიზმი- Streptococcus pyogenes.
დიაგნოზის დადგენაში შესაძლოა დაგვეხმაროს აგრეთვე ანტისტრეპტოლიზინი O-ის ტიტრისა და ანტი-დეზოქსირიბონუკლეაზა-B-ს ტიტრის განსაზღვრა.[26]
"წითელი ქარის" ანთება
ნიშნები / სიმპტომები
კანის გამოვლინება მეტწილად წარმოდგენილია ცალმხრივად, განსხვავებით ინფექციური ერითემისგან, რომელსაც ახასიათებს ლოყების მაკულური ერითემა ორმხრივად.
გამონაყარს ახლავს სიმხურვალე, ქავილი და გამკვრივება.
ტიპიურია რეგიონული ლიმფადენოპათია.[27]
კვლევები
ზოგჯერ ვლინდება ლეიკოციტოზი და ფორმულის გადახრა მარცხნივ.
დაზიანებული უბნის კულტურები იშვიათად ავლენს ეტიოლოგიურ ორგანიზმს, Streptococcus pyogenes ან Staphylococcus aureus, მაგრამ ანტი-სტეპტოლიზინი O -ს ტიტრი და ანტიდეზოქსირიბონუკლეაზა-B -ს ტიტრი შეიძლება მიუთითებდეს კანის ინფექცია.[27]
სისხლის კულტივირება შეიძლება დაგვეხმაროს გამომწვევი მიკროორგანიზმის გამოსავლენად.
მედიკამენტებზე ჰიპერმგრძნობელობა
ნიშნები / სიმპტომები
ხშირად გვეხმარება ანამნეზი და დროებითი კავშირი გამომწვევ ფარმაკოლოგიურ აგენტთან.
შეიძლება ასოცირდეს გენერალიზებულ მაკულოპაპულურ გამონაყართან.
კვლევები
არ არსებობს სპეციფიკური გამოკვლევები.
სისხლის საერთო ანალიზით შეიძლება გამოვლინდეს ეოზინოფილია. ღვიძლის ფუნქციური სინჯები ან თირკმლის ფუნქციური კვლევა შეიძლება მიუთითებდეს ორგანულ დისფუნქციაზე.
სისტემური წითელი მგლურა
ნიშნები / სიმპტომები
კანისა და სისტემური სიმპტომების პერსისტირება, რამდენიმე ორგანოს ჩართულობით.
მგლურას კლასიკური პეპლისებრი გამონაყარი მოიცავს ცხვირსაც, ხოლო ინფექციური ერითემა არ გვხვდება ცხვირზე.
კვლევები
დადებითი ანტინუკლეური ანტისხეულების ტიტრები და კანის ბიოფსიის პათოლოგიური მონაცემები განასხვავებს მგლურასა და ინფექციურ ერითემას.
იუვენილური დერმატომიოზიტი
ნიშნები / სიმპტომები
ხასიათდება პროგრესირებადი სისუსტით და არა ჭეშმარიტი ართრიტით, რომელიც ინფექციური ერითემისთვისაა დამახასიათებელი.
კალცინოზი არ გვხვდება ინფექციური ერითემის დროს.
დერმატომიოზიტის გამონაყარი ხშირად მოიცავს სახესა და ქუთუთოებს, მაგრამ ხშირად ახასიათებს აქერცვლა, ინფექციური ერითემისგან განსხვავებით.
დერმატომიოზიტისთვის დამახასიათებელია ფოტომგრძნობელობა, ტელეანგიექტაზიები და გამონაყარი სახსრის მიდამოში.
კვლევები
დერმატომიოზიტისთვის დამახასიათებელია შრატში კრეატინინკინაზას, ალდოლაზას, ლაქტატდეჰიდროგენაზას მომატება, ასევე შრატი დადებითია ანტინუკლეურ ანტისხეულებზე.
კანის ბიოფსიით შესაძლებელია აღნიშნული ორი ეტიოლოგიის დიფერენცირება.
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას