ეტიოლოგია
ინფექციური ერითემა გამოიწვეულია პარვოვირუს B19-ით, რომელიც არის ერთჯაჭვიანი, უგარსო დნმ ვირუსი. ადამიანი ინფექციის ერთადერთი ცნობილი მასპინძელია. Parvoviridae ოჯახის ვირუსები ხშირად იწვევენ ინფექციებს ცხოველებში, თუმცა ცხოველების პარვოვირუსები არ აინფიცირებენ ადამიანებს.[12]
პათოფიზიოლოგია
B19 პარვოვირუსი აინფიცირებს ერითროციტების წინამორბედ უჯრედებს. იგი რეცეპტორად იყენებს ერითროციტების P ანტიგენს (გლობოზიდს).[13] ის პირები, რომელთაც P ანტიგენი არ აქვთ, არ არიან მოწყვლადი აღნიშნული დაავადების მიმართ. ერითროციტების წინამორბედ უჯრედებზე აფინურობა ხსნის იმ გართულებებსაც, რომლებიც ინფექციის შედეგად შეიძლება მივიღოთ. ნაყოფის ერითროციტების სიცოცხლის ხანგრძლივობა ხანმოკლეა, ამიტომ ინფექციამ შეიძლება გამოიწვიოს ჰემოლიზი და ნაყოფის წყალმანკი. თუ პარვოვირუსული ინფექციის ფონზე ერითროციტები სწრაფად ნადგურდება და იშლება, შესაძლებელია განვითარდეს გარდამავალი აპლაზიური კრიზი .[14]
სასუნთქი გზების ინფიცირებისა და ვირუსის რეპლიკაციის შემდეგ მე-4-14 დღეზე ვითარდება ვირემია, რომელიც სრულდება ანტი-B19 IgM-ის წარმოქმნით. IgG ჩნდება დაახლოებით 1 კვირის შემდეგ და ემთხვევა ტიპური ეგზანთემისა და ართრალგიების გამოვლენას.[8]
კლასიფიკაცია
გამოვლენის ასაკი
ბავშვებში კლასიკური გამოვლინებაა "სილაგაწნული ლოყის" სიმპტომი, რასაც მოსდევს რეტიკულურ- ერითემატოზული გამონაყარის გავრცელება მეტწილად კიდურებზე . [Figure caption and citation for the preceding image starts]: ინფექციური ერითემა- ტიპური ერითემატოზული "ხელგაწნული ლოყის" სიმპტომიFrom the collection of Gary A. Dyer, MD; used with permission [Citation ends].[Figure caption and citation for the preceding image starts]: ზედა კიდურზე ვლინდება ინფექციური ერითემის რეტიკულური, არშიებიანი ერითემატოზული გამონაყარი.From the collection of Gary A. Dyer, MD; used with permission [Citation ends].
მოზრდილებში ყველაზე ხშირი ჩივილია მცირე ზომის სახსრების თვითგანკურნებადი ართროპათია , რასაც შეიძლება ახლდეს ან არ ახლდეს ტიპური ეგზანთემა.
ორსულობა: ინფექცია ასოცირებულია ნაყოფის გართულებების მაღალ რისკთან, როგორიცაა მძიმე ანემია, ნაყოფის შეშუპება ან საშვილოსნოსშიდა სიკვდილი.
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას